1.1.22. Свитки св. писания

В свое время никто, разумеется, и не

воспринимал Ветхий Завет как единую книгу. Каждая книгасоставляла отдельный свиток, длинная книга, например пророчества

Иеремии, была свитком длиной в семь, а то и

десять метров. Входя в синагогу, иудей

видел перед собой не отдельную книгу, а

рулоны свитков и, зная о различиях между

ними, делал соответствующий выбор (например, в некоторые торжественные дни

иудеям разрешалось читать только из Иова,

Иеремии и Плача Иеремии, чтобы соблюсти траур; все остальные книги считались чересчур развлекательными).

Янси Ф.

1.1.22. წმ. წერილის უძველესი ხელნაწერები

1.1.22. წმ. წერილის უძველესი ხელნაწერები

ბიბლიის ავტორი ღმერთია, მაგრამ ის ადამიანებმა დაწერეს და შემოინახეს. მისი შედგენა მოსემ ღვთის შთაგონებით ძვ. წ. 1513 წელს დაიწყო, ბოლო წიგნი კი მოციქულმა იოანემ 1 600 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაწერა. თავიდან ბიბლია ერთი წიგნი არ იყო. დროთა განმავლობაში აუცილებელი გახდა მასში შემავალი წიგნების ასლების გაკეთება. ეს განსაკუთრებით ბაბილონში გადასახლების შემდეგ გახდა საჭირო, რადგან მშობლიურ მიწაზე იუდეველთაგან ყველა არ დაბრუნებულა. ბევრი სხვაგან დასახლდა, რის შედეგადაც ვრცელ ტერიტორიაზე არსებულ იუდეველთა დიასპორებში სინაგოგები ჩამოყალიბდა. გადამწერები აკეთებდნენ წმინდა წერილების ასლებს სინაგოგებისთვის, სადაც იუდეველები ღვთის სიტყვის მოსასმენად იკრიბებოდნენ (საქ. 15:21). საუკუნეების შემდეგ ქრისტეს ზოგი მიმდევარი გულმოდგინედ აკეთებდა ღვთივშთაგონებული წერილების ასლებს მზარდი ქრისტიანული კრებებისთვის, რათა ისინი ერთმანეთში გაეცვალათ და გაევრცელებინათ (კოლ. 4:16).

ვიდრე საბეჭდ მანქანაზე დაიწყებდნენ ბეჭდვას (ახ. წ. XV), ბიბლიის დედნებსა და ასლებს ხელით წერდნენ. ამიტომ მათ ხელნაწერები, იგივე მანუსკრიპტები ეწოდა (ლათ. manu scriptus, ნიშნავს ხელით ნაწერს). ბიბლიის ხელნაწერი არის წმინდა წერილების ტექსტის ხელით გაკეთებული სრული ან ნაწილობრივი ასლი, რომელიც ძირითადად გრაგნილებსა და კოდექსებზე კეთდებოდა.

1844 წელს ბიბლეისტი კონსტანტინე ფონ ტიშენდორფი სინას (ეგვიპტე) ძირას მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტერს ესტუმრა. მისი ბიბლიოთეკის დათვალიერებისას მან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი პერგამენტის ფურცლები იპოვა. ტიშენდორფი, რომელიც კარგად ერკვეოდა პალეოგრაფიაში*, მაშინვე მიხვდა, რომ სეპტუაგინტას, ებრაული წერილების, ანუ „ძველი აღთქმის“ ბერძნული თარგმანის, ფურცლებს მიაგნო. „ეს სინას ძირას ნაპოვნი პერგამენტის ფურცლები უძველესი ხელნაწერები იყო“, — წერდა ის.

ეს პერგამენტის ფურცლები, რომლებიც მოგვიანებით სინას კოდექსად ცნობილი ხელნაწერების ნაწილი გახდა, ძვ. წ. IV საუკუნით თარიღდება. სინას კოდექსი ებრაული და ბერძნული წერილების ათასობით ძველი ხელნაწერებიდან ერთ-ერთია, რომელიც გამოსაკვლევ ზღვა მასალას შეიცავს.

----------------------

კურმანის ხელნაწერები