1.1.111 Солнце

Быт.1,14-16; 19,23; 28,11 Вт.4,19; 33,14 Иисн.10,12.13; 4цар.4,18-20; 20,11 Пс.18,4-6; 83,11; 103,19; 148,3 Екк.1,3.9.14 Ис.38,8 Иер.8,2; 31,35 Ам.8,9 Ион.4,8 Матф.5,45; 13,43; 17,2 Лук.23,44.45

Le soleil (French)

Gen.1,14-16; 19,23; 28,11 Deu.4,19; 33,14 Jos.10,12.13; 2Rois.4,18-20; 20,11 Ps.18,4-6; 83,11; 103,19; 148,3 Еcc.1,3.9.14 Esa.38,8 Jer.8,2; 31,35 Аm.8,9 Jon.4,8 Маt.5,45; 13,43; 17,2 Luk.23,44.45

1.1.111 მზე

დამახასიათებელი თვისებები:

- შექმნა ღმერთმა დაბ.1,14-16

- ემორჩილება ღმერთს ფს.103,19 მათ.5,45

- შექმნილია მართვისთვის დაბ.1,16

- განწესებულია ღმერთისგან ფს.18,4-6

- ამოსვლა დაბ.19,23

- ჩასვლა დაბ.28,11

- ნაყოფების მწიფობაზე ზემოქმედებს რჯ.33,14

- მოცემულია დღის გასანათებლად იერ.31,35

- შექმნილია ღვთის განსადიდებლად ფს.148,3

.

იწვევს:

- მზის დაკვრას 4მფ.4,18-20

- დასიცხვას იონ.4,8

.

მზესთან დაკავშირებული სასწაულები:

- შეჩერდა იესნ.10,12.13

- ჩრდილის უკან დაბრუნება მზის საათზე 4მფ.20,11 ეს.38,8

- შუადღის მზის ჩასვლა ამ.8,9

- დაბნელდა ქრისტეს ჯვარცმისას ლუკ.23,44.45

.

თაყვანისცემა

- იკრძალებოდა რჯ.4,19

- ასრულებდა მენაშე 4მფ.21,3.5

- ებრაელები იერ.8,2

.

მეტაფორულად:

- ღმერთის თანადგომა ფს.83,11

- ქვეყნიერება ეკლ.1,3.9.14

- მომავალი დიდება მათ.13,43

- ქრისტეს დიდება მათ.17,2

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

14. თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.

16. შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.

დაბადება 19

23 . ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს.

დაბადება 28

11. მიადგა ერთ ადგილს და რაკი მზე ჩაესვენა, ღამე იქ გაათია. აიღო ერთი ქვა იმ ადგილიდან, სასთუმლად დაიდო და დაწვა იმ ადგილას.

მეორე რჯული 4

19. რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.

მეორე რჯული 33

14. მზისგან მომადლებული მოსავლითა და მთვარისგან მომადლებული ნაყოფით,

იესო ნავეს ძე 10

12. მაშინ ელაპარაკა იეშუა უფალს, იმ დღეს, როცა უფალმა ამორელები ჩააგდებინა ხელში ისრაელიანებს; თქვა ისრაელის გასაგონად: "მზეო, შეჩერდი გაბაონზე და მთვარევ, აიალიონის ველზე!”

13. შეჩერდა მზე და დადგა მთვარე, ვიდრე მტერი არ დაამარცხა ხალხმა. განა ჩაწერილი არ არის ეს იაშარის წიგნში: "იდგა მზე შუაგულ ცაზე და მთელი დღე არ ჩქარობდა ჩასვენებას!”

4მეფეთა 4

18. გაიზარდა ბიჭი და ერთ დღეს მამამისს გაჰყვა მომკელებთან.

19. შესჩივლა მამამისს: "თავი მტკივა! თავი მტკივა! უთხრა მან მსახურს: "წაიყვანე დედამისთან”.

20. წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა.

4მეფეთა 20

11. შეღაღადა ესაია წინასწარმეტყველმა უფალს და ათი საფეხურით უკან დააბრუნა ჩრდილი ახაზის გაკეთებულ მზის საათზე, როცა მასზე დაბლა ჩამოდიოდა.

4მეფეთა 21

3. კვლავ ააშენა ხიზკიაჰუს, მამამისის მიერ დანგრეული მაღლობები; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს და გააკეთა აშერი, როგორც ახაბს, ისრაელის მეფეს ჰქონდა გაკეთებული; მთელ ციურ მხედრობას ეთაყვანებოდა და ემსახურებოდა.

ფსალმუნი 18

4. მთელ დედამიწას გასდევს მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მათში დაუდგა მზეს კარავი

5. და ნეფესავით გამოდის საქორწინო პალატიდან; გმირივით ხარობს გზის გარბენას.

6. ცათა ერთი კიდიდანაა მისი აღმოსავალი და ბრუნვა მისი - მეორე კიდემდე; ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.

ფსალმუნი 83

11. რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას იძლევა იგი, არანაირ სიკეთეს არ დაუკავებს უბიწოდ მოარულთ.

ფსალმუნი 103

19. მთვარე შექმნა დროის დასადგენად, იცის მზემ თავისი დასავალი.

ფსალმუნი 148

3. ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქვარსკვლავნო.

ეკლესიასტე 1

3. რა სარგებელი აქვს ადამიანს, მთელი მისი შრომისაგან მზისქვეშეთში რომ ეწევა?

9. რაც იქნება, ის უკვე იყო და, რაც უკვე მოხდა, ისევ ის მოხდება: არაფერია ახალი მზის ქვეშ.

14. ვიხილე მე ყოველი საქმე მზისქვეშეთში რომ გაკეთდა და აჰა, ამაოა ყოველივე და ქარის დევნა!

ესაია 38

8. "აჰა, უკან დავაბრუნებ მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზიას საფეხურებზე, ათი საფეხურით უკან დავაბრუნებ”. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, უკვე ჩავლილი რომ ჰქონდა.

იერემია 8

2. და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის მთელი ლაშქრის წინ, რომლებიც უყვარდათ მათ, რომლებსაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მიყვებოდნენ, რომელთაც ეძებდნენ და რომელთაც თაყვანს სცემდნენ; აღარ მოაგროვებენ და აღარ დაკრძალავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის ზედაპირზე.

იერემია 31

35. ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.

ამოსი 8

9. და იქნება იმ დღეს - ამბობს უფალი ღმერთი - შუადღის მზეს ჩავიყვან და მთელ დღეს დავაბნელებ ქვეყანას.

იონა 4

8. მზე რომ ამოვიდა, მოუხმო ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელ ქარს და დასიცხა მზემ იონა, ისე დასუსტდა, რომ სიკვდილს ნატრობდა; ამბობდა: სიკვდილი მიჯობს ასეთ სიცოცხლესო!

მათე 5

45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

მათე 13

43. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!

მათე 17

2. და ფერი იცვალა მათ წინაშე: მზესავით გაბრწყინდა მისი სახე, ხოლო მისი ტანისამოსი სინათლესავით გასპეტაკდა.

ლუკა 23

44. უკვე დღის ექვსი საათი იქნებოდა, რომ მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.

45. დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა.