2.11 1. Узнать, о чём, думают в сердце своем

- скажу, что у тебя на сердце 1Цар.9,19

- Господь знает 1Пар.28,9 Пс.138,2 Ис.66,18 Иез.38,10 Матф.9,4; 12,25 Мар.8,17 Лук.5,[22]; 24,38 Иоан.4,29; 8,6 Отк.2,23

- кто узнает сердце? Иер.17,9

- пророчество выдает тайни сердца Деян.5,3; 1Кор.14,24.25 

- Дух Святой проницает все 1Кор.2,10-16

- отсутствуя телом, но присустствуя у вас духом 1Кор.5,3.4 Кол.2,5

- слово Божие проникает до разделения души и духа Евр.4,12.13

-

И отвечал Самуил Саулу, и сказал: я прозорливец, иди впереди меня на высоту; и вы будете обедать со мною сегодня, и отпущу тебя утром, и все, что у тебя на сердце,скажу тебе; (1-я Царств 9.19)

Сердце знает горе души своей, и в радость его не вмешается чужой. (Прит.14,10).

Лукаво сердце человеческое более всего и крайне испорчено; кто узнает его? (Иер.17,9) Иисус, уразумев помышления их, сказал им в ответ: что вы помышляете в сердцах ваших? (Лука 5,22).

пойдите, посмотрите Человека, Который сказал мне все, что я сделала: не Он ли Христос?(Иоан.4,29)

А нам Бог открыл это Духом Своим; ибо Дух все проницает, и глубины Божии.

11 Ибо кто из человеков знает, что в человеке, кроме духа человеческого, живущего в нем? Так и Божьего никто не знает, кроме Духа Божия.

12 Но мы приняли не духа мира сего, а Духа от Бога, дабы знать дарованное нам от Бога,

13 что и возвещаем не от человеческой мудрости изученными словами, но изученными от Духа Святаго, соображая духовное с духовным.

14 Душевный человек не принимает того, что от Духа Божия, потому что он почитает это безумием; и не может разуметь, потому что о сем надобно судить духовно.

15 Но духовный судит о всем, а о нем судить никто не может.

16 Ибо кто познал ум Господень, чтобы мог судить его? А мы имеем ум Христов.(1Кор.2,10-16).

А я, отсутствуя телом, но присутствуя у вас духом, уже решил, как бы находясь у вас: сделавшего такое дело,

4 в собрании вашем во имя Господа нашего Иисуса Христа, обще с моим духом, силою Господа нашего Иисуса Христа,(1-я Кор.5,3.4,

Но когда все пророчествуют, и войдет кто неверующий или незнающий, то он всеми обличается, всеми судится.

25 И таким образом тайны сердца его обнаруживаются, и он падет ниц, поклонится Богу и скажет: истинно с вами Бог. (1-я Кор.14,24.25)

ибо хотя я и отсутствую телом, но духом нахожусь с вами, радуясь и видя ваше благоустройство и твердость веры вашей во Христа.(Кол.2,5).

Ибо слово Божие живо и действенно и острее всякого меча обоюдоострого: оно проникает до разделения души и духа, составов и мозгов, и судит помышления и намерения сердечные.

13 И нет твари, сокровенной от Него, но все обнажено и открыто перед очами Его: Ему дадим отчет. (Евр.4,12.13).

2.11.1 გულთამხილავობა, გამოცნობა მისი, რასაც ფიქრობენ გულში

- გეტყვი, რაც გაქვს გულში 1მფ.9,19

- უფალი გულთამხილავია 1ნეშ.28,9 ფს.138,2 ეს.66,18 ეზეკ.38,10 მათ.9,4; 12,25 მარ.8,17 ლუკ.5,[22]; 24,38 ინ.4,29; 8,6 გმცხ.2,23

- ვინ შეიცნობს გულს? იერ.17,9 

- წინასწარმეტყველება ამჟღავნებს გულის საიდუმლოს საქ.5,3; 1კორ.14,24.25 

- სული წმიდა ყოველივეს იკვლევს 1კორ.2,10-16

- შორს ვარ, მაგრამ თქვენთან ვარ სულით 1კორ.5,3.4,, კოლ.2,5 

- ღვთის სიტყვა განიკითხავს გულის ზრახებს და აზრებს ებრ.4,12.13 

ბიბლიის მუხლები

 

1მეფეთა 9

19. მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: მე ვარ მისანი. წამომყევი გორაკზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს, ხოლო დილას კი გაგიშვებ. ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს

1ნეშტთა 28

9. ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.

ფსალმუნნი 138

2. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.

ესაია 66

18. რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.

იერემია 17

9. უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას? 

ეზეკიელი 38

10. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს ფიქრები აღგეძრება გულში და ავ ზრახვებს განიზრახავ,

მათე 9

4. ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?

მათე 12

25. მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.

მარკოზი 8

17. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული?

ლუკა 5

22. მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში?

ლუკა 24

38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში?

იოანე 4

29. მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?

 იოანე 8 

6. ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.

საქმე 5

3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?

1კორინთელთა 2

10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.

11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.

12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.

13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.

14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.

15. ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება.

16. რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.

1კორინთელთა 5

3. ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს.

4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -

1კორინთელთა 14

24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს. 

25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.

კოლასელთა 2

5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.

ებრაელთა 4

12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.

13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.

გამოცხადება 2

23. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს.