1.1.63 Ворон

***

Быт.8,7 Или, как еще выразительнее сказано в еврейском тексте, «вышел, отлетая и прилетая». Этим дается знать, что хищный ворон, живя вне ковчега, отлетал на трупы людей и животных и снова садился на верх ковчега, не давая, таким образом, никакого указания на состояние земли.

3цар.17,4 Вороны могли быть избраны промыслом для питания пророка, как птицы пустыни (Ис. 34:11)

– Комментарии Лопухина__

***

тот ворон, голосу которого ты подражаешь, вылетел из ковчега – и не вернулся. Ты же, брат, вернись в Церковь, которую означал тот ковчег.

– Толкования Августина__

***

3цар.17,4 стали заботиться вороны, которые обычно и о собственных птенцах не заботятся (Иов. 38:41):

– Комментарии Далласской семинарии__

1.1.63 ყორანი (ყვავი) ბიბლიაში

ხორცისმჭამელი ფრინველი

 

დახასიათებულია როგორც:

- უწმიდური ფრინველი ლევ.11,15

- კორტნის იგავ.30,17

- შავი ქებ.5,11

- ბუდობს უკაცრიელ ადგილას ეს.34,11.14 სოფ.2,14

 

განსაკუთრებულობა:

- პირველი ქმნილება, რომელიც იქნა გამოშვებული კიდობნიდან ნოეს მიერ დაბ.8,[7]

- არ იჭმევა რჯ.14,14

- კვებავდნენ ელიას 3მფ.17,4-6

- ღმერთი არჩენს მათ იობ.38,41 ფს.146,9 ლუკ.12,24

 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 8

7. გამოუშვა ყორანი; მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე.

ლევიანნი 11

15. ყოველნაირი ყორანი და მისი გვარისანი,

მეორე რჯული 14

14. არანაირი სახის ყორანი,

3მეფეთა 17

4. ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ.

5. წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.

6. მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა.

იობი 38

41. საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ?

ფსალმუნი 146

9. საზრდოს აძლევს ცხოველებს, ყორნის ბახალებს, რომლებიც შესჩხავიან.

იგავი 30

17. მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.

ქებათა ქება 5

11. თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.

ესაია 34

11. ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს.

14. ყოველგვარი მხეცების ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე, მათი ხმა გაისმება სარკმელებში. ყორანი დაიხივლებს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედარის კედლები.

სოფონია 2

14. ყოველგვარი მხეცების ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე, მათი ხმა გაისმება სარკმელებში. ყორანი დაიხივლებს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედარის კედლები.

ლუკა 12

24. შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.8,7 «მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა». ამით ნათქვამია, რომ მტაცებელი ყორანი, ცხოვრობდა კიდობნის გარეთ, მიფრინავდა ადამიანების და ცხოველთა გვამებისთვის და ისევ ჯდებოდა კიდობნის თავზე, არ იძლეოდა არანაირ ინფორმაციას მიწის მდგომარეობის შესახებ.

3მფ.17,4 ყვავები შერჩეულ იქნა ალბათ უფრო იმიტომ, რომ უდაბნოს ფრინველები არიან (ეს.34:11).

__ ლოპუხინის კომენტარი __

***

დაბ.8,7 ყვავი, რომელიც გაფრინდა კიდობნიდან და აღარ დაბრუნდა ჰგავს ეკლესიიდან განდგომილს, რადგან კიდობანი ნიშნავს ეკლესიას.

__ ავგუსტინის კომენტარი __

***

3მფ.17,4 დაიწყეს ზრუნვა ყვავებმა, რომლებიც ჩვეულებრივ თავიანთ შვილებზეც არ ზრუნავენ (იობ.38:41):

__ დალასის სემინარიის კომენტარი __