2.2.54. Бог учитель, воспитатель, наставник

Исх.4,[12] Вт.4,38 Пс.24,4.5,, 142,10 Ис.49,2,, 50,4 Иер.1,9 Матф.10,19.20 Мар.13,11 Лук.11,1,, 12,11.12,, 21,14.15 Ин.14,26 Еф.6,19

** Научу тебя, что тебе говорить /исх.4,12/

2.2.54. ღმერთი - მასწავლებელი, აღმზრდელი, წინამძღვარი

გამ.4,[12]; 18,23 ფს.15,7; 24,4.5,, 142,10 ეს.49,2,, 50,4 იერ.1,9 მათ.10,19.20 მარ.13,11 ლუკ.11,1,, 12,11.12,, 21,14.15 ინ.14,26 ეფ.6,19

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 4

12. ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა.

გამოსვლა 18

23. თუ ასე მოიქცევი, და ღმერთიც მოგცემს დარიგებებს, მაშინ გაუძლებ და ეს ხალხიც მშვიდობით დაბრუნდება თავის ადგილზე.

ფსალმუნი 15

7. ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.

ფსალმუნი 24

4. შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.

5. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე.

ფსალმუნი 142

10. მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.

ესაია 49

2. გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა.

ესაია 50

4. უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით.

იერემია 1

9. გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში.

მათე 10

19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.

20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.

მარკოზი 13

11. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა.

ლუკა 11

1. მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.

ლუკა 12

11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო,

12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

ლუკა 21

14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.

15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.

იოანე 14

26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.

ეფესელთა 6

19. ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,