3.50.17 Прелюбодеяние, блуд

Быт.19,31; 34,2; 38,2.15.16; 39,7 Исх.20,14; 34,15.16 Лев.19,29; 20,10; 21,7.9.14 Чис.25,6-8 Вт.23,17.18 Иисн.2,1 Суд.11,1; 16,1; 19,1-3; 1цар.2,22; 2цар.11,4; 12,13.14; 13,1 Пр.2,19; 5,3.8.10; 6,26; 7,7-10.12.27; 9,14-18; 23,27.28; 29,3; 30,20 Иер.3,3.8 Иез.23,40 Ос.1,2; 4,2.10-15.18 Ам.2,7 Матф.5,28.32; 14,3.4; 19,9 Ин.4,17.18; 8,3-11 Рим.7,3; 1Кор.5,1.2; 6,9.11; 2Кор.12,21 Гал.5,19 Евр.13,4 Отк.17,1; 21,8

--

Не должно быть блудницы из дочерей Израилевых и не должно быть блудника из сынов Израилевых.

Не вноси платы блудницы и цены пса в дом Господа Бога твоего ни по какому обету, ибо то и другое есть мерзость пред Господом Богом твоим. (Втор. 23, 17.18).

---

***

«Блуд» — любые незаконные половые отношения

Матфея 5:32 — греч. πορνεία (порни́а); лат. fornicatio (форника́цио)

Греческое слово порни́а многозначно. В труде «Греческо-английский лексикон Нового Завета и другой ранней христианской литературы» к слову порни́а приводятся такие значения, как «проституция, распущенность, блуд, любые незаконные половые отношения» («A Greek-English Lexicon of the New Testament and Other Early Christian Literature», В. Бауэр [W. Bauer], 2-е английское изд. Ф. В. Гингрича [F. W. Gingrich] и Ф. У. Данкера [F. W. Danker], Чикаго — Лондон, 1979, с. 693).

В «Теологическом словаре Нового Завета» («Theological Dictionary of the New Testament», т. VI) на с. 592 в связи со словами Иисуса из Матфея 5:32 и 19:9 отмечается, что «πορνεία [порни́а] относится к внебрачным отношениям». Из этого следует, что понятие порни́а употребляется в Писании по отношению к тем, кто состоит в браке. В том же словаре на с. 594 приводится Эфесянам 5:3, 5 и говорится, что Павел «осознает, что не у каждого есть дар воздержания, 1 К. 7:7. Чтобы защитить себя от такого греха, как блуд, [холостому] мужчине, у которого этого [дара воздержания] нет, следует вступить в законный брак, руководствуясь указаниями Бога, 1 К. 7:2». Таким образом, понятие порни́а употребляется в Писании и по отношению к не состоящим в браке людям, которые вовлекаются в незаконные половые связи и действия. (Смотрите 1 Коринфянам 6:9.)

Б. Ф. Весткотт (B. F. Westcott), один из редакторов греческого текста Весткотта — Хорта, в своем труде «Послание святого Павла к Эфесянам» ссылается на разные значения слова порни́а в Писании, говоря в примечании к Эфесянам 5:3: «Это общее понятие применимо ко всем незаконным половым отношениям: 1) прелюбодеяние: Ос. ii. 2, 4 (LXX.); Матф. v. 32; xix. 9; 2) незаконный брак, I Кор. v. I; 3) блуд в обычном понимании, как здесь [Эфесянам 5:3]» («Saint Paul’s Epistle to the Ephesians», Лондон—Нью-Йорк, 1906, с. 76). Выражение «в обычном понимании», очевидно, относится к современному, ограниченному значению, которое подразумевает только не состоящих в браке.

Помимо этого буквального значения в некоторых местах Христианских Греческих Писаний порни́а имеет символическое значение. Об этом значении в труде Ф. Зорела («Lexicon Graecum Novi Testamenti», F. Zorell, 3-е изд., 1961, колонка 1106) в статье порни́а говорится следующее: «Полное или частичное отступничество от истинной веры, измена единому истинному Богу Яхве ради поклонения чужеземным богам [4Цр 9:22; Иер 3:2, 9; Ос 6:10 и т.д., поскольку союз Бога с его народом считался своего рода духовным супружеством]: Отк 14:8; 17:2, 4; 18:3; 19:2». (Скобки и курсив автора.— Ред.; 4Цр в LXX соответствует 2 Царей в масоретском тексте.)

