4.12.17 Проповедь

4.12.17 ქადაგება, ხარება

სახარების:

- აუცილებელია 1კორ.9,16

- უსასყიდლოდ 1კორ.9,18

- ყველას კოლ.1,23

- ერთია სახარება გალ.1,8

- რომლის ცენტრშიცაა ჯვარცმული ქრისტე 1კორ.1,23

- ვერ ირწმუნებენ ქადაგების გარეშე რომ.10,14.15

.

სხვადასხვა რეაქციები:

- მიღება ლუკ.11,32

- უარყოფა 2პეტ.2,5

- უსარგებლოდ დარჩენილი ებრ.4,2

- დამახინჯება გალ.1,6-9

- პირმოთნე ფლპ.1,15-18

- ქადაგების უგუნურება 1კორ.1,18-21

- დაცინვა საქ.17,18.19

- ქადაგების არ შერცხვენა რომ.1,15.16

.

ქადაგების ბიბლიური მაგალითები:

- ერთერთი ყველაზე გრძელი საქ.20,7

- ქრისტეს მთის ქადაგება მათეს 5-7 თავები

.

ბიბლიის მუხლები

ლუკა 11

32. ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით; და აჰა, აქ არის იონაზე დიდი”.

საქმეები 17

18. ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.

19. მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: "შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?

საქმეები 20

7. კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შევიკრიბეთ, პავლე ელაპარაკებოდა მათ და რაკი მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, შუაღამემდე გაუგრძელდა სიტყვა.

2პეტრე 2

5. არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;

რომაელთა 1

15. ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.

16. ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.

რომაელთა 10

14. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?

15. და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: "რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!”

1კორინთელთა 1

18. ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.

19. რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ.

20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?

21. და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.

23. ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის - უგუნურებას,

1კორინთელთა 9

16. ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა; და ვაი მე, თუ არ ვახარებ.

18. მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.

გალატელთა 1

6. მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით.

7. თუმცაღა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.

8. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, წყეულიმც იყოს იგი.

9. როგორც უკვე ვთქვით, ახლა კიდევ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ არა ის, რაც მიიღეთ, წყეულიმც იყოს.

ფილიპელთა 1

15. თუმცა ზოგიერთი შურითა და ჯიბრით, ზოგი კი კეთილი განზრახვით ქადაგებს ქრისტეს.

16. ერთნი სიყვარულით, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული,

17. მეორენი კი ჯიბრით, არაწმიდად ქადაგებენ ქრისტეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ჭირს მიუმატებენ ჩემს ბორკილებს.

18. მერედა რა? პირმოთნეობით იქნება თუ გულწრფელად, ქრისტე იქადაგება და ეს არის ჩემი სიხარული.

კოლასელთა 1

23. ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების იმედს, რომელიც ისმინეთ და ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.

ებრაელთა 4

2. რადგან კი გვეხარა, როგორც მათ, მაგრამ მოსმენილ სიტყვას სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან მსმენელთა რწმენას არ შეერწყა.

__თემაზე წერდნენ__

***

სახარებიდან აღარავის მოჰყავს ციტატები: დღეს კარგად რომ იქადაგო, თითქმის არაფერი უნდა იცოდე.

__ ლაბრუიერი __