1.6.35 Намерение - план действий, умисел

Быт.20,10; 27,41-45; 45,5-8; 48,14 Исх.10,10; 21,14 Чис.15,30; 35,20 Вт.13,10; 1цар.20,7; 23,8; 3цар.8,17-19 Езд.4,5 Неем.4,15; 6,2.6 Есф.8,3; 9,25 Иов.10,13; 17,11; 23,14; 42,2 Пс.18,13; 36,12; 39,7.8; 137,8 Пр.15,22; 19,21; 24,9 Екк.9,10 Ис.19,3; 28,21; 46,10 Иер.18,23; 30,24; 32,19; 51,29 Плач.3,60 Иез.20,14 Дан.11,25 Матф.16,21-23; 20,18-28 Лук.14,28-33; 24,26-47 Ин.19,28-30 Деян.2,23; 12,4; 14,6; 23,27 Иак.4,3.13-16; 2Пет.3,5 Рим.8,28; 9,11; 15,22-28 Еф.1,11; 3,11 Флп.1,15; 2Тим.1,9; 3,10 Отк.17,17

1.6.35 განზრახვა, ჩანაფიქრი, მოქმედების გეგმა

ღმერთის ჩანაფიქრი

- ვერაფერი დააბრკოლებს მის განზრახვას იობ.10,13; 42,2

- აღასრულებს იობ.23,14 ფს.137,8 ეს.28,21

- დასაწყისიდანვე აცხადებს დასასრულს ეს.46,10

- აღმატებულია განზრახვაში იერ.32,19

- სასჯელს ასრულებს იერ.30,24; 51,29

- იცის ადამიანთა ფიქრები იერ.18,23 გოდ.3,60

- უფრთხილდება თავის ხალხს სხვების თვალში ეზეკ.20,14

- თავისი არჩევანი აქვს რომ.8,28; 9,11

- მადლით ხსნის გეგმა ეფ.1,11; 3,11; 2ტიმ.1,9

- მისი ნების ჩადება გულში გმცხ.17,17

.

ქრისტემ

- იცოდა დასასრული იოან.19,28-30

- აუწყა მათ.20,18-28

- განმარტა ლუკ.24,26-47

- არასწორად გაიგეს მისი ნათქვამი მათ.16,21-23

- ნაწინასწარმეტყველებია ფს.39,7.8

.

ქრისტიანის

- კეთილი განზრახვით ქადაგება ფლპ.1,15

- რწმენის მაგალითს გაყოლა 2ტიმ.3,10

.

კეთილი:

- განზრახ მოქმედება დაბ.48,14

- მოსაწონი, მაგრამ არა ნებადართული 3მფ.8,17-19

- დამსხვრეული იობ.17,11

- გააკეთე, ვიდრე ცოცხალი ხარ ეკლ.9,10

- გონივრული ლუკ.14,28-33

- დაგეგმილი, მაგრამ გადადებული რომ.15,22-28

.

ბოროტი:

- ნამოქმედარის მიზნის გამოკითხვა დაბ.20,10

- მოკვლის დაბ.27,41-45 საქ.12,4; 23,27

- სიკეთედ შეცვალა ღმერთმა დაბ.45,5-8 საქ.2,23

- შეთხზული ზრახვის ბრალდება გამ.10,10 ნეემ.6,6

- განზრახ ცოდვა გამ.21,14 რიცხ.15,30; 35,20 ფს.18,13

- ღმერთისგან ჩამოცილების რჯ.13,10

- მზაკვრული 1მფ.20,7 ნეემ.6,2 ფს.36,12 დან.11,25

- შეტყობა წინასწარ 1მფ.23,8 საქ.14,6

- კეთილი განზრახვისთვის ხელის შეშლის მცდელობა ეზრ.4,5

- აცილებულ იქნა ღმერთის წინასწარ ხედვით ნეემ.4,15 ესთ.9,25

- თხოვნა ბოროტის ჩაშლის ესთ.8,3

- რჩევის გარეშე განზრახვა იშლება იგავ.15,22

- რაც არ არის ნებადართული ზეციდან იგავ.19,21 იაკ.4,13-16

- უგუნურის განზრახვა ცოდვაა იგავ.24,9

- წახდება მათი განზრახვა ეს.19,3

- ბოროტი განზრახვით თხოვნა იაკ.4,3

- განზრახ დავიწყება 2პეტ.3,5

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 20

10. უთხრა აბიმელექმა აბრაჰამს: "რა გქონდა განზრახული, ამას რომ სჩადიოდი?”