В греческом тексте слово порни́а встречается в следующих 25 местах: Матфея 5:32; 15:19; 19:9; Марка 7:21; Иоанна 8:41; Деяниях 15:20, 29; 21:25; 1 Коринфянам 5:1, 1; 6:13, 18; 7:2; 2 Коринфянам 12:21; Галатам 5:19; Эфесянам 5:3; Колоссянам 3:5; 1 Фессалоникийцам 4:3; Откровении 2:21; 9:21; 14:8; 17:2, 4; 18:3; 19:2.

Родственный глагол порнэ́во, переданный в «Переводе нового мира» выражениями «заниматься блудом» и «совершать блуд», встречается в следующих 8 местах: 1 Коринфянам 6:18; 10:8, 8; Откровении 2:14, 20; 17:2; 18:3, 9.

Родственный глагол экпорнэ́во, переданный в «Переводе нового мира» выражением «без меры предаться блуду», встречается один раз, в Иуды 7.

Родственное существительное по́рни, переданное в «Переводе нового мира» словом «блудница», встречается в следующих 12 местах: Матфея 21:31, 32; Луки 15:30; 1 Коринфянам 6:15, 16; Евреям 11:31; Иакова 2:25; Откровении 17:1, 5, 15, 16; 19:2.

Родственное существительное по́рнос, переданное в «Переводе нового мира» словом «блудник», встречается в следующих 10 местах: 1 Коринфянам 5:9, 10, 11; 6:9; Эфесянам 5:5; 1 Тимофею 1:10; Евреям 12:16; 13:4; Откровении 21:8; 22:15. В труде Х. Лиддела и Р. Скотта «Греческо-английский лексикон» это слово определяется как «мальчик на содержании у педераста, гомосексуалист, блудник, идолопоклонник» («A Greek-English Lexicon», H. Liddell и R. Scott, 1968, с. 1450).

3.50.17 სიძვა და მრუშობა

სიძვა - დაუქორწინებელი ქალ-ვაჟის სქესობრივი კავშირი

მრუშობა - სქესობრივი კავშირი ცოლისა სხვა კაცთან ან ქმრისა სხვა ქალთან

-

მეძავის დამახასიათებელი თვისებები:

- მაცდური იგავ.5,3

- ჩასაფრებული იგავ.7,12; 23,27.28

- გამომწვევი იგავ.9,14-18

- უსირცხვილო, უზნეო იგავ.30,20 იერ.3,3; 2კორ.12,21

- მორთული და შეღებილი ეზეკ.23,40

-

მეძავის მადევარი:

- უკავშირდება კერპთაყვანისმცემლობას გამ.34,15.16

- მიდის სიკვდილთან, ჩადის ჯოჯოხეთში იგავ.2,19; 7,27 გმცხ.21,8

- ქონებას ანიავებს იგავ.5,10; 6,26; 29,3

- უგუნურია იგავ.7,7-23

- მიდის განდგომილებამდე იერ.3,8

- ირყვნება ქვეყანა ოს.4,2

- სულიერად გზააბნეულია ოს.4,10-18

- ბღალავს უფლის სახელს ამ.2,7

- ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს, ღმერთი გაასამართლებს 1კორ.6,9 ებრ.13,4

-

დამოკიდებულება სიძვის და მრუშობისადმი:

- აკრძალულია რჯულით გამ.20,14 რჯ.5,18; 23,17.18

- აკრძალულია ღვთის ხალხში ლევ.19,29

- არ დაქორწინდეს მათზე ღმერთისადმი მიძღვნილი ლევ.21,7.14 მათ.5,32; 19,9

- ისჯებოდა ლევ.20,10; 21,9

- მორიდება მათგან იგავ.5,8.20

- დაუშვებელია გულშიც კი მათ.5,28

- განსაზღვრება პავლეს მიერ რომ.7,3

- ურთიერთობა იკრძალება, ხდება განკვეთა 1კორ.5,1-13

- ხორცის საქმედ განიხილება გალ.5,19

-

მაგალითები:

