1.1.118 Дверь

Быт.4,7 Исх.12,7 Суд.4,20 Неем.3,1-6 Матф.24,33; 25,10 Ин.10,7.9 Деян.5,19; 14,27 Иак.5,9; 2Кор.2,12 Отк.3,20

=1.1.118 კარი

სიტყვასიტყვით:

- სახლის შესასვლელის გამ.12,7

- კარვის მსაჯ.4,20

- ქალაქის შესასვლელებში ნეემ.3,1-6

- საპყრობილის საქ.5,19

.

გადატანითი აზრით:

- ქრისტე იოან.10,7.9

- მისი მეორედ მოსვლის სიახლოვე მათ.24,33

- მადლის დღის დასასრული მათ.25,10

- წარმართების ჩართვა ხსნის გეგმაში საქ.14,27

- ცოდვით შეპყრობილი გული დაბ.4,7

- მოახლოებული სამსჯავრო იაკ.5,9

- შესაძლებლობა 2კორ.2,12

- ღმერთისგან მოწოდება გმცხ.3,20

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4

7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.

გამოსვლა 12

7. აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.

მსაჯულნი 4

20. უთხრა სისარამ: კარვის კართან დადექი, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, მიუგე არა-თქო.

ნეემია 3

1. ადგნენ მღვდელმთავარი ელიაშიბი და მისი ძმანი, მღვდლები და ააშენეს ცხვრის კარიბჭე; წმიდა ჰყვეს იგი, კარი ჩაუყენეს და წმიდა ჰყვეს მეას გოდოლამდე და ხანანელის გოდოლამდე.

მათე 24

33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.

მათე 25

10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.

იოანე 10

7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

საქმეები 5

19. მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:

საქმეები 14

27. ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.

იაკობი 5

9. ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას.

2კორინთელთა 2

12. ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, - თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, -

გამოცხადება 3

20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან.