1.2.71 Воззрит Бог на землю

Быт.6,5-8.12; 7,1; 18,20.21 Пс.13,2; 32,13-15; 52,3 Пр.15,3; 3Езд.3,8.9

1.2.71 გადმოხედავს ღმერთი ქვეყანას

- და იხილავს კაცთა საქმეებს ფს.13,2; 32,13-15; 52,3 იგავ.15,3

 

- მათ უკეთურებას დაბ.6,5-8.[12]: 18,20.21: 3ეზრ.3,8.9

 

- იხილავს მართლებს და ყველას საკადრისს მიაგებს დაბ.7,1

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 6

5. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.

6. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.

7. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.

8. მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.

12. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.

 

დაბადება 7

1 და უთხრა უფალმა ნოეს: “შედი შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში.

 

დაბადება 18

20 თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.

21 ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.

 

ფსალმუნი 13

2. უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.

 

ფსალმუნი 32

13. ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.

14. თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.

15. მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.

 

ფსალმუნი 52

3. ღმერთი ციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ არა ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.

 

იგავნი 15

3. ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.

 

3ეზრა 3

8. დადიოდა ყოველი ხალხი თავის ნებაზე და საოცრებებს სჩადიოდა შენს წინაშე და შეიძულა შენი მცნებები.

9. იმ დროს რომ მოუვლინე წარღვნა წუთისოფლის მკვიდრებს და ამოწყვიტე ისინი.