4.18.25 Освобождение от клятвы

4.18.25 გათავისუფლება ფიცისგან

- ფიცში წინდაწინ ჩადებულია დაფიცებულისგან დამოუკიდებელი გარემოების გამო შეუსრულებელი ფიცისგან თავისუფლება დაბ.24,[8.41]

- ქალის აღთქმის გაუქმება მამისგან, ძმისგან ან ქმრისგან რიცხ.30,5.8

- ფიცის პირობების გაუთვალიწინებლობის გამო განთავისუფლება ფიცისგან იესნ.2,17-20

- დაფიცებულისგან ვერ გათავისუფლდნენ მიუხედავად პირობების შეცვლისა იესნ.9,15-20

- არასასურველად დადებული ფიცის პირობებიდან "გამოძრომის" მცდელობა სხვების მეშვეობით მსაჯ.21,17-21

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

8. ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან; ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე”.

41. ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ.’

რიცხვნი 30

5. მაგრამ თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და აღკვეთა არ შესრულდეს და აპატიებს მას უფალი, რადგან დაუშალა მამამისმა.

8. ხოლო თუ დაუშლის ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ გააუქმოს აღთქმა ან წამოცდენილი სიტყვა, რომელიც მასზეა, რითაც რაიმე აღიკვეთა და აპატიებს უფალი.

იესო ნავეს ძე 2

17. უთხრეს კაცებმა: "თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისაგან, რითაც დაგვაფიცე,

18. თუ არ გამოაბავ მეწამულ თოკს იმ სარკმელს, რომლიდანაც ძირს ჩაგვიშვი, როცა შემოვალთ თქვენს ქვეყანაში; მამაშენი, დედაშენი, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან შეკრიბე სახლში.

19. შენი სახლის კარიდან თითოეული გარეთ გამოსულის სისხლი მის თავზე იყოს, ჩვენ უბრალონი ვიქნებით. ხოლო ყოველი შენს სახლში მყოფის სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ შეახო ხელი.

20. თუ გათქვამ ამ ჩვენ საქმეს, მაშინ თავისუფალნი ვიქნებით შენი ფიცისგან, რომლითაც დაგვაფიცე”.

იესო ნავეს ძე 9

15. შეუთანხმდა მათ იეშუა სამშვიდობოდ და ცოცხლად დატოვების აღთქმა დაუდო; შეჰფიცეს თემის მთავრებმაც.

16. აღთქმის დადებიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ ახლოს ყოფილან და მათ სიახლოვეს ცხოვრებულან.

17. დაიძრნენ ისრაელის ძენი და მივიდნენ მესამე დღეს მათ ქალაქებში - გაბაონში, ქეფირაში, ბეეროთსა და კირიათ-იეყარიმში.

18. არ მოუსრავთ ისინი ისრაელის ძეებს, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი დაიფიცეს თემის მთავრებმა; და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე.

19. უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: "უფალი, ისრაელის ღმერთი დავიფიცეთ და ვეღარ შევეხებით.

20. აი, როგორ უნდა მოვექცეთ: ცოცხლად დავტოვოთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს ფიცის გამო, რომლითაც დავიფიცეთ”.

მსაჯულნი 21

17. და თქვეს: "მემკვიდრეობა უნდა მიეცეს გადარჩენილ ბენიამინელებს, რათა არ ამოიძირკვოს ტომი ისრაელისგან,

18. მაგრამ არ შეგვიძლია მათთვის ჩვენი ასულების მითხოვება, რადგან ფიცი გვაქვს წარმოთქმული ისრაელის ძეებს, რომ წყეულ იყოს ბენიამინისთვის ცოლის მიმცემი”.

19. თქვეს: "აჰა, უფლის დღესასწაულია ყოველ წელს შილოში, ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელიდან შექემისკენ მიმავალი გზის აღმოსავლეთით და ლებონას სამხრეთით”.

20. და უბრძანეს ბენიამინის ძეებს: "წადით და ჩასაფრდით ვენახებში.

21. უყურეთ და, აჰა, როცა დაინახავთ, რომ გამოვიდნენ შილოელი ასულები საფერხულოდ, მაშინ გამოდით ვენახებიდან, გაიტაცეთ თითოეულმა საცოლე მათგან და წადით ბენიამინის ქვეყანაში.

---------------------------

სურათზე: შილოელ ასულთა მოტაცება ბენიამინელებისგან