1.9.48 Ваал

1.9.48 ბაალი (ბაყალი)

(ბატონი, პატრონი)

.

1) ფინიკიელებისა და ქანაანელების ღვთაება, ორეული აშთაროთთან ერთად მსაჯ.10,6

.

მისი ბუნება:

- უზნეობასთანაა კავშირში რიცხ.25,3 ოს.9,10

- ქურუმები ატარებენ რიტუალებს 3მფ.18,26-28

- ცეცხლში მსხვერპლად სწირავენ ბავშვებს იერ.19,5

- ჭამენ მისთვის მიტანილ შესაწირავს ფს.105,28

- უფალი მოუწოდებს მობრუნდნენ ბაალისგან მისკენ ოს.2,16

.

ისტორია:

- მოაბელები სცემდნენ თაყვანს მოსეს დღეებში რიცხ.22,41

- მსაჯულთა დღეებში აშენებდნენ სამსხვერპლოებს მსაჯ.2,11; 6,30.31

- იეზებელს მისდამი თაყვანისცემა შემოაქვს ისრაელში 3მფ.16,31.32

- ელიამ დახოცა ბაალის წინასწარმეტყველნი 3მფ.18,40

- იუდეაში ხალხმა დაანგრია ბაალის სახლი და მისი მაშენებელი მეფე ღოთოლია მოკლეს 4მფ.11,18

- თაყვანისცემის განახლება ისრაელსა და იუდეაში ოს.2,8

- ახაზის დროს 2ნეშ.28,2

- მენაშეს დროს 4მფ.21,3

- სამსხვერპლოები ყველგან იერ.11,13

- იოშიამ დაანგრია 4მფ.23,4.5

- უარყვეს წინასწარმეტყველებმა იერ.19,5

- იხსენებს მოციქული პავლე რომ.11,4

.

2) ბაალ-ხანანი ედომის მეფე დაბ.36,38

.

3) ბაალცაფონი ისრაელის დაბანაკების ადგილი გამ.14,2 რიცხ.33,7

.

4) ბაალ-ფეღორი მოაბელთა ღვთაება რიცხ.25,3-5

- მისი მიზეზით დაიხოცა 24000 ისრაელი რიცხ.25,6-9

- ისრაელის შურისძიება რიცხ.31,1-18

- ებრაელებს ახსოვთ ეს ცოდვა რჯ.4,3 ფს.105,28; 1კორ.10,8

.

5) ბაალ-მეყონი ქალაქი აღადგინეს რეუბენიანებმა რიცხ.32,38 იესნ.13,17

.

6) ბაალ-გადი ადგილი ლიბანის დაბლობში იესნ.11,17

.

7) ქალაქი ბაყალა (ქალის სახელიცაა) იესნ.15,9

.

8) მთა იესნ.15,11

.

9) ქალაქი სამხრეთ იუდეაში იესნ.15,29

.

10) სოფელი ბაყალათ-ბეერა სიმონის წილხვედრილში იესნ.19,8; 1ნეშ.4,33

.

11) სოფელი ბაყალათი დანის წილხვედრილში იესნ.19,44

- გაამაგრა სოლომონმა 3მფ.9,18

.

12) ბაალ-ხერმონის მთა იორდანედან აღმოსავლეთით მსაჯ.3,3

.

13) ბაალბერითი სიქემის ღვთაება მსაჯ.8,33; 9,4

.

14) ბაალ-თამარი ადგილი ბენიამინის წილხვდომილში მსაჯ.20,33

.

15) ბაალ-ფერაციმში დავითმა სძლია ფილისტიმელებს 2მფ.5,20

.

16) ბაალ-ხაცორი ადგილი ეფრემიანთა წილხვდომილთან 2მფ.13,23

.

17) ბაალ-შალიში საიდანაც ელისეს მოუტანეს საჭმელი 4მფ.4,42

.

18) რეუბენის შთამომავალი 1ნეშ.5,5

.

19) ბენიამინელი 1ნეშ.8,30

.

20) ბაალ-ხანან გედერელი დავითის მებაღე 1ნეშ.27,28

.

21) ბაალ-ჰამონი ადგილი, სადაც ვენახი ჰქონდა სოლომონს ქებ.8,11

.

