3.14.2. Посредническая молитва

Быт.18,22-32; Исх.34,9; 19,27-29; 20,7; Лев. 4,20.26.31.35; Чис.11,12-15; 16,45-48; 21,7; Вт.5;24.25.27.28; 9,26-28 Иер.42,9; Лук.23,34; 2Кор.13,7

.

[Моисей] сказал: если я приобрел благоволение в очах Твоих, Владыка, тогда пойдет Владыка посреди нас; ибо народ сей жестоковыси. Прости беззакония наши и грехи наши, и сделай нас наследием Твоим /исх.З4,9/

3.14.2. შუამდგომლობითი ლოცვა

დაბ.18,22-32; 19,27-29; 20,7; გამ.34,9; ლევ. 4,20.26.31.35; რიცხ.11,12-15; 16,45-48; 21,7; რჯ.5,24.25.27.28; 9,26-28 იერ. 42,9; ლუკ. 23,34; 2კორ. 13,7

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

22 გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.

23 მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?

24 იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?

25 არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.

26 უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.

27 მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:

28 ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.

29 განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.

30 თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.

31 თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.

32 უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.

დაბადება 19

27. წავიდა აბრაამი დილაადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე.

28. გახედა სოდომსა და გომორს და, აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი.

29. როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.

დაბადება 20

7. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს.

გამოსვლა 34

9. თქვა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, ჩემო მეუფევ, ჩვენს შორის იაროს ჩემმა მეუფემ, რადგან თვითრჯულია ეს ხალხი. შეგვინდე დანაშაული და შეცოდება და შენს სამკვიდროდ გაგვხადე.

ლევიანნი 4

20. გაამზადოს ეს ხბო, როგორც ცოდვის გამოსასყიდი ხბო გაამზადა; ასი გაამზადოს და შენდობას გამოითხოვს მათთვის მღვდელი და მიეტევებათ მათ.

26. მთელი მისი ქონი სამსხვერპლოზე დაწვას, როგორც სამადლობელი მსხვერპლის ქონს წვავს. გამოითხოვს ცოდვის შენდობას მისთვის მღვდელი და მიეტევება მას.

31. აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლს და დაწვას იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის. გამითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას.

35. აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლად შეწირულ ცხვარს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლთან ერთად. გამოითხოვს მისთვის ჩადენილი ცოდვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას.

რიცხვთა 11

12. მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი? მე ხომ არ გამიჩენია, რომ მეუბნები, ძიძასავით შენი უბით წაიყვანეო იმ ქვეყანაში, მის მამა-პაპას რომ აღუთქვი ფიცით?

13. სადა მაქვს ხორცი მთელი ამ ხალხისთვის მისაცემად? რადგან შემომტირიან და ამბობენ: მოგვეცი ხორცი, რომ ვჭამოთ.

14. მე ერთი ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მემძიმება.

15. რაკი ასე მექცევი, მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, რომ არ ვუყურო ჩემს გასაჭირს.

რიცხვთა 16

45 “მოსცილდით ამ თემს და მოვსპობ მათ წამში.” და პირქვე დაემხნენ ისინი.

46 და უთხრა მოსემ აარონს: “აიღე საცეცხლური, და ჩადე მასში ცეცხლი

სამსხვერპლოდან, და დაადე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისგან, და დაიწყო მუსვრა.”

47 და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ დაიწყო მუსვრა ხალხში. და დაადო საკმეველი და შეუნდო ხალხს.

48 და ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის, და შეწყდა მუსვრა.

რიცხვთა 21

7. მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის.

მეორე რჯული 5

24 და მითხარით: “აჰა, გვიჩვენა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და თავისი სიდიადე, და მისი ხმა გვესმა ჩვენ ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ ჩვენ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ადამიანი ცოცხალი დარჩა.

25 და ახლა რისთვის დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი, თუ ჩვენ კვლავ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, მაშინვე დავიხოცებით.

27 შენ მიუახლოვდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც იტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და მოგვიყევი ჩვენ ყველაფერი, რასაც შენ გეტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და ჩვენ მოგისმენთ და შევასრულებთ.”

28 ისმინა უფალმა თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა უფალმა: “ვისმინე ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს.

მეორე რჯული 9

26. ვილოცე უფლის მიმართ და ვუთხარი: უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ერს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი ძლევამოსილებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან მაგარი ხელით.

27. გაიხსენე შენი მორჩილნი - აბრაამი, ისაკი და იაკობი. ნუ უყურებ ამ ხალხის სიჯიუტეს, მის სიბოროტეს და მის ცოდვებს,

28. რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეიყვანა უფალმა ისინი იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰპირდებოდა მათ. მათდამი სიძულვილის გამო გაიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო.

იერემია 42

9. და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც თქვენ გამგზავნეთ, რათა თქვენი ვედრება მიმეტანა მის წინაშე:

ლუკა 23

34. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.

2კორინთელთა 13

7. ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.

__თემაზე წერდნენ__

***

მე ძლიერ მწამს შუამდგომლობითი ლოცვის, მაგრამ ხშირად ზოგოერთი შუამდგომი "სწყდება" და იწყებს ფიქრს, რომ არის ყველაზე სულიერი ადამიანი ეკლესიაში. ზოგი ცდილობს კიდეც გამოიყენოს თავისი მდგომარეობა, რათა აკონტროლოს ხუცესი ან სხვა საეკლესიო ხელმძღვანელები. ყოველი მორწმუნე მოწოდებულია შამდგომლობით მსახურებაზე, მიზეზი იმისა, რომ ზოგნი ჩანან ცხებულებად ლოცვის ამ სფეროში, ის არის, რომ ისინი იყენებენ სხვებზე მას სხვებზე ხშირად! არსად ბიბლიაში მოხსენიებული არ არის "შუამდგომლის მსახურება". შუამდგომელი არის ღვთის მსახური, რომელიც გრძნობს საჭიროებას ილოცოს უფლის ნების აღსასრულებლად დედამიწაზე. შუამდგომელს გაჰყავს გზა, რათა სული წმიდამ შეძლოს დაანგრიოს მტრის ზრახვები.

შუამდგომელნი უნდა იწვრთნებოდნენ სულიერად ღვთის სიტყვაში, რათა მათ შეეძლოთ ილოცონ ღვთის ნების შესაბამისად. ხუცესნი უნდა ადევნებდნენ თვალყურს შუამდგომლებს და ასწავლიდნენ ლოცვას, მიუთითონ შეცდომებზე.

__ რობერტს ლიარდონი __

***

ბოლო თვალებიც ჩაქრნენ და როცა ელვამ ცა გადასერა,

მაშინ აღმომხდა ეს სიტყვები, დღემდე რომ ცოდვის მარცვლებივით ზედ დავაბიჯებ. მცირე სიტყვები, მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი კაცისგან თქმული... სწორედ ის ლოცვა დააკლდათ, ის წუთი, როცა ჩემი თავი შევიბრალე. მე კი მათზე უნდა მეფიქრა, მათი ცოდვებისთვის ხელი შემეხო, რათა სიხარულად მობრუნებოდათ... მათ ჩემი ლოცვა დააკლდათ! და ვეღარასდროს გამოვისყიდი ამ დანაშაულს, ვეღარც ხსოვნით და ვეღარც ცრემლებით...

__ ბორენა ჯაჭვლიანი __