3.40.9. Подражайте Христу

Матф.10,25; 16,24 Мар.10,29.30 Ин.8,12; 10,4.5,, 13,13-15; Деян.5,41; 1Пет.1,8; Рим.8,17; 13,14,, 1Кор.11,1; 2Кор.8,5 Гал.3,27 Еф.5,1,, флп.1,29; 3,10; 1фес.1,[6]

3.40.9. მიმბაძველნი ვიყვნეთ ქრისტესი

მათ.10,25; 1კორ.11,1 ეფ.5,1; 1თეს.1,[6]

- გავყვეთ უფალს, თავი ჩავაბაროთ მათ.16,24 მარ.10,29.30 ინ.8,12; 2კორ.8,5

- გვესმოდეს მისი ხმა ინ.10,4.5

- ავასრულოთ მისი მაგალითები ინ.13,13-15

- ვიყოთ ღირსნი საქ.5,41

- გვიყვარდეს, გვწამდეს, ვხარობდეთ მასში 1პეტ.1,8

- გავხდეთ მისი თანამემკვიდრენი რომ.8,17 ფლპ.1,29; 3,10

- შევიმოსოთ ქრისტეთი რომ.13,14 გალ.3,27

ბიბლიის მუხლები

 

მათე 10

25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. 

 

მათე 16

24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.

მარკოზი 10

29. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,

30. და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.

იოანე 8

12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.

იოანე 10

4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.

5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.

იოანე 13

13. თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ.

14. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს.

15. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.

საქმე 5

41. ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ.

1პეტრე 1

8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,

რომაელთა 8

17. ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ.

რომაელთა 13

14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.

1კორინთელთა 11

1. მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.

2კორინთელთა 8

5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.

გალატელთა 3

27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.

ეფესელთა 5

1. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.

ფილიპელთა 1

29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცაით, არამედ ვნებაც მისთვის,

ფილიპელთა 3

10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს

1თესალონიკელთა 1

6. ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით.

__თემაზე წერდნენ__

***

ღმერთი არ ცვლის თავის სიტყვას და აზრს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ, არ სჭირს ხასიათის ცვლა. ღმერთი აბსოლუტურად საიმედოა; მისი სიტყვა ჭეშმარიტია. მისი სული მტკიცეა. მივბაძოთ მას ცხოვრებაში.

__ ბობ იანდიანი __

***

ჩემი მსახურების წარმატება იყო შედეგი იმისა, რომ მე ყოველთვის აღტაცებით ვუცქეროდი ქრისტეს.

__ იაკობ ლევენი __

***

ყველაზე მჭერმეტყველი ქადაგება – მაგალითია.

__ სეგური __

***

ადამიანისთვის საჭიროა იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევძლოთ საკუთარი ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება.

__ სენაკა __

***

ბედნიერია იგი, ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაც.

__ სენაკა __