3.42.8 Усердие, настойчивость, упорство, прилежность

3.42.8 ბეჯითობა, მუყაითობა, გულმოდგინება, მონდომება, მოწადინება

- ღვთის სიტყვის აღსრულებაში იესნ.22,5

- საქმეში 1ნეშ.28,21; 2ნეშ.24,4 ეზრ.5,8; 2კორ.7,11.12 ტიტ.3,8

- ღმერთის ძიებაში 2ნეშ.15,15

- ჭეშმარიტების ძიებაში ეკლ.8,9 დან.7,19 საქ.17,11

- დაკარგულის ძიებაში ლუკ.15,8

- ღვთის მსახურებაში საქ.26,7 რომ.12,11 ეფ.6,7

- ღმერთისგან მონდობილი სამწყსოს მწყემსვაში 1პეტ.5,2 იუდ.1,3 რომ.12,8 ფლპ.2,20

- მოწოდებისა და რჩეულობის განმტკიცებაში 2პეტ.1,10

- ლოცვებში რომ.15,30 კოლ.4,13

- საღმრთო საქმისთვის შესაწირავებში 2კორ.8,7.8.12.16.22; 9,2.4

- სიმშვიდით ცხოვრების მცდელობაში 1თეს.4,11

- ერთმანეთის მიმართ ზრუნვასა და სიყვარულში 2ტიმ.1,17

.

წარმატება მისგან იგავ.12,24.27; 13,4; 21,5

.

- ბოროტის მკეთებელია ვინც გულმოდგინედ არ ეძებს უფალს 4მფ.10,31; 2ნეშ.12,14

- მოიკვეთებიან გულმოდგინენი ურჯულოებაში ეს.29,20

- ამაო სწრაფვა რელიგიური წესების პედანტურ აღსრულებაში მარ.7,3

- აქვს სწრაფვა ისრაელს ღმერთისადმი, მაგრამ უცოდნელად (ქრისტეს გარეშე) რომ.10,2

.

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 22

5. ოღონდ ბეჯითად შეასრულეთ მცნება და რჯული რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მორჩილმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე, დაიცვათ მისი ნაბრძანევი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით.

4მეფეთა 10

31. მაგრამ გულმოდგინედ არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის რჯულს, არ განშორებია იგი იერობყამის ცოდვებს, რითაც ისრაელი აცდუნა.

1ნეშტთა 28

21. აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. მხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. მთავრები და მთელი ხალხი კი შენს ყველა ბრძანებებს ემორჩილებიან.

2ნეშტთა 12

14. რეხობოყამი ბოროტებას აკეთებდა, რადგან მთელი თავგამოდებით არ ეძებდა უფალს.

2ნეშტთა 15

15. ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, გულმოდგინედ ეძიებდნენ მას და მანაც აპოვნინა თავი. ყველა მხრიდან სიმშვიდე მისცა მათ უფალმა.

2ნეშტთა 24

4. ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის სახლის შეკეთება.

ეზრა 5

8. დაე, ეუწყოს მეფეს, რომ ვიყავით იუდაში, დიდი ღმერთის ტაძართან, რომელიც დიდრონი ქვებით შენდება და მორებს აყოლებენ ზღუდეებში. გულმოდგინედ მუშაობენ და წარმატებით მიმდინარეობს ეს საქმე.

იგავნი 12

24. ბეჯითის ხელი იბატონებს, ზარმაცი კი მონად იქცევა.

27. უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.

იგავნი 13

4. ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.

იგავნი 21

5. მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.

ეკლესიასტე 8

9. ეს ყველაფერი ვიხილე და გულმოდგინედ დავაკვირდი ყველა იმ საქმეს, რაც მზისქვეშეთში ხდება; ჟამი, კაცი რომ კაცზე ბატონობდა თავისავე საზიანოდ.

ესაია 29

20. რადგან გადავა დაუნდობელი და გაქრება აბუჩად ამგდები, მოიკვეთებიან გულმოდგინენი ურჯულოებაში.

დანიელი 7

19. მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და საზარელი იყო, რომელიც რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით ნთქავდა, მუსრავდა და ფეხებით თელავდა.

მარკოზი 7

3. (რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ.

ლუკა 15

8. ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს, რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის?

საქმეები 17

11. ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.

საქმეები 26

7. და რომლის აღსრულების იმედიცა აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ მსახურებენ ღმერთს. სწორედ ამ იმედის გამო მდებენ ბრალს, მეფეო აგრიპა, იუდეველნი.

1პეტრე 5

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

2პეტრე 1

10. ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.

იუდა 1

3. (საპატრ. 1989)

საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ.

3. (ახ. გადამ. გამოც. 2015)

საყვარელნო! ძალიან მოწადინებული ვიყავი ჩვენს საერთო ხსნაზე მომეწერა თქვენთვის; მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე წერილობით შემეგონებინეთ, რომ იღწვოდეთ რწმენისთვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცათ.

3. (სბს - 2013)

საყვარელნო! ძალიან მონდომებული ვიყავი თქვენთვის მოსაწერად ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ვცანი მომეწერა თქვენთვის გასამხნევებლად, რომ იბრძოლოთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაეცა წმიდებს.

რომაელთა 10

2. ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად.

2. (საპატრიარქოს გამოც.)

ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად.

რომაელთა 12

8. თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.

11. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს.

რომაელთა 15

30. შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.

2კორინთელთა 7

11. რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში.

12. ასე რომ, თუკი მოგწერეთ, შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის გამო როდი მოგწერეთ, არამედ რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენს მიმართ ღვთის წინაშე.

2კორინთელთა 8

7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.

8. ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა გულმოდგინებით თქვენი სიყვარულის სიწრფელეც გამოვცადო.

12. რადგან, თუ გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.

16. და მადლობა ღმერთს, რომელიც ასეთსავე სიბეჯითეს აძლევს თქვენ მიმართ ტიტეს გულს;

22. თან წამოვაყოლეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, და ახლა უფრო მოწადინებულია, რადგან დარწმუნებულია თქვენში.

2კორინთელთა 9

2. რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი კიდეც თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის-მეთქი; ასე, რომ მრავალი წახალისდა თქვენი მოშურნეობით.

4. რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.

ეფესელთა 6

7. და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს.

ფილიპელთა 2

20. ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოაზრე, მასავით მუყაითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.

კოლასელთა 4

13. მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის.

1თესალონიკელთა 4

11. გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენს მიერ გემცნოთ,

2ტიმოთე 1

17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.

ტიტე 3

8. სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის.