4.9.1. Вознаграждение, подарок для служителя

1цар.9,[7].8; 3цар.13,[7]; 4цар.5,15; 8,8

- пасите не для корысти 1Пет.5,2

- право на вознаграждение 1Кор.9,4.7-14 Гал.6,6

- не воспользовался правом 1Кор.9,12.15.18

- служитель передал народу 4цар.4,[42]

4.9.1. საზღაური, საჩუქარი ღვთისმსახურისთვის

1მფ.9,[7].8; 3მფ.13,[7]; 4მფ.5,15; 8,8

- მწყემსვა არა ანგარებით 1პეტ.5,2

- უფლება საზღაურის მიღების 1კორ.9,4.7-14 გალ.6,6

- საზღაურის უფლებით არ უსარგებლია 1კორ.9,12.15.18 

- ხალხს დაურიგა მსახურმა 4მფ.4,[42]

ბიბლიის მუხლები

 

1მეფეთა 9

7. უთხრა საულმა თავის მსახურს: კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარა გვაქვს, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთის კაცს რომ მივუტანოთ. რა გვაქვს თან?

8. კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში. მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.

3მეფეთა 13

7. უთხრა მეფემ ღვთისკაცს: სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და საჩუქარსაც მოგცემ

4მეფეთა 4

42. მოვიდა ვიღაც კაცი ბაალ-შალიშიდან და მოუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პური: ოცი ქერის პური და თავთავები გუდით. თქვა ელისემ: მიეცი ხალხს, შეჭამონ.

4მეფეთა 5

15. დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა; მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა, მიიღე საჩუქარი შენი მორჩილისგან.

4მეფეთა 8

8. უთხრა მეფემ ხაზაელს: აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს; უფალთან აკითხინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?

1პეტრე 5

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

1კორინთელთა 9

4. იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა?

7. ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?

8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც?

9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს?

10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს.

11. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან?

12. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.

13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?

14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.

15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული.

18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.