3.48.25 Одним взглядом простой человек сияет от Бога

Исход 34:29,30,35.И когда сходил Моисей с горы Синая,и две скрижали откровения были в руке у Моисея при сошествии его с горы,то Моисей не знал,что лице его стало сиять лучами от того,что Бог говорил с ним.

И увидел Моисея Аарон и все сыны Израилевы,и вот,лице его сияет,и боялись подойти к нему.

И видели сыны Израилевы,что сияет лице Моисеево,и Моисей опять полагал покрывало на лице свое,доколе не входил говорить с Ним.

***

Цветной витраж

Маленькая девочка в церкви долго разглядывала цветной витраж,сиявший под лучами солнечного света.Потом она воскликнула:"Я поняла кто такие христиане:это люди,которые сияют светом Христовым".

Пусть свет Христов светит чрез всех вас,ныне и присно и во веки веков.Аминь.

(Архиепископ Павел (Салибо),Австралийский и Новозеландский)

3.48.25 ერთი შეხედვით უბრალო ადამიანი გამოსცემს ღვთიურ უჩვეულო ბრწყინვალებას

ბრწყინვალეა სიტყვასიტყვით:

- მოსეს სახე ღმერთთან შეხვედრით გამ.34,29.30.35

- ქრისტეს სახე ფერისცვალებისას მათ.17,2

- სტეფანეს სახე ქადაგებისას საქ.6,15

.

სახეს აბრწყინებს:

- უფლის შეცნობა ფს.33,5; 2კორ.3,7-13.18

- შეძენილი სიბრძნე იგავ.4,9

- სულების მოქცევა დან.9,3

- ლოცვა ლუკ.9,29

.

გადატანით:

- ქრისტეს პირველი მოსვლა ეს.9,2 იოან.1,4.5

- ღვთის კურთხევა რიცხ.6,25.26

- მართალთა დიდება დან.12,3 მათ.13,43

- მორწმუნეთა ცხოვრება ქვეყანაზე მათ.5,14-16 საქ.4,13

- ღვთის სიტყვა 2პეტ.1,19

- სახარების ნათელი, რომელმაც მრავალთა გულში ვერ შეაღწია 2კორ.4,4

- რწმენით განახლება 2კორ.4,6

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 34

29. სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.

30. დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.

35. ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.

რიცხვნი 6

25. უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს.

26. უფალმა მოგხედოს თავისი სახით და მშვიდობა მოგცეს!

ფსალმუნი 33

5. უმზირეთ მას და გაბრწყინდით, არასოდეს შერცხვება თქვენი სახეები.

იგავნი 4

9. თავზე მადლის შარავანდედს დაგადგამს, დიდების გვირგვინს გიბოძებს”.

ესაია 9

2. დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.

დანიელი 12

3. გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი - ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.

მათე 5

14. თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

15. არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.

16. ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

მათე 13

43. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!

მათე 17

2. და ფერი იცვალა მათ წინაშე: მზესავით გაბრწყინდა მისი სახე, ხოლო მისი ტანისამოსი სინათლესავით გასპეტაკდა.

ლუკა 9

29. როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა, ხოლო მისი სამოსელი მოელვარე და სპეტაკი გახდა.

იოანე 1

4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.

5. სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

საქმეები 4

13. ხედავდნენ პეტრესა და იოანეს გაბედულებას; იმასაც მიხვდნენ, რომ უწიგნური და მდაბიო ადამიანები იყვნენ და გაუკვირდათ; თან იცნეს, რომ იესოსთან ერთად იყვნენ.

საქმეები 6

15. და ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, უყურებდა სტეფანეს და ხედავდა მის სახეს, როგორც ანგელოზისას.

2პეტრე 1

19. ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.

2კორინთელთა 3

7. ხოლო ქვაზე ასოებით გამოსახული სიკვდილის მსახურება თუ იმდენად დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახისთვის თვალის გასწორება მასზე გადმოსული დიდების გამო,

8. რამდენად უფრო დიადი იქნება სულის მსახურების დიდება?

9. რადგან, თუ მსჯავრის მსახურება დიდებაა, რამდენად უფრო აღმატებული იქნება დიდებით გამართლების მსახურება?

10. რადგან ის, რაც ამრიგად იყო განდიდებული, ვეღარ ჩაითვლება დიდებულად ამ აღმატებულ დიდებასთან შედარებით.

