1.7.23 Гортань, горло

Быт.33,4 Иов.30,18 Пс.5,9; 68,1.3; 113,15; 149,6 Пр.1,9; 3,3.22; 6,21 Пес.1,10; 4,4.9; 7,5 Ис.3,16; 8,8; 30,28 Иер.2,25; 4,10 Иез.16,17 Ион.2,5 Матф.18,28 Деян.20,37 Рим.3,13

1.7.23 ყელი, ხორხი

- ყელზე მოხვევა დაბ.33,4 საქ.20,37

- სამოსის საყელო იობ.30,18

- სიბილწის ამოსავალი ფს.5,9 რომ.3,13

- ყელამდე მოწვდენა ფს.68,1 ეს.8,8; 30,28 იონ.2,5

- გაშრობა წყურვილით ფს.68,3 იერ.2,25

- უხმო ფს.113,15

- ღვთის მადიდებელი ფს.149,6

- სამკაულით იგავ.1,9; 3,22 ქებ.4,9 ეზეკ.16,17

- სამახსოვროდ ყელზე მობმა იგავ.3,3; 6,21

- მსუნაგმა ყელზე დანა მიიბჯინოს იგავ.23,2

- სმა იგავ.23,31

- მშვენიერი ქებ.1,10; 4,4; 7,5

- სიამაყით მოღერება ეს.3,16

- მახვილმიბჯენილი იერ.4,10

- ყელში წვდომა მათ.18,28

ბიბლიის მუხლები

დაბადება 33

4. და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდა ორივე.

იობი 30

18. დიდი ტანჯვით ვიხდი სამოსელს, კვართის საყელოსავით მიჭერს მოსასხამი;

ფსალმუნი 5

9. რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ.

ფსალმუნი 68

1. მიხსენი ღმერთო, რადგან ყელამდე მომადგა წყალი.

3. მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.

ფსალმუნი 113

15. ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავისი ხორხიდან.

ფსალმუნი 149

6. ღვთის განდიდება იყოს მათ ხორხში და ორლესული მახვილი - მათ ხელში.

იგავნი 1

9. რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე და სამკაული შენს ყელზე.

იგავნი 3

3. წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.

22. და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად - შენი ყელისთვის.

იგავნი 6

21. განუწყვეტლივ გულზე გქონდეს შებმული, ყელზე მოხვეული.

იგავნი 23

2. და ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.

31. ნუ უყურებ ღვინის სიწითლეს, ფიალაში რომ ელვარებს და ლაღად გადადის ყელში.

ქებათა ქება 1

10. შენი ღაწვები მძივებივით მშვენიერია, ყელი - მარგალიტივით.

ქებათა ქება 4

4. შენი ყელი დავითის კოშკია, საჭურველისთვის აშენებული, ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი!

9. შენ დაატყვევე ჩემი გული, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით;

ქებათა ქება 7

5. შენი ყელი კოშკია სპილოს ძვლისა, თვალები ხეშბონის აუზებია ბათ-რაბიმის ბჭესთან, ცხვირი კოშკია ლიბანისა, დამასკოსკენ მიმართული!

ესაია 3

16. ამბობს უფალი: "რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებულნი დადიან მაცდური თვალებით, ლაღად ცუნცულებენ და ფეხთა მოსართავებს აჟღარუნებენ.

ესაია 8

8. გადმოდინდება, გადაუვლის და წალეკავს იუდას, ყელამდე მისწვდება, ფრთებს გაშლის და აავსებს ქვეყანას მთელ სიგანეზე, იმანუელ!

ესაია 30

28. მისი სუნთქვა მოვარდნილ ნიაღვარს ჰგავს და ყელამდე უწვდენს; რომ ცხრილით გაცხრილოს ხალხები, ლაგამი ამოსდოს ყბაზე და ნგრევისკენ გაუძღვეს.

იერემია 2

25. ფეხები ფეხშიშველობისგან დაიცავი და ყელი წყურვილისგან; მაგრამ შენ თქვი: არ არის იმედი! არა და არა! რადგან უცხონი შევიყვარე და მათ კვალზე ვივლიო.

იერემია 4

10. და ვთქვი: "ო, უფალო ღმერთო! მართლაც შენ მოატყუე ეს ხალხი და იერუსალიმი, რომ უთხარი: მშვიდობა გექნებათო, არადა მახვილი მისწვდა მათ ყელს”.

ეზეკიელი 16

17. სამკაულებით შეგამკე, ხელებზე სამაჯურები გაგიკეთე და ყელსაბამი ჩამოგკიდე.

იონა 2

5. წყალი ყელამდე მომწვდა და უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა.

მათე 18

28. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.

საქმეები 20

37. მაშინ ატირდნენ ყველანი, ყელზე ეხვეოდნენ და ეამბორებოდნენ პავლეს.

რომაელთა 3

13. პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე.