4.8.3 Поставленный Богом служителем

И собрались против Моисея и Аарона, и сказали им: полно вам; все общество, все святы, и среди их Господь! Почему же вы ставите себя выше народа Господня? (Чис.16, 3).

Разве мало того, что ты вывел нас из земли, в которой течет молоко и мёд, чтобы погубить нас в пустыне, и ты еще хочешь властвовать над нами! (Чис.16, 13)

А если Господь сотворит необычайное, и земля разверзнет уста свои и поглотит их и все, что у них, и они живые сойдут в преисподнюю: то знайте, что люди сии презрели Господа. (Чис.16, 28.29).

Скажи сынам Израилевым, и возьми у них по жезлу от колена, от всех начальников их по коленам, двенадцать жезлов, и каждого имя напиши на жезле его.

Имя Аарона напиши на жезле Левином: ибо один жезл от начальника колена их должны они дать (Чис.17, 2.3).

И положи их в скинии собрания, пред ковчегом откровения, где являюсь Я вам.

И кого я изберу, того жезл расцветет; и так я успокою ропот сынов Израилевых, которым они ропщут на вас.

(Чис.17,4.5).

И сказал Моисей сынам Израилевым, и дали ему все начальники их, от каждого начальника по жезлу, по коленам их двенадцать жезлов, и жезл Ааронов был среди жезлов их.

И положил Моисей жезлы пред лицем Господа, в скинии откровения. (Чис.17,6.7).

На другой день вошел Моисей в скинию откровения, и вот, жезл Ааронов, от дома Левиина, расцвел, пустил почки, дал цвет и принес миндали.

И вынес Моисей все жезлы от лица Господня ко всем сынам Израилевым. И взяли каждый жезл свой. (Чис.17,8.9).

И сказал Господь Моисею: положи опять жезл Ааронов пред ковчегом откровения на сохранение, в знамение для непокорных, чтобы прекратился ропот их на меня, и они не умирали.

И сказали сыны Израилевы Моисею: вот мы умираем,... все погибаем! (Чис. 17, 10.12).

4.8.3 ღვთის ნებით დადგინებული მსახურად

რიცხ.16,2-5.28-31; 17,2-9 რჯ.34,9 მარ.3,14 იონ.21,15 საქ.13,2.3

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 16

2. და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი ისრაელიანი, თემისა და საკრებულოს მთავარნი, სახელოვანი კაცები და წინაღუდგნენ მოსეს.

3. შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: "მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე! რადგან წმიდაა მთელი თემი და უფალი მკვიდრობს მასში! რატომ აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?"

4. გაიგონა მოსემ და დაემხო პირქვე.

5. უთხრა კორახს და მთელ მის დასს: "დილით უფალი დაგვანახებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, მას დართავს მიახლოვების ნებას და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს.

28. თქვა მოსემ: "ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა ამ საქმის გასაკეთებლად და არ მიმოქმედია ჩემი ნებით.

29. თუ ესენი ჩვეულებრივი სიკვდილით მოკვდებიან და ყველა მოკვდავის ბედს გაიზიარებენ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.

30. ხოლო თუ ისეთ რამეს მოიმოქმედებს უფალი, რაც აქამდე არ მომხდარა, გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და მთელს მათ საბადებელს და ცოცხლად ჩავლენ ქვესკნელში, მაშინ გაიგეთ, რომ შეიძულეს ამ ადამიანებმა უფალი”.

31. და დაასრულა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ;

რიცხვნი 17

2. "უთხარი ისრაელის ძეთ და აიღე მათგან კვერთხები, მამისსახლიდან თითო, მამისსახლთა თითოეული მთავრისგან, სულ თორმეტი კვერთხი; და თითოეულის სახელი წააწერე მის კვერთხზე.

3. ხოლო აჰარონის სახელი ლევის კვერთხს წააწერე, რადგან ერთი კვერთხია მათი მამისსახლის მთავარისთვის.

4. და დააწყვე ისინი საკრებულო კარავში მოწმობის წინ, სადაც გეცხადებით.

5. კაცს, რომელსაც ამოვირჩევ, კვერთხი აუყვავდება და ასე დავაცხრობ ჩემს წინააღმდეგ აჯანყებულ ისრაელიანთა დრტვინვას”.

6. უთხრა მოსემ ეს ყველაფერი ისრაელის ძეთ და მისცა ყველა მთავარმა თითო კვერთხი ყოველი მამისსახლიდან, სულ თორმეტი კვერთხი; აჰარონის კვერთხიც მათ შორის იყო.

7. და აღთქმის კარავში, უფლის წინაშე დააწყო მოსემ კვერთხები.

8. შევიდა მეორე დღეს, მოსე მოწმობის კარავში და აჰა, აყვავებულა აჰარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, კვირტი გამოსცა და ნუში დამწიფდა.

9. და გამოიტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლის პირისგან ისრაელის ყოველი ძის წინაშე, იხილეს მათ და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.

მეორე რჯული 34

9. და იესო, ნავეს ძე, აღივსო სიბრძნის სულით, რადგან დაასხა მოსემ ხელები მას. და ემორჩილებოდნენ მას ისრაელის ძენი და ისე იქცეოდნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

მარკოზი 3

14. თორმეტნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი,

იოანე 21

15. ნასაუზმევს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: "სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” მიუგო: "დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა: "აძოვე ჩემი კრავები”.

საქმეები 13

2. როდესაც ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“

3. მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს მათ და გაუშვეს.

__თემაზე წერდნენ__

***

ისტორიკოსი ფილიპე შაფი ამტკიცებს, რომ “პავლეს მოქცევა იყო გარდამტეხი პუნქტი არა მარტო მის კერძო ცხოვრებაში. იგი წინ უძღვის მოციქულთა ეკლესიის მნიშვნელოვან ეპოქას და, შესაბამისად, კაცობრიობის ისტორიას. ეს მოვლენა თავისი შედეგებით შეიძლება შეედაროს მხოლოდ სულთმოფენობის დღის სასწაულს. მან უზრუნველყო ქრისტიანობის გამარჯვება.”

__ იაკობ ლევენი __