11. ვინაიდან, თუ გარდამავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი აქვს დიდება მას, რაც რჩება.

12. ამიტომ, რაკი ასეთი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ.

13. და არა როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ ისრაელიანებს გარდამავალი დიდების დასასრულისათვის არ ემზირათ.

18. ჩვენ კი ყველანი, რიდეახდილი სახის მსგავსად ვხედავთ უფლის დიდებას, ვუმზერთ რა სარკეში ამ ხატებას და გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.

2კორინთელთა 4

4. ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.

6. ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, სინათლე გამობრწყინებულიყო ბნელიდან, ჩვენი გულებიც გაანათა; რათა მოეცა ღვთის დიდების შემეცნების სინათლე, რომელიც ქრისტეს სახეზეა.

__თემაზე წერდნენ__

***

ხედვიდა ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსა ზეცისა ანგელოზისასა.

__ ლეონტი მროველი __

***

ინგლისში იყო ცნობილი მქადაგებელი ფ.მაიერი. ახალგაზრდობაში მას თავს გადახდა ასეთი შემთხვევა. მწვანე მინდორზე მიმავალმა დაინახა რაღაც მბრწყინავი ბალახებში. მოინდომა გაეგო რა იყო. მივიდა და ნახა, რომ კაშკაშებდა თურმე შუშის ნამსხვრევი. როცა მან ხელში აიღო, მას ყოველგვარი მომხიბვლელობა დაეკარგა. მაშინ დადო იმავე ადგილას და ისევ ისე აკაშკაშდა. რატომ ხდებოდა ასე? როცა შუშა იდო ბალახებში, მზის სხივები ეცემოდა საჭირო კუთხით და გამოსცემდა ბრწყინვალებას.

ასევეა თითოეული კაციც. თავისთავად იგი სხვა არაფერია თუ არა შუშის ნამსხვრევი, მაგრამ როდესაც ღმერთი იწყებს მადლით განათებას, მაშინ იგი იწყებს ბრწყინვას ქვეყნიური ცხოვრების ბნელში.

__ იაკობ ლევენი __

***

ვისაც გული სუფთა აქვს, იმას სახეც უბრწყინავს.

__ კატონი __

__მიქელანჯელოს “მოსე”__

მზერაში უცხო სიბრძნის სხივია, მოკვდავი ვერც კი ახსნის უბრალოდ.

მოსე თუ ასე ღვთაებრივია, შენ რაღა უნდა იყო, უფალო.

და, აჰა, მოსემ აღმართა კვერთხი . . . ამ დროს ან შიშობ ან გელოცება

მოსეს რომ კვერთხად ღვთის ხელი ეპყრა, შენიშნეს მხოლოდ ანგელოზებმა.

მუხლზე ეცემა ხალხი დევნილი და სულს იბრუნებს ციურ მანანით

და კვერთხის წვერზე ბრმა ფრინველივით თვლემს ჰორიზონტი და ქანაანი.

ეს რა ძალაა ან რა სულია სათნოების თუ რისხვის მფრქვეველი?

ერთ არსებაში მოქცეულია ჯოჯოხეთი და სასუფეველი.

ნახევრად ღმერთი, თანაც ტყის კაცი, ზებუნებრივი, თანაც ველური:

შემწყნარებელი თავის სიმკაცრით და შეწყნარებით გამკაცრებული.

შემზარავია მისი დუმილი, იდუმალია და აუხსნელი,

მრავლისმთქმელია მისი დუმილი, მაგიურია და მომნუსხველი.

დუმილით გიმზერს და უცნაურად სულის კუნჭულებს გითვალიერებს.

ის, რაც სავსეა, როდი ხმაურობს, ხმაურობს მხოლოდ სიცარიელე.

წინასწარმეტყველს თუ ესიზმრება მესიის სიბრძნე და გზა ახალი?

მომავლის დიდი კატაკლიზმები და უსასრულო გარდასახვანი?

კვერთხში მარხია ღვთის ნებისყოფა ყოვლის აღმდგენი და შემმუსვრელი,

სტიქიონების მარადისობა, მოკვდავის სულში შემოუსვლელი.

__ შოთა ნიშნიანიძე __

-----------------------------

მიქელანჯელოს "მოსე" - სახე ახლო პლანში