3.47.19 Бодрость в старости

Вт.34,7 Иисн.14,10-13; 2Пар.24,15.16 Иов.42,16.17

3.47.19 მხნეობა ხანდაზმულ ასაკში

- მოსე 120 წლის რჯ.34,7

- ქალებ იეფუნის ძე 85 წლის იესნ.14,10-13

- იეჰოიადაყი 130 წლის 2ნეშ.24,15.16

- იობი ღრმა სიბერეში, მეოთხე თაობის მხილველი იობ.42,16.17

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 34

7. ასოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა და არც თვალს აკლდა და არც სახე ჰქონია დანაოჭებული.

იესო ნავეს ძე 14

10. აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ.

11. ჯერაც ისეთივე მაგარი ვარ, როგორც მაშინ, მოსე რომ მაგზავნიდა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საბრძოლველად და მისასვლელ-მოსასვლელად.

12. ახლა მომეცი ის მთა, რომელზეც უფალი ლაპარაკობდა იმ დღეს, რადგან შენ გაგებული გქონდა იმ დღეს, რომ ყანაკები იყვნენ იქ და დიდი ციხე-ქალაქები ეჭირათ. იქნებ უფალი შემეწიოს და ავყარო ისინი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.

13. აკურთხა ქალებ იეფუნეს ძე იესომ და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.

2ნეშტთა 24

15. დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა.

16. დავითის ქალაქში დამარხეს იგი, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისთვის.

იობი 42

16. იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი; და იხილა თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა.

17. მოკვდა იობი მოხუცებული და დღეებით მაძღარი.