3.50.10. Двоедушный с раздвоенным сердцем, служащий двум господам

Иисн.24,14.15; 3цар.18,21; 4цар.17,33.41 Сир.2,12 Ис.29,13 Ос.10,2 Матф.6,24 Лук.16,13  Иак.1,[8]; 4,8

3.50.10. ორგული, ორჭოფი, გაორებული სული, ორი ბატონის მსახური

იესნ.24,14.15; 3მფ.18,21; 4ფ.17,33.41 ზირაქ.2,12 ეს.29,13 ოს.10,2 მათ.6,24 ლუკ.16,13 იაკ.1,[8]; 4,8

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 24

14. ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; მოიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში; უფალს ემსახურეთ.

15. და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ - ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.

3მეფეთა 18

21. მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.

4მეფეთა 17

33. უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ, იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.

41. ეს ხალხები უფალსაც ესავდნენ და კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. როგორც მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილთაშვილები.

ზირაქი 2

12. ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს, ორი გზით მავალთ!

ესაია 29

13. თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება,

ოსია 10

2. ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს.

მათე 6

24. არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

ლუკა 16

13. არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.

იაკობი 1

8. ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.

იაკობი 4

8. მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო.

__თემაზე წერდნენ__

***

როგორც შეუძლებელია ერთი თვალით ზეცას შეჰყურებდე, მეორეთი კი მიწას - ასევე შეუძლებელია ზრუნავდე ერთდროულად ზეციურსა და მიწიერზე.

__ წმ. აბბა ისაია __

***

არა მგონია ქვეყნად ეჭვიანობაზე დამამცირებელი ტანჯვა არსებობდეს. ის ჩვენს სულს ავსებს საზიზღარი სურათებით.

__ ფრანსი __

***

ორგუნებობა, ყოყმანი, გუნების ცვლა, გაორება.

ქართლური თქმა 

__ გ. შატბერაშვილი __

***

რწმენა და ჰოროსკოპი? მღვდელი და კარატე? ჯვარი და მკითხაობა? - ისეთი რაღაცრაღაც მახსენდება კიდევ, მტრისას... ორი ბატონის მსახურებითაა გართული ბევრი.

__ მირზა ბადიაური __