1.2.94 Возвышение

1.2.94 აღზევება, ზეობა, სიმაღლეზე ასვლა

ბოროტთა:

- იმსახურებს სასჯელს 3მფ.16,1-3

- მიჰყავს გაწბილებასთან ესთ.6,6-11

- ღმერთზე მაღლა თავის დაყენება დან.11,36.37

- სატანისგან ლუკ.4,5.6

- დაისაჯა ჰეროდე საქ.12,21-23

- ანტიქრისტე 2თეს.2,4

.

მართალთა:

- პრინციპი: თავის დამდაბლებით ამაღლება მათ.23,12 იაკ.1,9

- ღმერთისგან 1პეტ.5,6

- გაფრთხილდით, არ გაყოყოჩდეთ 1კორ.4,6-8

- სიმაღლეთა დამხობა ქრისტესთვის დასამორჩილებლად 2კორ.10,5

.

ქრისტეს შესახებ:

- აღთქმულია ფს.2,6-8

- ნაწინასწარმეტყველებია ქრისტეს მიერ მათ.26,64

- ღვთის მარჯვნივ საქ.2,33.34

- იხილა სტეფანემ საქ.7,55.56

- ასწავლიდნენ მოციქულები ეფ.1,20 ფლპ.2,9 ებრ.1,3

.

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 16

1. ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას წინააღმდეგ იეჰუ ხანანის ძეს:

2. "მტვრიდან აღგადგინე და ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად გაქციე, შენ კი იერობყამის გზით წახვედი და აცდუნე ისრაელი, რათა განვრისხდე მათი ცოდვებით,

3. აჰა, პირწმინდად აღვგვი ბაყაშას და მის სახლს და ვაქცევ იერობყამ ნებატის ძის სახლივით.

ესთერი 6

6. შევიდა ჰამანი და ჰკითხა მას მეფემ: როგორ უნდა მოვექცეთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს?” თქვა გულში ჰამანმა: "ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი?”

7. და მიუგო ჰამანმა მეფეს: "კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს,

8. უნდა მიართვან სამეფო შესამოსელი, რომელიც ემოსა მეფეს და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როდესაც სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე.

9. მიართვან შესამოსელი და ცხენი მეფის ყველაზე დიდებულმა მთავრებმა და მათ შემოსონ ის კაცი, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს; გაატარონ ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადონ მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს!”

10. უბრძანა ჰამანს მეფემ: "იჩქარე, აიღე შესამოსელი და ცხენი, და როგორც თქვი ისე მოექეცი ებრაელ მორდექაის, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლო შენს ნათქვამს”.

11. აიღო ჰამანმა შესამოსელი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ცხენზე შესვა, წარუძღვა ქალაქის მოედნამდე და თან აცხადებდა მის წინაშე: "ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს!”

ფსალმუნი 2

6. მე დავადგინე ჩემი მეფე სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.

7. გაუწყებთ უფლის დადგენილებას - მან მითხრა: "ძე ხარ შენ ჩემი, მე გშობე დღეს;

8. მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - საკუთრებად,

დანიელი 11

36. თავისი ნებისამებრ იმოქმედებს მეფე, ყველა ღმერთზე მეტად აღზევდება, განდიდდება და საშინელებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ; წარმატებული იქნება რისხვის დასრულებამდე, ვინაიდან, უნდა აღსრულდეს, რაც ნაბრძანებია.

37. არც თავისი მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სასურველს და არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.

მათე 23

12. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.

მათე 26

64. უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.

ლუკა 4

5. აიყვანა იგი მაღალ მთაზე და ერთ წამში უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო.

6. უთხრა მას ეშმაკმა: "შენ მოგცემ მთელ ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.

საქმეები 2

33. ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.

34. რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

საქმეები 7

55. ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო.

56. თქვა: "აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”.

იაკობი 1

9. თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,

1პეტრე 5

6. მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ თქვენ.

1კორინთელთა 4

6. ეს კი ძმებო, თქვენი გულისთვის ვთქვი ჩემი და აპოლოს მაგალითზე, რათა ჩვენგან ისწავლოთ, რომ დაწერილს არ გადახვიდეთ და ერთმანეთს არ გაუყოყოჩდეთ.

7. რადგან ვინ განგასხვავებს? ან რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?

8. უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით და ნეტა მართლა მეფობდეთ, რომ ჩვენც ვმეფობდეთ თქვენთან ერთად.

2კორინთელთა 10

5. მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.

ეფესელთა 1

22. და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა,

ფილიპელთა 2

9. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.

2თესალონიკელთა 2

4. წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სათაყვანებლად; ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.

ებრაელთა 1

3. ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.