- ლოტის ასულები დაბ.19,31-38

- შექემი დაბ.34,2

- იუდა დაბ.38,2-24

- თამარი დაბ.38,13-20

- ბოტიფარის ცოლი დაბ.39,7-20

- მიდიანელი ქალი რიცხ.25,6-8

- რახაბი იესნ.2,1-21

- იფთახის დედა მსაჯ.11,1

- სამსონი დადიოდა მსაჯ.16,1

- ელის ვაჟები 1მფ.2,22

- ბათშებაყი 2მფ.11,4

- ყამნონი 2მფ.13,1-20

- ოსიას ცოლი ოს.1,2

- ჰეროდიადა მათ.14,3.4

- სამარიელი ქალი იოან.4,17.18

- სახელით მოუხსენიებელი ქალი იოან.8,3-11

- დიდი მეძავი გმცხ.17,1-18

-

პატიება:

- ქმრისგან მსაჯ.19,1-3

- მონანიებით 2მფ.12,7-14

- ქრისტეს მიერ იოან.8,3-11

- განახლებით 1კორ.6,11

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

31. უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.

დაბადება 34

2. დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.

დაბადება 38

2. და ნახა იქ იუდამ ვინმე ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან.

15. ქალი რომ დაინახა იუდამ, მეძავად მიიჩნია, რადგან სახე პირბადით ჰქონდა დაფარული.

16. მიუბრუნდა და ჰკითხა: "შემომიშვებ შენთან?” არ იცოდა, რომ რძალი იყო მისი. უთხრა ქალმა: "რას მომცემ, რომ შემოგიშვა?”

დაბადება 39

7. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: "დაწექი ჩემთან”.

გამოსვლა 20

14. არ იმრუშო.

გამოსვლა 34

15. კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.

16. მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.

ლევიანნი 19

29. ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აივსოს მრუშობით.

ლევიანნი 20

10. თუ იმრუშებს ვინმე ქმრიან ქალთან, თავისი მოყვასის ცოლთან, უსათუოდ მოკვდნენ მრუში მამაკაცი და მრუში დედაკაცი.

ლევიანნი 21

7. მეძავი და წაბილწული არ ითხოვონ ცოლად, ასევე განქორწინებული თავისი ქმრისაგან, რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისთვის.

9. თუ რომელიმე მღვდლის ასული მრუშობით შეიბღალავს თავს, ამით მამამისსაც შებღალავს, ცეცხლში დაიწვას იგი.

14. ქვრივი, ქმარგაყრილი ან წაბილწული მეძავი არ შეირთოს; მხოლოდ ქალწული შეირთოს ცოლად თავისი ხალხიდან.

რიცხვნი 25

6. და აჰა, მოვიდა ერთი ისრაელის ძეთაგანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი თემის თვალწინ, როცა მოთქვამდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.

7. დაინახა ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, წამოდგა შუაგულ კრებულში და შუბი აიღო ხელში.

8. მიყვა ისრაელიანის კვალს მის კარვამდე და ორივე განგმირა შუბით, ისრაელიანი და ქალი - მუცელში; და შეწყდა ისრაელის ძეთა მოსრვა.

მეორე რჯული 23

17. ნუ იქნება მეძავი ისრაელის ასულთაგან და ისრაელის ძეთაგან.

18. არავითარი აღთქმისთვის არ შეიტანო მრუშის გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთის წინაშე.

იესო ნავეს ძე 2

1. ორი მსტოვარი გაგზავნა ფარულად იეშუა ნავეს ძემ შიტიმიდან და უთხრა მათ: "წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხო”. წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავი ქალის, სახელად რახაბის სახლში და იქ გაათიეს ღამე.

მსაჯულნი 11

1. მამაცი კაცი იყო გილყადელი იფთახი, მეძავი ქალის ძე იყო და გილყადმა შვა იფთახი.

მსაჯულნი 16

1. ჩავიდა სამსონი ღაზაში, ნახა იქ ერთი მეძავი ქალი და შევიდა მასთან.

მსაჯულნი 19

1. იმ დღეებში, როცა მეფე არ ჰყავდა ისრაელს, ერთი ლევიანი ხიზნობდა ეფრემის მთის ფერდობზე; და ხარჭა მოიყვანა თავისთვის, იუდას ბეთლემიდან.

