3.29.2. Заклятие, анафема

Быт.3,14.17; 4,11; 9,25; 27,29; 49,7 Лев.27,21.28.29 Чис.18,14; 21,[2.3]; 22,6; 24,9 Вт.7,26; 13,15.17; 21,23; 27,15-26 Иисн.6,17.18.26; 7,1.11-15; 9,23; 22,20 Суд.5,23; 9,20.57; 11,30-36; 21,18; 1цар.14,24.26-32.41-45; 15,21; 2цар.19,22; 3цар.20,42 Иов.3,1-11; 24,18 Пс.36,22; 118,21 Ис.65,20 Иер.11,3; 17,5; 20,14.15; 44,22 Иез.44,29 Мих.6,10 Мал.3,9 Матф.21,19-21 Мар.11,21 Лук.13,6.7; 17,6 Ин.7,49 Деян.13,8-12; 1Кор.12,3; 16,22 Гал.3,10 Евр.6,8 Отк.22,3

3.29.2. დარისხება, დაწყევლა, შეჩვენება, ანათემა

- დარისხებული უფლისაა რიცხ.21,[2]; 1მფ.15,21

- უფლისგან დარისხებული უნდა მოკვდეს იესნ.7,12.13; 3მფ.20,42 ფს.36,22

- უფლისთვის დარისხება - აღთქმის დადება საკუთარი საბადებლის მიმართ: ადამიანის, პირუტყვის, ყანის. დარისხებული არ გამოისყიდებოდა, უნდა მომკვდარიყო ლევ.27,21.28.29 რიცხ.18,14 მსაჯ.11,30-36

- გამოყენება არ შეიძლება იესნ.6,18; 7,1.11.15; 22,20 მიქ.6,10

- საკვებად გამოყენება შეეძლოთ მღვდლებს ეზეკ.44,29

 

დაწყევლილია:

- დასაბამიერი გველი, სატანა დაბ.3,14

- შეცოდებისგან დაიწყევლა ქვეყანა დაბ.3,17 იერ.44,22

- კაცის მკვლელი დაბ.4,11 რჯ.27,4.25

- მშობლის უპატიომყოფელი დაბ.9,25 რჯ.27,15.16

- ღვთის ხალხის მაწყევარი დაბ.27,29 რიცხ.24,9; 2მფ.19,22

- ნაწინასწარმეტყველები წყევლა დაბ.49,7

- ხელში ჩაგდებული ქალაქები რიცხ.21,[2.3] რჯ.13,15 იესნ.6,17.26 

- სისაძაგლე რჯ.7,26; 13,17

- ხეზე ჩამოკიდებული რჯ.21,23

- მეზობლის სამანის გადამწევი რჯ.27,17

- ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი რჯ.27,18

- მდგმურის და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი რჯ.27,19

- პირუტყვთან მწოლი რჯ.27,21

- ინცესტის ჩამდენი რჯ.27,20.22.23

- კერპის მკეთებელი რჯ.27,25

- რჯულის სიტყვების არშემსრულებელი რჯ.27,26 იერ.11,3 გალ.3,10

- ცრუ იესნ.9,23 მალ.3,9

- ვინც არ გამოვიდა უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად მსაჯ.5,23

- ვინც აღთქმულს გატეხს 1მფ.14,24.26-32.41-45

- საკუთარი გაჩენის დღე იობ.3,1-11 იერ.20,14.15

- ბოროტეულნი, ცოდვილნი იობ.24,18 ეს.65,20

- ამპარტავანნი ფს.118,21

- კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას იერ.17,5

- უნაყოფო ლეღვი მათ.21,19.21 მარ.11,21 ლუკ.13,6.7; 17,6 

- რჯულის უცოდინარი ხალხი ინ.7,49

- სარწმუნოებისგან მიმქცევი საქ.13,8-12

- ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე 1კორ.16,22

- ნარ-ეკლის აღმომცენებელი ებრ.6,8

 

- დაფიცებულ წყევლაზე შემოვლითი გზით უარის თქმა მსაჯ.21,18

 

- წყევლის მოწევა მსაჯ.9,20.57

 

- ღვთის ხალხი დალოცვილია და ვერავინ დასწყევლის რიცხ.22,6

- ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო 1კორ.12,3

- ცათა სასუფეველში არაფერი არ იქნება დაწყევლილი გმცხ.22,3

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.

17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.

დაბადება 4

11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.

დაბადება 9

24 გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.

25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!

დაბადება 27

29. გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!

დაბადება 49

7. წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!

ლევიტელთა 27

21. როცა ყანა გასულია ზეიმის წელს, ის უფლის წმიდაა, როგორც დარისხებული ყანა; მღვდლის საკუთრება უნდა იყოს

28. ოღონდ ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა, თავისი საბადებლიდან - ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრილი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა.