22) ბაყალიმა ყამონელთა მეფე იერ.40,14

.

23) ბაყალ-ყამონი ამორეველთა ქალაქი მოაბის საზღვართან ეზეკ.25,9

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 36

38. მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე.

გამოსვლა 14

2. უთხარი ისრაელიანებს, გაემართონ ფი-პეხიროთისკენ და დაიბანაკონ მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაალცაფონის წინ. მის გასწვრივ, ზღვასთან დაიბანაკეთ.

რიცხვნი 22

41. მეორე დილით ადგა ბალაკი და ბაალის გორაკებზე აიყვანა ბალაამი. დაინახა იქიდან ბალაამმა ხალხის ნაწილი.

რიცხვნი 25

3. შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ.

რიცხვნი 32

38. ნებო, ბაალ-მეყონი, რომელთაც სახელი შეეცვალათ, და სიბმა; დაარქვეს სახელები ქალაქებს, რომლებიც მათ ააშენეს.

რიცხვნი 33

7. გაემგზავრნენ ეთამიდან და გაემართნენ ფი-ჰახიროთისკენ, რომელიც ბაალ- ცაფონის ზემოთ მდებარეობს, და მიგდოლის წინ დაბანაკდნენ.

მეორე რჯული 4

3. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა მოიმოქმედა უფალმა ბაალ-ფეღორის გამო, როცა გაწყვიტა შენი წიაღიდან ყოველი კაცი, ვინც აჰყვა ბაალ-ფეღორს.

იესო ნავეს ძე 11

17. ხალაკის მთიდან მოკიდებული, სეყირს აღმა ბაყალ-გადამდე ლიბნის დაბლობზე, ხერმონის ძირას, ყველა მეფე შეიპყრო და დახოცა.

იესო ნავეს ძე 13

17. ხეშბონი და ვაკის ყველა ქალაქი - დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი,

იესო ნავეს ძე 15

9. მთის მწვერვალიდან წყაროს წყლებისკენ უხვევდა საზღვარი, ყეფრონის მთის ქალაქებისკენ გრძელდებოდა და ბაყალასკენ, იგივე კირიათ-იეყარიმისკენ მიემართებოდა.

11. ყეკრონის ჩრდილო მხარისკენ გადიოდა საზღვარი, შოქრონისკენ უხვევდა, ბაყალას მთაზე გადადიოდა და იაბნელამდე აღწევდა, ზღვასთან კი ბოლოვდებოდა.

29. ბაყალა, ყიიმი, ყეცემი;

იესო ნავეს ძე 19

8. და ყველა სოფელი, რომელიც ამ ქალაქების ირგვლივ იყო, ბაყალათ-ბეერამდე და რამათ-ნეგებამდე; ესაა სიმონის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.

44. ელთეკე, გიბთონი, ბაყალათი;

მსაჯულნი 2

11. უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ემსახურებოდნენ ბაალებს.

მსაჯულნი 6

30. უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: გამოგვიყვანე შენი ვაჟი, სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რადგან დაუნგრევია ბაალის სამსხვერპლო და გვერდით რომ აშერა იყო, აუჩეხავს.

31. უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: რა თქვენი დასაცავია ბაალი, რა თქვენი საპატრონოა? მისი დამცველი ამ დილითვე სიკვდილით დაისჯება. თუ ღმერთია, თავად დაიცვას თავი, რადგან გედეონის დანგრეულია მისი სამსხვერპლო.

მსაჯულნი 8

33. გედეონის სიკვდილის შემდეგ უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე და ღმერთად დაისახეს ბაალბერითი.

მსაჯულნი 9

4. მისცეს ბაალ-ბერითის სახლიდან სამოცდაათი ვერცხლი. დაიქირავა ამით უღირსი და თავზეხელაღებული ხალხი, რომელიც გაჰყვა მას.

მსაჯულნი 10

6. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთაროთებს, არამის, სიდონის, მოაბის ღმერთებს, ყამონელებისა და ფილისტიმელების ღმერთებს. უფალი კი დაივიწყეს და აღარ ემსახურებოდნენ მას.

