1.9.24 Караются противящиеся Богу

Лук сильных преломляется /1цар.2,4/

Бесславяшие Меня будут посрамлены /1цар.2,30/

И отяготела рука

Господня над

Азотянами, и Он

поражал их и наказал

их мучительными

наростами, в Азоте и в

окрестностях его.

После того, как

отправили его, была

рука Господа на

городе - ужас весьма

великий, и поразил

Господь жителей

города от малого до

большого, и показались

на них наросты.

10 И отослали они

ковчег Божий в

Аскалон; и когда

пришел ковчег Божий в

Аскалон, возопили

Аскалонитяне, говоря:

принесли к нам ковчег

Бога Израилева, чтоб

умертвить нас и народ

наш.(1Цaрств 5, 6. 9.10).

Те сказали: если вы

хотите отпустить

ковчег Бога Израилева,

то не отпускайте его

ни с чем, но принесите

Ему жертву

повинности; тогда

исцелитесь и узнаете,

за что не отступает от

вас рука Его. (1Царств 6, 3. 19).

1.9.24 ღვთის წინააღმდეგ მებრძოლნი ისჯებიან

1მფ.2,30; 5,6.9.10; 6,3.19; 2ნეშ.24,24 ფს.33,21 იერ.1,16; 49,20 ეზეკ.39,21 დან.7,26 მარ.3,29 რომ.13,2

 

ბიბლიის მუხლები

 

1მეფეთა 2

30. ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან.

 

1მეფეთა 5

6. დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელს აშდოდს და მის სანახებს.

9. მას შემდეგ რაც მიიტანეს იგი, იყო უფლის ხელი ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი: ჰგვემა უფალმა ქალაქის მკვიდრთ დიდიან-პატარიანად და გამოაჩნდათ ბუგრები.

10. გაგზავნეს ღვთის კიდობანი ასკალონს; როცა მივიდა ასკალონში ღვთის კიდობანი, აკივლდნენ ასკალონელები მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხი!

 

1მეფეთა 6

3. მიუგეს: თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვნის გარეშე ნუ გაგზავნით: შესწირეთ მას დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.

19. მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.

 

2ნეშტთა 24

24. თუმცა მცირე ხალხით მივიდა არამელთა ლაშქარი, დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში უფალმა, რადგან მიატოვეს იუდევლებმა უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. იოაშსაც დაედო მსჯავრი.

 

ფსალმუნი 33

21. მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.

 

იერემია 1

16. გამოვუტან მათ განაჩენს ყველა მათი უკეთურობის გამო, რომ დამივიწყეს, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და თაყვანს სცემდნენ საკუთარ ნახელავს.

 

იერემია 49

20. ამიტომ ისმინეთ უფლის მსჯავრი, ედომს რომ გამოუტანა და მისი ჩანაფიქრი თემანის მცხოვრებლებზე: ბატკანთაგან უმცირესნი ათრევენ მათ და აუოხრებენ სამკვიდრებელს!

 

ეზეკიელი 39

21. მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე;

 

დანიელი 7

26. შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.

 

მარკოზი 3

29. მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა.

 

რომაელთა 13

2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.

 

__თემაზე წერდნენ__

***

კრომველი იმუქრებოდა, მიწის პირისაგან წარვხოცავო ქრისტიანობას; ერთიანად ამოწყვეტდა მეფის ოჯახს და თავის საგვარეულოს განადიდებდა. მაგრამ დახეთ ბედის დაცინვას: ქვიშის მარცვალი აღმოაჩნდა საშარდე ბუშტში. არც რომს დაადგებოდა კარგი დღე, მაგრამ დაილოცოს ქვიშის მარცვალი: კრომველი მოკვდა, მისი საგვარეულო გადაგვარდა, მშვიდობამ დაისადგურა და მალე კვლავ დაბრძანდა ტახტზე მეფე.

__ ბლეზ პასკალი __

 

---------------------------------------

ნიკოლა პუსენი "სასჯელი აშდოდელებზე"