4.12.3. О принятии причастия

4.12.3. ზიარების მიღების შესახებ

მათ.26,26-28 მარ.14,22-24 ლუკ.22,19.20 ინ.6,50-57 საქ.2,46,, 20,7,, 1კორ.10,16-21,, 11,20-34

ბიბლიის მუხლები

მათე 26

26. და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი.

27. აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ:

28. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.

მარკოზი 14

22. ჭამისას აიღო პური იესომ, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: აიღეთ, ჭამეთ; ეს არის ჩემი ხორცი.

23. აიღო სასმისი, აკურთხა და მისცა მათ; და სვამდნენ ყველანი იმით.

24. უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული.

ლუკა 22

19. აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად.

20. აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის.

იოანე 6

50. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს.

51. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის.

52. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი?

53. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.

54. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

55. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი.

56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში.

57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით.

საქმენი მოციქულთა 2

46. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,

საქმენი მოციქულთა 20

7. კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი.

1კორინთელთა 10

16. კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა?

17. ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.

18. იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?

19. მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს?

20. არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ.

21. არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას.

1კორინთელთა 11

20. ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით.

21. რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი.

22. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.

23. რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,

24. მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად,

25. ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად.

26. ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე.

27. ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.

28. მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას.

29. რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს.

30. ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება.

31. რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი.

32. განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.

33. ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ.

34. ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.

__ამონაკრები პოსტბიბლიურ ავტორთა ნაწერებიდან__

***

ბერები ინახავდნენ წმ. ევქარისტიას და დროდადრო თავადვე ეზიარებოდნენ, ხოლო ალექსანდრიასა და ეგვიპტეში ერისკაცებიც კი ინახავდნენ მღვდლის მიერ ადრევე შეწირულ წმ. ძღვენს და საჭიროების შემთხვევაში ეზიარებოდნენ

***

წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ "სულაც არ არის საშიში, თუ ვინმე დევნულების ჟამს ახლომახლო მღვდლის არყოფნის პირობებსა და აუცილებელ შემთხვევაში საკუთარი ხელით მიიღებს ზიარებას... ალექსანდრიასა და ეგვიპტეში ყოველ მონათლულ ქრისტეანს სახლში აქვს წმიდა ძღვენი და საჭიროების შემთხვევაში თვითონ ეზიარება

***

არის შემთხვევები, როდესაც, წმ. ევქარისტიის მიღების სურვილიც კი ევქარისტიის მიღებად ეთვლება მორწმუნეს, თუ მომაკვდავია და გულმხურვალედ სურს მიიღოს ეს ღვთაებრივი საზრდელი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ჰყავს მაზიარებელი მღვდელმსახური. მაშინ ქრისტე, დამფუძნებელი საიდუმლოთა და კეთილმოსურვებათა გვირგვინმყოფელი, თავისი გამოუთქმელი მრავალმოწყალებით აღავსებს ვითარებით შექმნილ ნაკლულევანებას და წმ. ევქარისტიისგან მონიჭებულ სიკეთეს მიამადლის ამგვართ. ასეთი შემთხვევებისთვის თქვა ერთმა მოძღვარმა: "კბილებსა და კუჭს კი ნუ ამზადებ ზიარებისთვის, არამედ გწამდეს და ეზიარები"-ო. ამ სიტყვებით განამტკიცებენ მომაკვდავს (რომელსაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არა აქვს შესაძლებლობა, ეზიაროს)

***

კოსმონავტმა ე. ოლდრინმა არმსტრონგთან ერთად მთვარეზე ჩაატარა ზიარება და წაიკითხა წმ. წერილის დასაწყისი სიტყვები: “თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა”.