2. მაგრამ იმრუშა მისმა ხარჭამ, განშორდა და წავიდა მამის სახლში - იუდას ბეთლემში და იყო იქ ოთხი თვე.

3. ადგა მისი ქმარი და გაჰყვა მის კვალს, რათა გულითადად დალაპარაკებოდა და დაებრუნებინა თავისთან. თან მსახური და წყვილი სახედარი ახლდა. ქალმა მამის სახლში შეიყვანა. დაინახა იგი ყმაწვილქალის მამამ და სიხარულით შეეგება.

1მეფეთა 2

22. ძალზე მოხუცდა ელი. გაგებული ჰქონდა ყველაფერი, როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმათ ცოლებთან, ვინც სადღესასწაულო კარვის კართან სამსახურს სწევდა.

2მეფეთა 11

4. მოციქულები გაგზავნა დავითმა და წამოაყვანინა ქალი, და როცა მოვიდა ქალი, დაწვა მასთან დავითი. განიწმიდა თავისი უწმიდურებისგან და დაბრუნდა ქალი თავის სახლში.

2მეფეთა 12

13. და უთხრა დავითმა ნათანს: "შევცოდე უფალს”. უთხრა ნათანმა: "უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!

14. მაგრამ, რადგან ამ საქმით გმობის საბაბი მიეცი უფლის მტრებს, ძე, რომელიც შეგეძინა, მოკვდება”.

2მეფეთა 13

1. ამის შემდეგ იყო: ლამაზი და ჰყავდა დავითის ძეს, აბესალომს, თამარი ერქვა სახელად. და შეუყვარდა იგი ყამნონს, დავითის ძეს.

იგავნი 2

19. უკან არავინ ბრუნდება მასთან შემსვლელთაგან და ვეღარ დგება სიცოცხლის ბილიკებზე.

იგავნი 5

3. რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი.

8. შორს იყოს მისგან შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები,

10. შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი - უცხოტომელისა.

20. შვილო, რად უნდა გატყვევებდეს უცხო ქალი და ეხვეოდე მკერდს უცხოტომელისას?

იგავნი 6

26. რადგან მეძავი ქალის გამოა ლუკმა პურამდე რომ მათხოვრდებიან; სხვისი ცოლი კი შენს ძვირფას სულზე ნადირობს.

იგავნი 7

7. და დავინახე გულუბრყვილონი, ვაჟებს შორის უგუნური ყმაწვილი შევამჩნიე.

8. ქუჩაზე გადამავალი, ქალის სახლის კუთხესთან; მისი სახლის გზას დაადგა,

9. შებინდებულზე, შუაღამესა და წყვდიადში.

10. და აი, მეძავივით შემოსილი ქალი გამოეგება, ცბიერი გულით;

12. ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე, ყოველ კუთხეში საფრდება;

27. მისი სახლი ქვესკნელის გზაა, მკვდართა სამყოფელში ჩამავალი.

იგავნი 9

14. დაჯდება თავისი სახლის ზღურბლზე, ქალაქის ამაღლებულ, საპატიო ადგილებზე,

15. რათა მოუხმოს გამვლელთ, თავის გზაზე მდგომთ:

16. "ვინც გულუბრყვილოა, აქეთ გადმოუხვიოს”. გონიერებას მოკლებულთ კი ეუბნება:

17. "ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია ჩუმად შეჭმული პური”.

18. არც კი იციან, რომ მკვდრები არიან იქ, შავეთის ჯურღმულებში - მის მიერ ხმობილნი.

იგავნი 23

27. ვინაიდან ღრმა ორმოა მეძავი და ვიწრო ჭა - უცხო ქალი.

28. ყაჩაღივითაა ჩასაფრებული და კაცთა შორის ორგულებს ამრავლებს.

იგავნი 29

3. სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს, მეძავთა მადევარი - ქონებას ანიავებს.

იგავნი 30

20. მრუში ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის - არაფერი დამიშავებიაო!

იერემია 3

3. ამიტომ, შეკავდა წვიმები, არც ნაგვიანევად გაწვიმებულა. შენ კი მეძავის შუბლი გქონდა, უკუაგდე სირცხვილი.

