4.17.10 Великодушие

Великодушие — черта характера. Выражается в бескорыстной уступчивости, снисходительности, отсутствии злопамятства, в способности жертвовать своими интересами.

4.17.10 დიდსულოვნება

(მაღალი სულიერი ღირსება, გამოიხატება პირადი ინტერესების უანგარო დამთმობლობით, თავმდაბლობით, არ იმახსოვრებს ბოროტს)

.

გამოვლინებული ადამიანებთან ურთიერთობაში:

- აბრაამის შეთავაზება ლოტისადმი დაბ.13,7-9

- იაკობის შეთავაზება ესავისადმი დაბ.33,8-11

- დავითისგან საულის დანდობა 1მფ.24,3-11

.

გამოხატული ლოცვაში:

- მოსეს სათხოვარი ისრაელზე გამ.32,31.32

- პავლეს ლოცვა ისრაელისთვის რომ.9,1-5

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

7. დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.

8. და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.

9. განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.

დაბადება 33

8. ჰკითხა ესავმა: "რა იყო მთელი ის ბანაკი წინ რომ შემომხვდა?” უთხრა იაკობმა: "რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში!”

9. უთხრა ესავმა: "არაფერი მაკლია, ძმაო. რაც შენია, შენთან იყოს!”

10. უთხრა იაკობმა: "არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, თითქოს ღვთის სახე დამენახოს და შენც კეთილად შემხვდი.

11. გთხოვ, მიიღე ჩემი ძღვენი, რომელიც მოგართვი, რადგან ღმერთმა შემიწყალა და ყველაფერი მაქვს”. დაიყოლია იგი და მანაც მიიღო.

გამოსვლა 32

31. დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: "დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.

32. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.

1მეფეთა 24

3. ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას გამოქვაბულთან მივიდა და შევიდა საული შიგ მოსასაქმებლად, ხოლო დავითი და მისი ხალხი გამოქვაბულის სიღრმეში ისხდნენ.

4. უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: "აი, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი, რაც გენებოს”. ადგა დავითი და ჩუმად კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.

5. წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.

6. უთხრა თავის ხალხს: "ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.

7. ამ სიტყვებით გააჩერა თავისი ხალხი დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და წავიდა თავის გზაზე.

8. ადგა დავითი, გამოქვაბულიდან გამოვიდა და გასძახა საულს: "ჩემო მეფევ და ბატონო!” უკან რომ მოიხედა საულმა, მიწამდე პირქვე დაიხარა დავითი და მოიდრიკა მის წინაშე.

9. უთხრა დავითმა საულს: "რატომ უსმენ ხალხის სიტყვებს, აჰა, ბოროტს გიპირებსო დავითი?

10. აჰა, შენი თვალით დაინახე, რომ ხელში ჩამიგდო შენი თავი უფალმა გამოქვაბულში. ზოგიერთნი მეუბნებოდნენ, მოკალიო, მაგრამ დაგინდე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ-მეთქი ჩემს ბატონზე, რადგან უფლის მიერაა ცხებული!

11. შეხედე, მამაჩემო; დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ ვარ ბოროტი და მეამბოხე; არც ბოროტება განმიზრახავს, არაფერი შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.

რომაელთა 9

1. ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,

2. რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი.

3. ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.

4. რომლებიც ისრაელიანები არიან და რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც.

5. მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.

--------------------

სიმონ დე ვოსი "ესავისა და იაკობის შეხვედრა"