დაბადება 27

41. შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისთვის, რომლითაც მამამ აკურთხა. და თქვა გულში: "ახლოვდება მამაჩემზე გლოვის დღეები და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს”.

დაბადება 45

5. ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა.

დაბადება 48

14. გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა მენაშეს დაადო თავზე; განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა მენაშე იყო პირმშო.

გამოსვლა 10

10. უთხრა მათ ფარაონმა: "ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებთან ერთად გაგიშვათ. აჰა, ბოროტია თქვენი განზრახვა.

გამოსვლა 21

14. თუ ვინმემ ბოროტი განზრახვით, მზაკვრულად მოკლა მოყვასი, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად.

რიცხვნი 15

30. ის კი, ვინც განზრახ ბოროტმოქმედებს, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, გმობს უფალს; ასეთი კაცი მოისპოს თავისი ხალხისგან,

რიცხვნი 35

20. თუ სიძულვილით უბიძგებს კაცი ვინმეს ან განზრახ ესვრის მას რაიმეს და მოკლავს,

მეორე რჯული 13

10. ჩაქოლეთ იგი, რომ მოკვდეს; რადგან შენი ჩამოცილება ჰქონდა განზრახული უფლის, შენი ღმერთისგან, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან გამოგიყვანა.

1მეფეთა 20

7. თუ იტყვის: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა - იცოდე, ბოროტება აქვს განზრახული.

1მეფეთა 23

8. შეიტყო დავითმა საულის ბოროტი განზრახვა და უთხრა აბიათარ მღვდელს: "მოიტანე ეფოდი”.

3მეფეთა 8

17. გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.

18. მაგრამ უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: გულში გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.

19. მაგრამ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი ძე, შენი წიაღიდან გამოსული ამიშენებს!

ეზრა 4

5. მრჩევლები დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რომ განზრახვაზე ხელი აეღოთ. ასე იქცეოდნენ სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის დროს, დარიოსის, სპარსეთის მეფის გამეფებამდე.

ნეემია 4

15. როცა გაიგეს ჩვენმა მტრებმა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი განზრახვა, ჩაშალა ღმერთმა მათი გეგმები და ყველანი დავბრუნდით კედელთან, თითოეული თავის საქმეზე.

ნეემია 6

2. კაცი მომიგზავნეს სანბალატმა და გაშმუმ და შემომითვალეს: "წამო, ონოს დაბლობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთ”. განზრახული ჰქონდათ, რომ ბოროტება შეემთხვიათ ჩემთვის.

6. წერილში ეწერა: "ერებში ხმა დადის და გაშმუც ამბობს, რომ შენ და ებრაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული და კედელსაც ამიტომ აშენებ. ამავე ხმების თანახმად, მათზე გამეფება გაქვს განზრახული.

ესთერი 8

3. კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხთით და ტირილით ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის ბოროტება და მისი განზრახვა, რომელიც ებრაელთა წინააღმდეგ განიზრახა.

ესთერი 9

25. მაგრამ როცა წარსდგა ესთერი მეფის წინაშე, მან მაშინვე ბრძანა წერილობით, რომ ჰამანის ბოროტი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული მასვე დაბრუნებოდა და ძელზე ჩამოეკიდათ იგი და მისი ძენი!”

იობი 10

13. მაგრამ ამასაც ინახავდი შენს გულში, ვიცი, რომ ესეც გქონდა განზრახული:

იობი 17

11. განვლეს ჩემმა დღეებმა, დაიმსხვრა ჩემი განზრახვები და სურვილები ჩემი გულისა.

იობი 23

14. რადგან ის აღასრულებს ჩემთვის დაწესებულს და მრავალი ასეთი განზრახვა აქვს მას.

იობი 42

2. „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.

ფსალმუნი 18

13. განზრახ ცოდვებისგან დაიფარე შენი მსახური, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქნები და თავს დავაღწევ დიდ დანაშაულს.

ფსალმუნი 36

12. ავი განზრახვა აქვს ბოროტს მართლისადმი და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.

ფსალმუნი 39

7. მაშინ ვთქვი - აჰა, მოვდივარ, როგორც გრაგნილში წერია ჩემზე.

8. შენი ნების აღსრულება მწადია ღმერთო და რჯული შენი ჩემს გულშია.

ფსალმუნი 137

8. უფალი თავის განზრახვას აღასრულებს ჩემზე; უფალო, მარადიულია წყალობა შენი. ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს.