მსაჯულნი 20

33. ადგნენ ისრაელიანები თავ-თავიანთი ადგილებიდან და ბაალ-თამარში განლაგდნენ. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავ-თავიანთ ადგილებიდან გიბყის ველზე.

1მეფეთა 7

4. მოიშორეს ისრაელიანებმა ბაალები და აშთორეთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.

2მეფეთა 5

20. მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემს წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაალ-ფერაციმი.

2მეფეთა 13

23. გავიდა ორი წელი და ცხვარს პარსავდა აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად. ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა.

3მეფეთა 9

18. ბაყალათი და თადმორი ქვეყნის უდაბნოში,

3მეფეთა 16

31. არ იკმარა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული, და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული. დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა.

32. აღუმართა სამსხვერპლო ბაალს ბაალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა.

3მეფეთა 18

26. გამოიყვანეს კურატი, რომელიც მისცა მათ, და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ! მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გამართეს.

27. შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს და გაიღვიძებს.

28. დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისმებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე.

40. უთხრა მათ ელიამ: შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა.

4მეფეთა 4

42. მოვიდა ვიღაც კაცი ბაალ-შალიშიდან და მოუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პური: ოცი ქერის პური და თავთავები გუდით. თქვა ელისემ: მიეცი ხალხს, შეჭამონ.

4მეფეთა 11

18. შევიდა მთელი ქვეყნის ხალხი ბაალის სახლში და დაანგრიეს იგი სამსხვერპლოიანად, დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე.

4მეფეთა 21

3. კვლავ ააშენა ხიზკიაჰუს, მამამისის მიერ დანგრეული მაღლობები; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს და გააკეთა აშერი, როგორც ახაბს, ისრაელის მეფეს ჰქონდა გაკეთებული; მთელ ციურ მხედრობას ეთაყვანებოდა და ემსახურებოდა.

4მეფეთა 23

4. გამოატანინა მეფემ ხილკია მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაალისთვის, ამ აშერასათვის და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კედრონის ყანებში, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.

5. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში, და ბაალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გუნდრუკის მკმეველნი.

1ნეშტთა 5

5. მისი ძე მიქა, მისი ძე რეაია, მისი ძე ბაყალი,

1ნეშტთა 8

30. მისი ძენი: პირმშო ყაბდონი, ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი,

1ნეშტთა 27

28. ზეთისხილებზე და ლეღვებზე, დაბლობში რომ არის - ბაყალ-ხანან გედერელი. ზეთის საუნჯეებზე - იოყაში.

2ნეშტთა 28

2. ისრაელის მეფეთა გზებით დადიოდა და ბაყალთა ქანდაკებებიც ჩამოასხა.

ფსალმუნი 105

28. დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.

ქებათა-ქება 8

11. ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ.

იერემია 11

13. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ! რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენი სამარცხვინო სამსხვერპლო გაქვს აღმართული, ბაალის შესაბოლებელი სამსხვერპლო.

იერემია 19

5. აღმართეს ბაალის საკერპოები, რათა ცეცხლში დაუწვან თავიანთი შვილები ბაალს აღსავლენ მსხვერპლად, რაც არ მიბრძანებია მათთვის, არც მითქვამს, ფიქრადაც არ მომსვლია.

იერემია 40

14. უთხრეს მას: იცოდეთ, შენს მოსაკლავად გამოგზავნაო ბაყალიმმა, ყამონელთა მეფემ, ისმაელ ნეთანიას ძე. მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალია ახიკამის ძემ.

ეზეკიელი 25

9. ამიტომ, აჰა, გავხსნი მოაბის გვერდებს - ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას, ბეთიეშიმოთს, ბაყალ-მაყონს და კირიათაიმს,

ოსია 2

8. მაშინ კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს, რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაალს ახარჯავდა.

16. იმ დღეს იქნება, თქვა უფალმა, რომ დამიძახებ ჩემო ქმარო - და აღარ დამიძახებ ჩემო ბაალო (ბატონო).

ოსია 9

10. ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაალ- ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.

რომაელთა 11

4. მაგრამ რას ეუბნება პასუხი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე.

1კორინთელთა 10

8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.