4.15.29 Воспитание детей по христиански

И да будут слова сии, которые Я заповедую тебе сегодня, в сердце твоем. (Втор.6,6).

Если спросит у тебя сын твой в последующее время, говоря: "что значат сии уставы, постановления и законы, которые заповедал вам Господь, Бог ваш?"

То скажи сыну твоему: "рабами были мы у фараона в Египте, но Господь вывел нас из Египта рукою крепкою. (Втор.6,20.21)

Итак знай, что Господь, Бог твой, есть Бог, Бог верный, Который хранит завет [Свой] и милость к любящим Его и сохраняющим заповеди Его до тысячи родов,(Втор 7, 9).

И вспомните ныне, - ибо я говорю не с сынами вашими, которые не знают и не видели наказания Господа Бога вашего, - Его величие Его крепкую руку и высокую мышцу его,

И учите им сыновей своих, говоря о них, когда ты сидишь в доме твоем, и когда идешь дорогою, и когда ложишься, и когда встаешь;

И напиши их на косяках дома твоего и на воротах твоих, (Втор.11, 2.19.20).

Собери народ,

мужей и жен, и детей,

и пришельцев твоих, которые будут в

жилищах твоих, чтоб они слушали и учились, и чтобы боялись

Господа Бога вашего, и

старались исполнять

все слова закона сего;

И сыны их, которые

не знают сего,

услышат и научатся

бояться Господа Бога

вашего во все дни, доколе вы будете жить

на земле, в которую вы

переходите за Иордан, чтоб овладеть ею. (Bтор. 31, 12.13).

4.15.29 ბავშვები აღვზარდოთ ქრისტიანულად

დაბ.18,19 რჯლ.4,9.10; 6,6.7.9; 11,2.19.20; 31,12.13 რუთ.4,16 იგავ.1,1-4; 13,24; 22,6 საქ.22,3 ეფ.6,4 ებრ.12,5-11

ბიბლიის მუხლები

რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე.

დაბ.18,19

არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები . . . აცოდინე შენს შვილებს . . . ისწავლიან ჩემდამი შიშს.

რჯლ. 4,9.10

გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას . . . წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს.

რჯლ. 6,6.7.9

იცოდე ეს დღეს, რადგან არ ეცოდინებათ თქვენს შვილებს, რომელთაც არ უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი სიდიადე, მისი მაგარი ხელი და მოღერილი მკლავი . . . ასწავლეთ თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარიბჭეს.

რჯლ. 11,2.19.20

შეკრიბე ხალხი: კაცები, ქალები და ბავშვები, და ხიზნები, რომელნიც შენს კარიბჭეებში არიან, რომ გაიგონონ და ისწავლონ, და ეშინოდეთ უფლისა, შენი ღმერთისა, და შესასრულებლად დაიცვან ამ რჯულის ყოველი სიტყვა. და მათმა შვილებმა, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, დღენიადაგ, სანამ ცოცხლები იქნებით მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.

რჯლ. 31,12.13

და მიირქვა ნაყომიმ ყმაწვილი, კალთით ატარებდა, და გახდა მისი გამდელი.

რუთ. 4,16

იგავნი 1

1. იგავნი სოლომონისა, დავითის, ისრაელის მეფის ძისა.

2. სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად;

3. ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად;

4. გულუბრყვილოთათვის საზრიანობის, ხოლო ყმაწვილთათვის ცოდნისა და განსჯის უნარის მისაცემად.

იგავნი 13

24. წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.

იგავნი 22

6. გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.

საქმეები 22

3. "მე იუდეველი კაცი ვარ, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფეხებთან აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის ისეთივე მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს.

ეფესელთა 6

4. თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

ებრაელთა 12

5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.

6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.

7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.

9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?

10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.

__თემაზე წერდნენ__

***

აქ არის დედავ, შენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი!

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, -

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს.

__ ილია ჭავჭავაძე __

***

მე ბავშვს ისეთ რამეს არ ვასწავლი, რაც მე თვითონ არ მწამს.

__ მიხეილ ჯავახიშვილი __

***

ბავშვი ღვთის საჩუქარია. სიყვარულის ატმოსფეროში და ბიბლიური კანონებით აღზრდილი ბავშვი იქცევა სასარგებლო ადამიანად და აჩუქებს სიხარულს თავის მშობლებს.

