3.51.25 Безводные - духовно мертвые, нуждаюшие покаяния

2цар.14,14 Иер.14,3; 15,18 Иуд.1,12

3.51.25 უწყლო, წყალგამშრალი – სულიერად მკვდარი, მონანიების მსაჭიროებელი

2მფ.14,14 იობ.8,11 იგავ.25,14 ეს.1,30; 50,2 იერ.14,3; 15,18 იუდ.1,12

ბიბლიის მუხლები

რადგან ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით ვეღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს. და იმას ფიქრობს, რომ განდევნილნიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ.

2მფ.14,14

თუ იზრდება ჭილი უჭაობოდ? ან ლერწამი - უწყლოდ?

იობ.8,11

რაღა ფუჭი საჩუქრებით მოტრაბახე კაცი და რაღა უწყლო ღრუბლები და ქარი.

იგავ.25,14

ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.

ეს.1,30

რატომ არავინ იყო, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი. ნუთუ დამოკლდა ჩემი ხელი გამოსასყიდად, იქნებ აღარ მაქვს გამოხსნის ძალა? აჰა, ავუკრძალავ და დაშრება ზღვა, მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ, აყროლდება მათი თევზი უწყლობით და წყურვილით დაიხოცება.

ეს.50,2

და მათმა დიდებულებმა გაგზავნეს თავიანთი ჭაბუკები წყალზე: მივიდნენ ღრმულებთან, ვერ იპოვეს წყალი, დაბრუნდნენ ცარიელი ჭურჭლებით დარცხვენილნი და გაწბილებულნი, და თავები დაიბურეს.

იერ. 14,3

რატომ არის ჩემი ტკივილი განუწყვეტელი და ჩემი ჭრილობა – განუკურნელი, რომ არ მიიღებს წამლობას? მატყუარა, არასაიმედო ხევად მექეცი.

იერ. 15,18

ისინი ლაქებად არიან თქვენს სიყვარულის სერობაზე. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან და მასპინძლობენ თავიანთ თავს. ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან შემდგომის უნაყოფო ხენი – ორგზის მომკვდარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი.

იუდ.1,12