3.50.8. Несмиряющие, оставляюшие, противляюшие, гневаюшие Бога

Несмирение Исх.10,3

Непокорение Втор.9,24; 1цар.15,23 Рим.8,7

Противление 1цар.15.23

Отвержение слова Господа Втор.9,7 1цар.15,23 Ис.5,2 Деян.7,51

Мятежные Пс.77,8 Ис.30,9

Неверные Богу Пс.77,8

Жестоковыйные Втор.9,6.13

Упорствуюшие Втор.31,27

Строптивые Втор.32,5

Разгневали Господа Пс.77,21

Неслушаюшие 1цар.12,15 Иер.7,26

Раздражаюшие Господа Втор.9,8.18

Уклонившиеся от пути Втор.9,12

Оставили Господа Втор.29,25; 31,16 Суд.10,10 Ис.1,[4]; 30,15 Иер.2,31; 16,11

Блудно ходившие в след чужих богов Втор.31,16

Отступники Иер.2,19

3.50.8. ურჩობა, ჯანყი, ჯიუტობა, განდგომა, წინააღმდეგობა ღვთის მიმართ

- ურჩობა ღვთის წინაშე გამ.10,3 რიცხ.20,24; 1მფ.15,23 ფს.77,8 ეს.30,9

- ჯანყი რიცხ.17,5 რჯ.9,24 ეს.63,10; 65,2

- ჯიუტობა რჯ.9,6.13; 31,27; 32,5; 1მფ.15,23 იერ.7,26 დან.9,5-9

- უფლის მიტოვება, განდგომილება რჯ.29,25; 31,16 ეს.1,[4]; 30,15 იერ.2,19.31; 16,11

- ღვთის მოწინააღმდეგე 1მფ.12,15 იობ.34,37

- საკუთარი სულის ურწმუნომყოფელი უფლის მიმართ ფს.77,8

- განმრისხებელი, გამჯავრებელი ღმერთის რჯ.9,7.8.12.18 ფს.77,17

- ღვთის გამომცდელი ფს.77,18-20

- არ დამჯერებელი ღმერთის და მის შველაზე იმედის არ დამმყარებელი ფს.77,22

- ორთოდოქსული დევნა საქ.18,12.13

- ამბოხი, მღელვარება ღვთის გზის წინააღმდეგ საქ.19,23-41

- ხორციელი ფიქრები დაუმორჩილებლობაა ღმერთისადმი რომ.8,7

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 10

3. მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: როდემდის უნდა მეურჩებოდე? გაუშვი ჩემი ერი, რომ მემსახურონ.

რიცხვნი 17

5. ვისაც მე გამოვარჩევ, მისი კვერთხი აყვავდება და ჩავახრჩობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენს წინააღმდეგ.

რიცხვნი 20

24. შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო,რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.

მეორე რჯული 9

6. იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.

7. გახსოვდეს, არ დაგავიწყდეს, რომ ბევრჯერ გაგირისხებია უფალი, შენი ღმერთი, უდაბნოში. ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, სულ მუდამ ექიშპებოდი უფალს.

8. ხორებში განარისხეთ უფალი და გამწყრალმა თქვენი მოსპობა დააპირა.

12. და მითხრა უფალმა: ადექი და სწრაფად წადი აქედან, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალევე გადაუხვიეს შენგან ნასწავლებ გზას - კერპი ჩამოისხეს.

13. ასე მითხრა უფალმა: დავინახე, რომ ჯიუტი ყოფილა ეს ხალხი.

18. დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას.

24. იმ დღიდან, რაც გიცნობთ, უჯანყდებით უფალს.

მეორე რჯული 29

25. იტყვიან: იმის გამო, რომ დააგდეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის აღთქმა, რომელიც დაუდო მათ, როცა ეგვიპტიდან გამოჰყავდა ისინი.

მეორე რჯული 31

16. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.

27. რადგან მე ვიცი შენი სიჯიუტე და შეუპოვრობა. აჰა, რაც ცოცხალი ვარ, უჯიუტდებით უფალს და რაღა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ?

მეორე რჯული 32

5. გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზასამცდარი მოდგმაა.

1მეფეთა 12

15. თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო.

1მეფეთა 15

23. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.

იობი 34

37. რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენს შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.

ფსალმუნი 77

8. და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.

17. ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.

18. ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.

19. და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?

20. ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?

22. რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.

ესაია 1

4. ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!

ესაია 30

9. რადგან ურჩია ეს ხალხი, მატყუარა შვილები არიან, შვილები, რომელთაც არ უნდათ უფლის რჯულის გაგონება;

15. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: უკან მოქცევით და დავანებით გადარჩებოდით, სიმშვიდეში და სასოებაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ არ ინდომეთ,

ესაია 63

10. მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.

ესაია 65

2. დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე;

იერემია 2

19. ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.

31. ეჰა, მოდგმავ! შეიგონე უფლის სიტყვა! განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან ბნელეთი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფალნი ვართ, შენთან აღარ მოვალთო?

იერემია 7

26. მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ.

იერემია 16

11. უპასუხე: იმისთვის, რომ მიმატოვა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს უფალი, წაყვნენ უცხო ღმერთებს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. მიმატოვეს და ჩემი რჯულიც დაივიწყეს.

დანიელი 9

5. ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს.

საქმეები 18

12. ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი.

საქმეები 19

23. ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.

რომალთა 8

7. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.