__ ტ. ედვარდსი __

***

ბედნიერება მომავალი ბავშვისა დამოკიდებულია მისი აღზრდის სისტემაზე. ბევრმა მშობელმა განიცადა მარცხი ერეტიკული ან დამთმობი მიდგომის გამო, მაგრამ ამისგან წაგებულნი რჩებიან ბავშვები, რომლებსაც უბიძგებენ ცოდვებისა და ეგოიზმისაკენ. ქრისტიან მშობლებს აქვთ ხელში მათი აღზრდის მშვენიერი საშუალება – ეს არის ბიბლია.

__ ტ. ედვარდსი __

***

- ბიბლიას ასე კარგად საიდან იცნობთ?

- (პაპაჩემი) მტკიცე პრინციპების კაცი იყო. ერთ-ერთი ამ პრინციპთაგანი ის გახლდათ, რომ ყველა ბავშვსა და მოზრდილს ერთი მუხლი უნდა სცოდნოდა ბიბლიიდან და წყალივით ჩაერაკრაკებინა დილით, როცა სასაუზმოდ შემოვუსხდებოდით; თუ არ იცოდი, მშიერს დაგვტოვებდა; მხოლოდ მაშინ გაპატიებდნენ, თუ წახვიდოდი და სწრაფად დაიზეპირებდი (ერთი გაუთხოვარი მამიდა გვყავდა. ამ საქმეში ზემდეგის მოვალეობას ასრულებდა, იგი დამნაშავესთან ერთად ჩაიკეტედოდა ხოლმე და დააზეპირებინებდა, რათა მეტად არ დასჯილიყო). ეს მუხლი სწორი, ავთენტური უნდა ყოფილიყო. სანამ პატარები ვიყავით, სულ ერთი და იგივე მეორდებოდა, რათა კარგად დაგვესწავლა, ასე იყო ყოველ დილით, სანამ არ წამოვიზრდებოდით და ერთ დილასაც (ამ დროისთვის უკვე გაიწაფებოდი, მიაჭენებდი და საკუთარ ხმასაც არ უგდებდი ყურს, რადგან სული გვძვრებოდა ლორისა და ბივშტექსისთვის, შემწვარი წიწილისა, ტკბილი პამიდორისა და თბილ-თბილი პურისთვის), უეცრად შეამჩნევდი, რომ მოგჩერებოდა – ძალზე ლურჯი, კეთილი, ნაზი და არც თუ მკაცრი და პრინციპული თვალებით. მეორე დილით ახალ მუხლს მოგცემდა. ასე იზრდებოდი, თავდებოდა ბავშვობა და ცხოვრებაში შეაბიჯებდი.

__ ფოლკნერი __

***

არ ესიამოვნა ფოტოკორესპონდენტები რომ სულ მის ბავშვებს იღებდნენ . . . და უთხრა, თქვენც გეყოლებათ შვილები და გეცოდინებათ, რომ ზედმეტი პოპულარობა ბავშვებს არ უხდებათო, -

__ ჯონ როკფელერ-უმცროსმა __

***

მიაჩვიეთ ბავშვი, რომ სიმართლეს წმინდად იცავდეს, პატივმცემელი იყოს სხვისი საკუთრებისა, ცნობიერად შეიკავოს თავი ისეთი საქციელისაგან, რომელიც ცუდ გზაზე ატარებს – და თვითონ მოერიდება სიცრუეს, ტყუილს, ქურდობასა და ვალების აღებას.

__ ბრუგმანი __

***

სპორტი ხელს უწყობს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებას. ასწავლის იყოს თავდადებული თავისი გუნდისთვის, იმოქმედონ ერთად, მოიპოვონ პატივისცემა გუნდში, ეკლესიაში, ოჯახში. ასწავლოს გადაწყვიტონ პრობლემები ერთობლივად. იყვნენ ერთად როგორც სიხარულში, ისე მწუხარებაში. ასწავლის პატიოსნებას. დგება არჩევანის წინაშე: თქვას სიმართლე თუ მოიტყუოს.

__ კევინ ჰემი __

***

ბავშვი პირველი დღიდანვე მე-მეს გაიძახის. უნდა ვასწავლოთ იყოს მესამე: ღმერთი, მოყვასი (სხვები), თვითონ.

__ ლუიზა ქილიტაური __