იგავნი 15

22. რჩევის გარეშე განზრახვა იშლება, ბევრი მრჩევლისას კი სრულდება.

იგავნი 19

21. მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.

იგავნი 24

9. უგუნურის განზრახვა ცოდვაა და უზნეო კაცი საძაგელია ხალხისთვის.

ეკლესისტე 9

10. ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, გააკეთე შენი შეძლებისამებრ, ვინაიდან არაა საქმე, განზრახვა, ცოდნა და სიბრძნე საიქიოს, სადაც შენ მიდიხარ.

ესაია 19

3. სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;

ესაია 28

21. რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე აღდგა, შეიძრება, როგორც გაბაონის ხეობაში შეიძრა, რათა აღასრულოს თავისი განზრახვა, უჩვეულო მიზანი; შეასრულოს თავისი საქმე, საქმე - უცნაური.

ესაია 46

10. დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.

იერემია 18

23. უფალო, შენ იცი მათი ყველა ბოროტი განზრახვა ჩემ წინააღმდეგ; ნუ აპატიებ დანაშაულს, ნუ წაშლი მათ ცოდვებს შენს თვალთაგან. დაე, დაემხონ შენ წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ.

იერემია 30

24. არ შებრუნდება უფლის მგზნებარე რისხვა, ვიდრე არ აახდენს და არ აღასრულებს განზრახულს; უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.

იერემია 32

19. აღმატებულია განზრახვაში და დიდებულია საქმეებში; მისი თვალები ღიაა ადამიანის ძეთა გზების მიმართ, რათა თითოეულს თავისი გზებისა და ნამოქმედარის ნაყოფის მიხედვით მიუზღო.

იერემია 51

29. ზანზარებს და თრთის მიწა, რადგან სრულდება ბაბილონზე უფლის განზრახვა - უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა.

გოდება იერემიასი 3

60. შენ დაინახე მთელი მათი შურისძიება, ყოველი მათი განზრახვა ჩემს წინააღმდეგ!

ეზეკიელი 20

14. მაგრამ ჩემი სახელის გამო განზრახ მოვიქეცი ისე, რომ იმ ხალხთა თვალში არ შელახულიყო, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.

დანიელი 11

25. აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ლაშქრით. სამხრეთის მეფეც მრავალრიცხოვანი და ძლიერი ლაშქრით გამოვა საბრძოლველად, მაგრამ ვერ გაუმკლავდება მას, რადგან მზაკვრული განზრახვები იქნება მის წინააღმდეგ.

მათე 16

21. ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დიდად დატანჯულიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.

მათე 20

18. "აჰა, იერუსალიმში ავდივართ; და გადაეცემა ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.

ლუკა 14

28. რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოინდომოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?

ლუკა 24

26. განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?”

27. მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს.

იოანე 19

28. ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა წერილის აღსასრულებლად, თქვა: "მწყურია!”

საქმეები 2

23. იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.

საქმეები 12

4. შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.

საქმეები 14

6. შეიტყვეს მათი განზრახვა და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს შეაფარეს თავი.

საქმეები 23

27. ეს კაცი იუდევლებმა შეიპყრეს და მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული; მივედი ჯარისკაცებით და როცა გავიგე, რომ რომის მოქალაქეა, გამოვარიდე მათ.

იაკობი 4

3. ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.

13. ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;

14. თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.

15. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.

16. თქვენ კი ამპარტავნობაში ტრაბახობთ; ყოველი ასეთი ტრაბახი ბოროტებაა.

2პეტრე 3

5. ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ თავდაპირველად ცანი და დედამიწა შეიქმნა წყლისგან და წყლით ღვთის სიტყვის მეშვეობით;

რომაელთა 8

28. ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

რომაელთა 9

11. ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო;

რომაელთა 15

22. ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.

23. ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეებში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და თანაც მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,

24. ამიტომ, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.

ეფესელთა 1

11. მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს.

ეფესელთა 3

11. საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,

ფილიპელთა 1

15. თუმცა ზოგიერთი შურითა და ჯიბრით, ზოგი კი კეთილი განზრახვით ქადაგებს ქრისტეს.

2ტიმოთე 1

9. რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;

2ტიმოთე 3

10. შენ კი მე მომყვებოდი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, მოთმინებაში, სიყვარულში, გამძლეობაში,

გამოცხადება 17

17. ვინაიდან ღმერთმა ჩაუდო გულებში, რომ განახორციელონ მისი ჩანაფიქრი, აღასრულონ ერთი აზრი და მისცენ მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები.