3.50.27 Пьянство - состояние опьянения

=3.50.27 თრობა

ბოროტება მისგან:

- ამცირებს დაბ.9,21.22

- შფოთს ატეხინებს იგავ.20,1

- აღატაკებს იგავ.23,21

- ვაის მომტანი ეს.5,22

- ბინდავს გონებას ეს.28,7

- თავაშვებულობა რომ.13,13

- ლოთებთან იდებს წილს მათ.24,49

- იკლებს სიფხიზლე 1თეს.5,6.7

- უწესრიგობა 1კორ.11,21

.

მაგალითები:

- დათრობა ბნელი საქმის ჩასადენად დაბ.19,32

- ბრძოლაში დამარცხება 3მფ.20,16-21

- ჩამოქვეითება ესთ.1,10-22

- თავგასულობა დან.5,1-4

- უძლურება ამ.4,1.2

.

სასჯელი მის გამო:

- სიკვდილი რჯ.21,20.21

- საზოგადოებისგან მოკვეთა 1კორ.5,11

- ვერ დაიმკვიდრებენ 1კორ.6,9.10

.

გადატანით:

- განადგურება ეს.49,26

- შიში სტიქიების მიმართ ფს.106,27

- უგუნურება ეს.19,14

- გზააბნეულობა ეს.28,7

- სულიერი სიბრმავე ეს.29,9

- მსოფლიო ქაოსი იერ.25,15-29

- დევნა გმცხ.17,6

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 9

21. დალია ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.

22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამამისის სიშიშვლე და შეატყობინა თავის ორ ძმას, რომლებიც კარვის გარეთ იყვნენ.

დაბადება 19

32 . მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა. [

მეორე რჯული 21

20. უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.

21. ჩაქოლოს იგი ქალაქის ყველა კაცმა და მოკვდეს; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან, მოისმენს მთელი ისრაელი და შეშინდება.

3მეფეთა 20

16. შუადღისას გამოვიდნენ, როცა თრობამდე სვამდა ბენ-ჰადადი კარავში, თავის თანამებრძოლ ოცდათორმეტ მეფესთან ერთად.

ესთერი 1

10. მეშვიდე დღეს, როცა მეფის გული ღვინით გამხიარულდა, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარსა და ქარქასს, მეფე ახაშვეროშის მომსახურე შვიდ საჭურისს,

ფსალმუნი 106

27. წრიალებენ და ირყევიან, ვითარცა მთვრალნი და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.

იგავნი 20

1. ღვინო მასხრად აგიგდებს, მაგარი სასმელი შფოთს აგატეხინებს; ვინც მათ ეტანება უგუნურია.

იგავნი 23

21. ვინაიდან გაღატაკდება ლოთი და ღორმუცელა, თვლემა კი ძონძებით შემოსავს მათ.

ესაია 5

22. ვაი ძლიერთ ღვინის სმაში და ძლევამოსილთ მის ჩამოსხმაში!

ესაია 19

14. უფალმა შეურია მაცდური სული მის წიაღში და აცდუნეს ეგვიპტე ყველა საქმეში; მთვრალივით გორაობს საკუთარ ნარწყევში.

ესაია 28

7. ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.

ესაია 29

9. შეჩერდით და გაოცდით, თავი დაიბრმავეთ და ბრმანი იყავით. მთვრალნი არიან, მაგრამ არა ღვინით, ირწევიან, თუმცა არა მაგარი სასმელისგან.

ესაია 49

26. თავისივე ხორცს შევაჭმევ შენს შემჭირვებელთ; საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ტკბილი ღვინით. შეიტყობს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალი ვარ შენი მხსნელი, და შენი გამომსყიდველი - ძლიერი იაკობისა”.

იერემია 25

15. ვინაიდან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: "აიღე, ეს თასი მრისხანების ღვინით და შეასვი ყველა ერს, ვისთანაც გაგგზავნი.

16. შესვამენ და აბობოქრდებიან, შეიშლებიან მახვილის გამო, რომელსაც მათზე დავუშვებ”.

17. ავიღე თასი უფლის ხელიდან და შევასვი ყველა ერს, ვისთანაც უფალმა გამგზავნა.

დანიელი 5

1. დიდი ნადიმი გაუმართა მეფე ბელშაცარმა თავის ათას დიდებულს და იმ ათასთან ერთად სვამდა ღვინოს.

2. იგემა რა ღვინო, ბელშაცარმა მისთვის ოქროსა და ვერცხლის იმ ჭურჭლის მოტანა ბრძანა, მამამისმა, ნაბუქოდონოსორმა რომ გამოიტანა იერუსალიმის ტაძრიდან, რათა იქიდან ესვათ მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს.

3. და მოიტანეს ოქროს ის ჭურჭელი, რომელიც იერუსალიმის ტაძრიდან, ღვთის სახლიდან იყო გამოტანილი; და იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და მისი ხარჭები.

4. ღვინოს სვამდნენ, თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს აქებდნენ.

ამოსი 4

1. ისმინეთ ეს სიტყვები, ბაშანის ფურებო, სამარიის მთაზე რომ ხართ, ღარიბთა შემავიწროებელნო, გლახაკთა მჩაგვრელნო, თქვენს ბატონებს რომ ეუბნებით: მოიტანე, დავლიოთო.

2. თავისი სიწმიდე დაიფიცა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოგეწევათ დღეები და წაგათრევენ კავებით, თქვენს ნარჩენს კი - სათევზაო ანკესებით.

მათე 24

49. და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას,

რომალთა 13

13. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,

1კორინთელთა 5

11. არამედ გწერდით, რომ არ გქონოდათ კავშირი იმათთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაინც გარყვნილია, ან ხარბია, ან კერპთაყვანისმცემელია, ან მაგინებელია, ან ლოთია, ან მტაცებელია; ასეთებთან არც კი ჭამოთ.

1კორინთელთა 6

9. განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,

10. ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს.

1კორინთელთა 11

21. რადგან თითოეული ჯერ თავის საჭმელს მიირთმევს სერობისას და ზოგი მშიერია, ზოგი კი მთვრალი.

1თესალონიკელთა 5

6. ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ.

7. ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.

გამოცხადება 17

6. და დავინახე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწმეთა სისხლით, და როცა ვიხილე, დიდად გამიკვირდა.