2.13.34 Умершие воскреснут с телами

2.13.34 გარდაცვლილნი სხეულებრივად აღდგებიან

იოან.5,28.29; 1კორ.15,52 გმცხ.20,[13]

ბიბლიის მუხლები

იოანე 5

28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.

29. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.

1კორინთელთა 15

52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.

გამოცხადება 20

13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული.

__თემაზე წერდნენ__

***

ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი არ ქრება ღმერთისათვის, როგორადაც არ უნდა განიბნეს თუ განიხრწნას, დაე, თუნდ სრულიად დაიფერფლოს, რამეთუ ისინი იმ სტიქიებად იქცევიან, რომლისგანაც მოღებულ იქნენ შემოქმედი ღმერთის ყოვლადძლიერი და ყოვლის მპყრობელი ხელით.

__ ნეტარი ავგუსტინე __

***

ჩვენ, ყოველნი ადამიანნი მკვდრეთით აღვდგებით უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლის ჟამს, რადგან ჩვენი სულები ხელმეორედ შეუერთდებიან ჩვენ სხეულებს, რომელნიც უკვდავნი შეიქნებიან და უხრწნელებასაც შეიმოსავენ, არა ნივთიერს, როგორიც აწ გვაქვს და ვიცით, არამედ უნივთოს, ისეთს, როგორიც ერთმა ღმერთმა იცის.

__ წმ. იოანე დამასკელი __

***

კაიროს უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარნაკის ძველი ეგვიპტური ტაძრიდან აიღეს აგურები, დახერხეს სტერილური ჰაერით უზრუნველყოფილ ოთახში სტერილური ხერხით. ფხვნილი შეიტანეს რამდენიმე დღით სპეციალურ ინკუბატორში, რის შედეგადაც მიკროსკოპის ქვეშ აღმოაჩინეს გაცოცხლებული ბაქტერიების ორი სახე. მიკრობები გაცოცხლდნენ 34 საუკუნის შემდეგ.

რაღა შეგვიძლია ვთქვათ შემოქმედის შესაძლებლობებზე!

__ იაკობ ლევენი __

***

ქიმიკოს მაიკლ ფარადეის მსახურს შემთხვევით ჩაუვარდა ვერცხლის კოვზი მჟავაში, რომელმაც სწრაფად "შეჭამა" ის. ამ დროს შემოვიდა ფარადეი და შეშფოთებული მსახური რომ დაინახა, უთხრა: ეგ არაფერი, ჩვენ დავიბრუნებთ ამ "კოვზს". მან ჩაყარა მჟავაში საჭირო ელემენტები და რამდენიმე წუთში ვერცხლი დაჯდა ჭურჭლის ფსკერზე. ფარადეიმ ეს უფორმო მასა მიუტანა ხელოსანს, რომელმაც ისევ დაუმზადა ვერცხლის კოვზი.

რაოდენ უფრო იოლი იქნება სამყაროს შემოქმედისთვის ჩვენი სხეულის მტვრის მოგროვება, აღდგენა და განდიდება!

და ღმერთი ამას გააკეთებს.

__ იაკობ ლევენი __