3.15.11. Чтобы не торжествовали над нами враги

3.15.11. არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა

- ქართული სიმღერის ბიბლიური პირველწყარო ფს.24,2; 34,15.[19].24-27; 37,16

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 24

2. ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.

ფსალმუნი 34

15. ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.

19. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.

24. გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.

25. ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.

26. შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა.

27. იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი.

ფსალმუნი 37

17. რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.

მიქა 7

8. ნუ ხარობ ჩემზე, მტერო! რომც დავეცე, წამოვდგები, ბნელშიც რომ დავჯდე, უფალია ჩემი ნათელი!