3.42.10 Работа и вера

Слова подтверждаетса делом. /Роберт Браун/

3.42.10 საქმიანობა რწმენით

დაბ.2,15; 21,22 გამ.12,28.50; 18,19 მათ.14,28-31 ლუკ.5,6 იოან.6,29; 15,4

ბიბლიის მუხლები

ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ.

დაბ. 21,22; გამ. 18,19

და წავიდნენ და გააკეთეს ისრაელის ძეთ. როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს. ისე გააკეთეს.

გამ. 12,28.50

პეტრემ უთხრა . . . უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ. მან კი უთხრა: მოდი! პეტრეც გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ მიაბიჯებდა, რათა იესოსთან მისულიყო. მაგრამ ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა იწყო და იყვირა: უფალო, მიხსენი მე! იესომ იმწამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ.

მათ. 14,28-31

ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ.

ლუკ.5,6

ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ.

იოან. 6,29

უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.

იოან. 15,5

__თემაზე წერდნენ__

***

სათნოება ქმნისა – სიბრძნეს მიელტვის.

სათნოება მოქმედებისა – სიმშვიდეს მიელტვის.

__ ლაო-ძი __

***

თავიდან ცოტათი მაინც რომ დავატანოთ ძალა თავს, შემდეგ ყველაფრის იოლად და სიხარულით კეთებას შევძლებთ.

__ წმ. ნილოს სინელი __

***

ყველაფერი ისე აკეთე და ყველაზე იმგვარად იფიქრე, რომ ღმერთს სათნო-ეყო; ხოლო თუ არ იქმ არს და არ ისურვებ, ღმერთს სათნო-ეყო, ყველა შენი საქმე დაკარგავს თავის ღირებულებას.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

უეჭველია, რომ ღმერთი უმჯობესად განაგებს ჩვენს ცხოვრებასა და საქმეებს, ისე, როგორადაც ჩვენ თვითონ ვერასოდეს ვერ განვაგებდით.

__ წმ. ბასილი დიდი __

***

სულიწმიდის საღმრთო მადლი ქრისტეს მორწმუნე ყოველ ადამიანს მოენიჭება არა მის მიერ მოქმედებულ რაღაც კეთილ საქმეთა თუ რომელიმე სათნოების გამო, - ასე რომ ყოფილიყო, ეს – მადლი და ღვთის წყალობა კი არ იქნებოდა, არამედ ოდენ საზღაური, შესრულებული საქმისათვის მიგებული გასამრჯელო! – არამედ, ოდენ რწმენისათვის! და მოენიჭება საღმრთო მადლი უწინარეს ნებისმიერი კეთილი საქმის აღსრულებისა, რათა მასზე, ვითარცა უმტკიცეს საფუძველზე, დაემყაროს ადამიანის ყველა კეთილი საქმე, ასე, რომ ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ჩვენგან და არ აღიარებს კეთილ საქმეებად არც ერთ ჩვენს საქმეს, თუკი ის სულიწმიდის შეწევნის გარეშე მოგვიმოქმედებია. ღმერთის შეუწევნელად რომ ყოფილიყო შესაძლებელი კეთილ საქმეთა მოქმედება, მაშინ იგი არც გარდამოხდებოდა ქვეყნად ჩვენი ხსნისათვის.

__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

***

კაცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს

ამ სოფელსა ხელი ჰყაროს, იქაც ბარგი დაივარგოს.

__ ვახტანგ VI __

***

შეუძლებელია სწორად მართო ქვეყანა ღმერთისა და ბიბლიის გარეშე.

__ ჯორჯ ვაშინგტონი __

***

უღვთოდ არაა, ვინც კეთილს, საქმეს იქმს შესაჯიბრებსა.

__ ვაჟა-ფშაველა __

***

მთავარია მთელი შენი არსებით მიეცე საქმეს, თუნდაც მიზანს გარკვევით ვერც კი ხედავდე. ეს მიზანი გონებისთვის არაა განკუთვნილი, იგი სულისთვისაა.

__ ეკზიუპერი __

***

შრომა ლოცვის გარეშე მონობაა, ლოცვა შრომის გარეშე – მათხოვრობაა.

__ გუძონ ტეილორი __

***

აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი იყო ყველაზე პატივცემული პიროვნება ამერიკის ისტორიაში. ლინკოლნის ცხოვრება ყველასათვის ცნობილია. დაიბადა და გაიზარდა ქოხში. იყო შეშის მჭრელი, მებუფეტე, ადვოკატი, კონგრესმენი და პრეზიდენტი. მისმა მოთმინებამ, იდეალიზმმა, ღვთისადმი რწმენამ და ჯანსაღმა აზროვნებამ აქცია აბრაამ ლინკოლნი დემოკრატიის სიმბოლოდ. ცნობილია მისი შესანიშნავი სიტყვა გეტისბურგში 1863 წელს, სადაც მან მოუწოდა ხალხს მიენდოთ მომავალი ღმერთისადმი. იგი ყოველდღე მუხლმოდრეკილი ლოცულობდა ღმერთის წინაშე.

__ იაკობ ლევენი __

***

ქრისტესადმი სიყვარული დაგვეხმარება აღვასრულოთ ნებისმიერი საქმე მისი ნებისამებრ ბოლომდე. ამ სიყვარულის გარეშე ჩვენ ბევრ საქმეს ვატოვებთ ხოლმე დაუმთავრებლად.

__ იაკობ ლევენი __

***

დაბ. 2,15 ადამიანის დანიშნულება იყო სულიერი მსახურება, რა სამუშაოსაც უნდა ასრულებდეს იგი, ეს უნდა იყოს ღმერთისადმი მსახურება.

__ ალენ პ. როსი __

***

კაცს გულიდან ამოსული ერთი ფრაზა გამოძრავებდეს და გაცოცხლებდეს. ასეთი ფრაზა ჩემთვის – იყოს ყველაფერი ისე, როგორც ღმერთს უნდა.

__ ეკა კვალიაშვილი (მომღერალი) __

***

ძლიერ ნელა მიმდის კედელი ზემოთ,

როს კი იმედის ქვებს ვინაკლისებ,

მაგრამ ოდეს რწმენის ლოდებით ვშვენდი, -

როშკი რა იყო მასთან!

__ მ.ბ. __

***

ალალ შრომას ბარაქა და ტოტებდაზნექა მოაქვს, უზრუნველობა და სინდისის სიწმინდე, სხვისი სიკეთისკენ გულწრფელი სიხარულით გახედვა და მილოცვა.

__ მ.ბ. __