1.8.4. Варнава назван апостолом

Деян.11,22,, 13,3,, 14,14

Дошел слух о сем до церкви Иерусалимской, и поручили Варнаве идти в Антиохию. (Деян.11,22).

Когда они служили Господу и постились, Дух Святый сказал: отделите Мне Варнаву и Савла на дело, к которому Я призвал их. (Деян.13,2).

Но Апостолы Варнава и Павел, услышав о сем, разодрали свои одежды и, бросившись в народ, громогласно говорили: (Деян.14,14).

1.8.4. ბარნაბა იწოდა მოციქულად

(ძე ნუგეშისა)

 

- ერქვა იოსები, მოციქულები უწოდებდნენ ბარნაბას, იყო ლევიტელი, წარმომავლობით კვიპროსელი საქ.4,36

 

- გაყიდა ყანა და მოციქულების ფერხთით დადო საქ.4,37

 

- პავლე მიიყვანა მოციქულებთან საქ.9,27

 

- წარიგზავნა და დაეხმარა ანტიოქიელებს საქ.11,22-24

 

- სავლე ჩაიყვანა ანტიოქიაში ტარსოსიდან საქ.11,25

 

- ჩაიტანა შეწირულობა იერუსალიმში საქ.11,30

 

- წინასწარმეტყველებდა საქ.13,1

 

- წარგზავნილ იქნა სავლესთან ერთად სული წმიდის მიერ საქ.13,2.3

 

- იწოდა მოციქულად საქ.14,4

 

- წარმართები ზევსს უწოდებდნენ საქ.14,12

 

- ბარნაბას და პავლეს უთანხმოება მოუვიდათ იუდეველ ქრისტიანებთან საქ.15,2

 

- საქმის გასარკვევად პავლესთან ერთად გამოვიდა იერუსალიმის კრებაზე საქ.15,12

 

- კრების დადგენილების გადასაცემად ჩავიდნენ ანტიოქიაში საქ.15,22.25

 

- ანტიოქიაში ახარებს და ასწავლის საქ.15,35

 

- უთანხმოება პავლესთან იოანე-მარკოზის გამო საქ.15,36-39

 

- კარგად იხსენებს მას პავლე 1კორ.9,6

 

- ერთად არიან 14 წლის შემდეგაც გალ.2,1.9

 

- ჩაითრია იუდეველთა თვალთმაქცობამ გალ.2,13

 

ბიბლიის მუხლები

 

საქმენი მოციქულთა 4

36. ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კიპროსელმა,

37. გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო.

 

საქმენი მოციქულთა 9

27. ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით.

 

საქმენი მოციქულთა 11

22. ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა.

23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.

24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს.

25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა.

30. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.

 

საქმენი მოციქულთა 13

1. ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე.

2. უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ.

3. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს.

 

საქმენი მოციქულთა 14

4. მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი - მოციქულებს.

12. ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა.

 

საქმენი მოციქულთა 15

2. როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან.

12. დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის.

22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის.

25. ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,

35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.

36. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან.

37. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი.

38. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ.

39. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს.

 

1კორინთელთა 9

6. იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა?

 

გალატელთა 2

1. თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმს ბარნაბასთან ერთად, და თან ვიახლე ტიტეც.

9. და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.

13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.