4.22.12 Распри, разногласия, ереси

"Дела плоти известны; они суть: ...нечистота вражда, ссоры, соперничество, гнев,распри, разногласия, (соблазны), ереси."

(Гал. 5,19-20).

4.22.12 უთანხმოება, განხეთქილება, დაყოფა, მწვალებლობა, ერესი

ეკლესიაში დაყოფანი

- ერთის მხრივ კარგია აზრთა სხვადასხვაობა გამოცდილთა გამოსაჩენად 1კორ.11,18.19

- მეორეს მხრივ უთანხმოება ხორცის საქმეა და უნდა მოვერიდოთ, მწვალებლობად რომ არ იქცეს გალ.5,19.20

- ვინც ქრისტეს სახარებისგან განსხვავებულად ასწავლის ამპარტავანია და იწვევს ფუჭ დავა-კამათს 1ტიმ.6,3-5

.

ბიბლიაში ნახსენები მწვალებლობები:

- მკვდრების ან მკვდართა მაგიერ ნათლობა 1კორ.15,29

- ნიკოლაელთა სექტა ასწავლიდა ზნეობრივ თავაშვებულობას გმცხ.2,6-16

.

რელიგიურ-პოლიტიკური ჯგუფები - ფარისევლები, მწიგნობრები, რჯულის მცოდნეები, სადუკეველები ასე ხასიათდებიან:

- პრეტენზია აქვთ ხსნაზე მათ.3,7

- აქვთ ნაწილობრივი სიმართლე მათ.5,20; 22,23 საქ.23,6-10

- წინააღმდეგობრივი და არალოგიკური აზროვნება მათ.12,24,28 იოან.9,16

- არ არიან ხელმწიფების მქონენი სწავლებაში მათ.7,29

- არღვევენ ღმერთის მცნებებს გადმოცემების გამო მათ.15,3.9

- აბრკოლებთ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება მათ.15,12-14

- ეძიებენ სასწაულებს და ნიშნებს, არიან დამოკიდებულნი ხილულზე მათ.16,1

- მაცდურნი და გამომცდელნი მათ.22,35

- თვალთმაქცნი მათ.23,6.7.13.23 ლუკ.16,15

- ჩვეულებებისა და გადმოცემების მოშურნე დამცველნი მარ.7,3 ლუკ.5,33; 18,12

- სულიერად ბრმები იოან.3,10

- გაბრაზებულნი ღვთის სიტყვის გამავრცელებლებზე საქ.4,1.2; 5,17; 24,5.12-16

(ამ ისტორიული ჯგუფების ეს დახასიათება ნიშნეულია დღევანდელ ეკლესიაშიც, რადგან სწორედ მათზე მყარდებოდა ფუნდამენტალიზმი)

.

ყოფილ მწვალებლებს ეკლესიაში შემოაქვთ თავიანთი აზრები საქ.15,5.6

- არიან ცრუმოძღვარნი 2პეტ.2,1-3

- ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან 1იოან.2,18-20

- თუ ვნახავთ, რომ სახარებას ეწინააღმდეგება მათი სიტყვები, ნუ მივიღებთ 2იან.1,9-11 გალ.1,6-9

.

პოსტბიბლიურ პერიოდში ეკლესიაში შეიჭრა:

- გარდაცვლილთა ცოდვების მიტევებისთვის ლოცვები და შესაწირავების მიტანა არაკანონიკური წიგნის საფუძველზე 2მაკაბ.12,39-45

- იუდაისტური წესჩვეულებები

- ნეოპლატონიზმი

- გნოსტიციზმი

- არიანელობა (განკვეთილ იქნა)

- წარმართობის სახეცვლილი ფორმები

- წინაპართა რწმენები

- ნაციონალიზმი

- ფილეტიზმი, მეტომეობა

- დეიზმი

- ლიბერალიზმი

და სხვა

.

ბიბლიის მუხლები

მათე 3

7. დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?

მათე 5

20. რადგან, გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე მეტი არ იქნება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეზე, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

მათე 7

29. რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.

მათე 12

24. ხოლო ეს რომ ფარისევლებმა გაიგეს, თქვეს: „ნამდვილად ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის, ძალით განდევნის ეშმაკებს.“

25. იესო მიხვდა მათ ფიქრებს და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გათიშული, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაითიშება თავის თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს.

26. და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გათიშულა და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?

27. თუ მე ბელზებულით განვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვისით განდევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.

28. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი.

მათე 15

3. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემის გამო?

9. ამაოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, თითქოს მოძღვრება იყოს.’“

12. მაშინ მოვიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: „იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენამ დააბრკოლა?“

13. მან კი მიუგო და უთხრა: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემს ზეციერ მამას არ დაურგავს, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.

14. მოეშვით მათ: ისინი ბრმათა ბრმა წინამძღოლები არიან. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.“

მათე 16

1. მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.

მათე 22

23. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:

34. ფარისევლებმა რომ გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.

35. ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:

36. "მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?”

მათე 23

6. უყვართ სერობებზე სათავეში ჯდომა და წინა ადგილებზე – სინაგოგებში,

7. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა მიმართონ მათ: ‘რაბი!’

13. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სამეფოს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც სხვა შემავალთ უშვებთ.

23. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და ძირას მეათედს და მიატოვეთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია რჯულში – სამართალი, წყალობა და რწმენა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ.

მარკოზი 7

3. ხოლო ფარისეველნი და იუდეველნი ისე არ ჭამენ საჭმელს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი და ასე იცავენ უხუცესთა გადმოცემას;

ლუკა 5

33. მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც; შენები კი ჭამენ და სვამენ.“

ლუკა 16

15. და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები, რადგან, რაც კაცთა შორის აღმატებულია, ღმერთის წინაშე სისაძაგლეა.

ლუკა 18

12. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.

იოანე 3

10. მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და არ იცი ეს?

იოანე 9

16. თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: „ეს კაცი არ არის ღმერთისაგან, რაკი შაბათს არ იცავს.“ სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებდა ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება.

საქმეები 4

1. როდესაც ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის უფროსი და სადუკეველნი,

2. გაბრაზებულნი იმის გამო, რომ ისინი ასწავლიდნენ ხალხს და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.

საქმეები 5

17. აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.

საქმეები 15

5. მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.

6. შეიკრიბნენ მოციქულნი და უხუცესნი ამ საკითხის გასარჩევად.

საქმეები 23

6. პავლემ იცოდა, რომ ერთ მხარეს სადუკეველნი იყვნენ, და მეორეზე კი ფარისეველნი და დაიძახა სინედრიონში: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე, და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვისჯები.“

7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა, და გაიყო კრებული,

8. რადგან სადუკეველნი ამბობენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სული, ფარისევლები კი ერთსაც აღიარებენ და მეორესაც.

9. და ატყდა დიდი ხმაური, წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან, დაობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ. ეგებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას. ღმერთს ნუ ვებრძვით!“

10. ხოლო რაკი დიდი შფოთი ატყდა, ათასისთავს შეეშინდა, რომ არ გაეგლიჯათ პავლე და ჯარისკაცებს უბრძანა, ჩასულიყვნენ, გამოეტაცათ იგი მათგან და ბანაკში წაეყვანათ.

საქმეები 24

5. ჩვენ ეს კაცი მავნებლად, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზარეველთა სექტის წინამძღოლად ვცანით,

12. არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, არც სინაგოგაში და არც ქალაქში.

13. შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა მდებენ ბრალს.

14. იმას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს, და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებმა დაწერეს.

15. და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.

16. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ყველაფერში უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.

2პეტრე 2

1. მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.

2. მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.

3. ანგარებით, მაცდური სიტყვებით გამოგიყენებენ საკუთარ თა­ვზე მსჯავრის დასატეხად; არ დააგვიანებს მათი განკითხვა და არ თვლემს მათი დაღუპვა.

1იოანე 2

18. ყმაწვილნო! უკანასკნელი ჟამია და როგორც გესმათ, რომ მოდის ანტიქრისტე, და უკვე მრავალი ანტიქრისტეა აღმდგარი; ამით ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.

19. ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.

20. თქვენ კი გაქვთ ცხებულება წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.

2იოანე 1

9. ყველას, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არა ჰყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.

10. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, სახლში ნუ მიიღებთ და ნურც მიესალმებით მას.

11. რადგან ვინც მას მიესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა.

1კორინთელთა 11

18. რადგან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფანია თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა.

19. თუმცა აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი.

1კორინთელთა 15

29. თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?

გალატელთა 1

6. მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით.

7. თუმცაღა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.

8. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, წყეულიმც იყოს იგი.

9. როგორც უკვე ვთქვით, ახლა კიდევ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ არა ის, რაც მიიღეთ, წყეულიმც იყოს.

გალატელთა 5

19. ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება,

20. კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა,

1ტიმოთე 6

3. ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებსა და ღვთისმოსაობის სწავლებას,

4. ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,

5. ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.

გამოცხადება 2

6. მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.