2.13.37 Жизнь будущего никак не будеть похож на земнего

2.13.37 მომავალი ცხოვრება არანაირად არ იქნება ამქვეყნიურის მსგავსი

1კორინთელთა 2

9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“.

__თემაზე წერდნენ__

***

მომავალ ცხოვრებაში ჩვენ სხვა სამყარო გველოდება, სადაც ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

ნესტიან, ვიწრო და ბნელ საპყრობილედან ოდნავ განათებულ ოთახში რომ გამოგვიყვანონ, შემდეგ კი, იქიდან – ქვეყნიერების უვრცეს, მზის ნათელზე უფრო მეტად გაბრწყინებულ პალატებში. აი, მაშინ შეიძლება ცოტაოდენ მაინც სწორი შეხედულება მივიღოთ იმ სამი სამკვიდრებლის შესახებ, რომლებიც ადამიანისთვის არის განსაზღვრული: დედის მუცლის, ამა ქვეყნისა და ცათა სასუფევლის შესახებ, მომავალში რომ მოგველის. ცხრა თვეს დავყოფ ჩვენს პირველ სამკვიდრებელში, 50, 60 ან ცოტათი ამაზე მეტ წელს – მეორეში, ამქვეყნად, ხოლო მესამეში – ჭეშმარიტ, საუკუნო დაუსრულებელ ცხოვრებას ვიღებთ, რადგან მაშინ მარადიულობაში შევდგამთ ფეხს.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

რა ზომითაც მზის სხივთა აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითაც და გაცილებით უფრო მეტადაც, მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

მომავალ საუკუნეში, ცათა შინა, ღმერთის სასუფეველში მყოფი წმიდანები ერთმანეთს მიმართავენ შინაგანი სიტყვით, რომელიც სულიწმიდის მიერ წარმოითქმება.

__ წმ. გრიგოლ სინაელი __

***

მომავალ საუკუნეში, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმიდა ადამიანები არასდროს არ შეწყვეტენ ნიჭთა წარმარტებულ გამრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს.

__ წმ. გრიგოლ სინაელი __

***

მომავალ საუკუნეში, ცათა სასუფეველში მყოფ ყველა წმიდა ადამიანს განმღრთოების განსაზღვრული ხარისხი ექნება შეძენილი იმ ზომით, რა ზომითაც ამჟამად, აწინდელ ქვეყნიურ ცხოვრებაშია იგი სრულყოფილი სულიერ განწმედასა და ზრდაში.

__ წმ. გრიგოლ სინაელი __