8. დაინახა, რომ განდგომილი ისრაელი მეძავობის გამო გავუშვი და გაყრის წერილი მივეცი, მაინც არ შეშინდა მისი მოღალატე და იუდა, წავიდა და ისიც მეძავობდა.

ეზეკიელი 23

40. ამას გარდა, შორეულ ქვეყნებში აგზავნიდნენ მოციქულებს, რათა კაცები მოსულიყვნენ შენთან. და, აჰა, მოდიოდნენ კიდეც ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკაულებით იმკობდი თავს.

ოსია 1

2. როცა იწყო უფალმა ოსიას პირით ლაპარაკი, უთხრა ოსიას: "წადი, მოიყვანე ცოლად გარყვნილი ქალი და იყოლიე გარყვნილების შვილები; რადგან საშინელი მრუშობით გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს”.

ოსია 4

2. ცრუ ფიცი, მკვლელობა, ქურდობა და მრუშობა გახშირდა; სისხლის ღვრა სისხლის ღვრას მოსდევს.

10. შეჭამენ და ვერ გაძღებიან, იმრუშებენ და ვერ გამრავლდებიან, ვინაიდან მიატოვეს უფლის სამსხვერპლო.

11. სიძვამ, ღვინომ და მაჭარმა წარიტაცა მათი გული.

12. ჩემი ხალხი ხეს ეკითხება რჩევას და ჯოხი აძლევს პასუხს, რადგან აცდუნა ისინი სიძვის სულმა და იმრუშეს თავისი ღვთისგან განდგომით.

13. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და მაღლობებზე უკმევენ მუხის, ალვისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამოა მათი ჩრდილი; ამიტომ იმეძავებენ თქვენი ასულნი და იმრუშებენ თქვენი საპატარძლონი.

14. არ მოვკითხო თქვენს ასულებს, რომ მეძავობენ და თქვენს საპატარძლოთ, რომ მრუშობენ? თქვენც მათთან ერთად ხართ და ტაძრის მეძავებთან ერთად სწირავთ მსხვერპლს; უმეცარი, მიუხვედრელი ხალხი კი იღუპება!

15. აკი მეძავობ, ისრაელ! იუდა მაინც ნუ შესცოდავს! ნუ მიხვალ გილგალს და ნუ ახვალ ბეთ-ავენში! ნუ დაიფიცებ, ცოცხალიაო უფალი!

18. მჟავეა მათი სასმელი - მრუშობენ, მათმა მთავრებმა მეტად შეიყვარეს უზნეობა.

ამოსი 2

7. თავზე მიწის მტვერს აყრიან უმწეოთ და გზას უმრუდებენ ჩაგრულთ; მამა-შვილი ერთ ქალთან შედის, რათა შებღალონ ჩემი წმიდა სახელი!

მათე 5

28. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

32. მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.

მათე 14

3. რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო.

4. ვინაიდან იოანე ეუბნებოდა, ნებადართული არ არისო შენთვის მისი ყოლა.

მათე 19

9. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.

იოანე 4

17. დედაკაცმა მიუგო: "ქმარი არა მყავს”. იესომ უთხრა: "მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო,

18. რადგან ხუთი ქმარი გყავდა; ხოლო ის, ვინც ახლა გყავს, არც ის არის შენი ქმარი. ეს მართალი თქვი”.

იოანე 8

3. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.

4. უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;

5. მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”

6. ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.

7. რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”

8. მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.

9. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.

10. წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”

11. ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.

რომაელთა 7

3. ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცის გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება.

1კორინთელთა 5

1. საერთოდ კი ხმა დადის, რომ სიძვაა თქვენში, თანაც ისეთი, რომლის მსგავსი წარმართებშიც არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი შეურთავს.

2. თქვენ კი ქედმაღლობთ, იმის ნაცვლად, რომ იგლოვოთ და მოიკვეთოთ ასეთი საქმის ჩამდენი.

1კორინთელთა 6

9. განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,

11. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო

2კორინთელთა 12

21. რათა კვლავ რომ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენს წინაშე და არ ვიგლოვო მრავალნი, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რასაც სჩადიოდნენ.

გალატელთა 5

19. ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,

ებრაელთა 13

4. ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი - შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.

გამოცხადება 17

1. მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს.

გამოცხადება 21

8. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.