3.36.8. Пост с обетованием

Иоил.1,14; 2,15

.

И приготовил им

большой обед, и они

ели и пили. И отпустил

их, и пошли к государю

своему. И не ходили

более те полчища

Сирийские в землю

Израилеву. (4-я Царств 6,30).

Вострубите трубою

на Сионе, назначьте

пост и объявите

торжественное

собрание. (Иоиль 2, 15)

3.36.8. მარხულობა აღთქმით

იოვ.1,[14]; 2,[15]

ბიბლიის მუხლები

იოველი 1

14. დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ.

იოველი 2

15. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა.

__თემაზე წერდნენ__

***

დღესა ერთსა, ვიყავ რაი იორდანეს, მოვიდა ჩემდა კოშკებისა მონასტერსა, რამეთუ მუნ ვიყოფვოდე, და მრქვა მე: [ხუცესმა პეტრე პონტიელმა]:

- ყავ სიყვარული ღმრთისათვის, ძმაო თევდორე, და წარმოგვალე ჩემ თანა მთასსა სინასა ლოცვად, რამეთუ ესე აღმითქვამს ღმრთისა, რაითა წარვიდე მე მუნ.

ხოლო მე ვერ ურჩ ვექმენ ბერსა, არამედ ვარქუ მას:

- გვალე და წარვიდეთ.

და ვითარცა წიაღვხედით წმიდასა იორდანესა, მრქვა მე ბერმან:

- ძმაო თევდორე, მოვედ და აღვითქვნეთ მატანიით, რაითა არარაისა საზრდელისა გემოი ვიხილოთ ვიდრე შესლვადმდე ჩვენდა მთად სინად.

ხოლო მე მიუგე და ვარქუ მას:

- ჭეშმარიტსა გეტყვი, მამაო, ვითარმედ, მე ვერ შემძლებელ ვარ ამას ყოფად.

ხოლო ბერმან მარტოდ მატანია ყო, რაითა არარაისა გემოი იხილოს ვიდრე მიწევნადმდე მთასა სინასა, და ყო ეგრე. და ვითარცა მივიწიენით ჩვენ სინად, ეზიარა ბერი წმიდასა საიდუმლოსა და მიიღო საზრდელი. და მიერ წარვედით ჩვენ ალექსანდრიად, მინაწმიდად. და ვიდრე მიწევნადმდე მუნ არარაისა გემოი იხილა, ვიდრემდის ეზიარა მინაწმიდას, და მოიღო საზრდელი. და მინაწმიდით წარვედით იერუსალეიმდ, და არარაი ჭამა, ვიდრემდის ეზიარა იგი წმიდასა შინა აღდგომასა, და მაშინ მიიღო საზრდელი.

და ამას ყოველსა გზათა სიგრძესა და სიძნელესა ბერმან სამგზის მიიღო საზრდელი – მთასა სინასა და მინაწმიდასა და იერუსალიმს.

__ ლეონტი მროველი __