29. ყოველი დარისხებული, რაც ადამიანმა დაარისხა, არ გამოისყიდება; უნდა მოკვდეს.

რიცხვთა 18

14. ყოველი დარისხებული ისრაელში შენ გეკუთვნის.

რიცხვთა 21

2. აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: თუ ხელში ჩამაგდებინებ ამ ხალხს, დავარისხებ მათ ქალაქებს.

3. უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი).

რიცხვთა 22

6. ახლა, მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია.

რიცხვთა 24

9. ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს? დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი.

მეორე რჯული 7

26. არ შეიტანო სისაძაგლე შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. გეზიზღებოდეს და გძაგდეს, რადგან დარისხებულია იგი. 

მეორე რჯული 13

15. მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მისი საქონელიც მახვილით დახოცე.

17. დარისხებულს არაფერს მიეწებოს შენი ხელი, რომ დაცხრეს უფლის რისხვა, წყალობა მოგცეს, შეგინდოს და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას,

მეორე რჯული 21

23. ღამე ხეზე არ უნდა დარჩეს მისი გვამი, არამედ იმდღესვე დამარხე, რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული. ნუ გააუწმიდურებ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს წილად. 

მეორე რჯული 27

15. წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

16. წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

17. წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

18. წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

19. წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

20. წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!

21. წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

22. წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

23. წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

24. წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

25. წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!

26. წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ! 

იესო ნავეს ძე 6

17. უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა.

18. ოღონდ თქვენ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.

26. მაშინ დაიფიცა იესომ: წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს.

იესო ნავეს ძე 7

1. ხელჰყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე.

იესო ნავეს ძე 9

23. დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!

იესო ნავეს ძე 22

20. განა აქან ზარახის ძე არ იყო, დარისხებულს რომ შეჰბედა? მაგრამ რისხვა ისრაელის მთელს საზოგადოებას დაატყდა თავს. მარტო ის არ მომკვდარა მისი დანაშაულის გამო.

მსაჯულთა 5

23. დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად!

მსაჯულთა 9

20. არადა, ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი: ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი!

მსაჯულთა 11

30. ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს,

31. როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.

32. წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი.

33. სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ-კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს.

34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი.

35. როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას.

36. უთხრა ასულმა: მამაჩემო! რაკი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს, ყამონიანებს.

მსაჯულთა 21

18. მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებდი, რადგან ფიცი დასდეს ისრაელიანებმა და თქვეს: წყეული იყოს, ვინც ქალი მისცეს ბენიამინს.

1მეფეთა 14

24. გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის.

1მეფეთა 15

21. ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა - დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში.

2მეფეთა 19

22. მიუგო აბიშაი ცერუიას ძემ და თქვა: ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?

3მეფეთა 20

42. უთხრა წინასწარმეტყველმა: ასე ამბობს უფალი: რაკი ხელიდან გაუშვი ჩემგან დარისხებული კაცი, იყოს შენი სიცოცხლე მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი მისი ხალხის წილ!

იობი 3

1. მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე.

იობი 24

18. მსუბუქად წაიღებს მათ წყალი; დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, არავინ გაუხვევს ვენახებისკენ.

ფსალმუნი 36

22. რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.

ფსალმუნი 118

21. შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.

ესაია 65

20. არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება.

იერემია 11

3. უთხარი მათ, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეული იყოს კაცი, ვინც არ გაიგონებს ამ აღთქმის სიტყვებს,

იერემია 17

5. ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.

იერემია 20

14. წყეული იყოს დღე, როცა დავიბადე! დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!

15. წყეული იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ვაჟი შეგეძინაო! (რაზომი იყო მისი სიხარული!)

იერემია 44

22. აღარ შეეძლო უფალს მოეთმინა თქვენი ავი საქმეები და სისაძაგლენი, რასაც სჩადიოდით, და შეიქნა თქვენი ქვეყანა უდაბური, გატიალებული, დაწყევლილი და უკაცრიელი, როგორც დღეს არის.

ეზეკიელი 44

29. ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.

მიქა 6

10. თუ არის კიდევ ბოროტეულის სახლში ბოროტეული განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი?

მალაქია 3

9. წყევლითა ხართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ხალხი.

მათე 21

19. დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე.

20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე?

21. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.

მარკოზი 11

21. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.

ლუკა 13

6. და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. 

7. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს.

ლუკა 17

6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ.

იოანე 7

49. მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია.

საქმე 13

8. მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული.

9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას

10. და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?

11. აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.

12. როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.

1კორინთელთა 12

3. ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.

1კორინთელთა 16

22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!

გალატელთა 3

10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“.

ებრაელთა 6

8. ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.

გამოცხადება 22

3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.