1.2.63 При изучении материи находят Создателя

***

Загляните в свои собственные души и найдите в них искру правды, которую боги поместили в каждое сердце и из которой только вы сами сможете раздуть пламя. — Сократ

***

Открыто являясь тем, кто ищет Его всем сердцем, и скрываясь от тех, кто всем сердцем бежит от Него, Бог регулирует человеческое знание о Себе. Он дает знаки, видимые для ищущих Его и невидимые для равнодушных к Нему. Тем, кто хочет видеть, Он дает достаточно света. Тем, кто видеть не хочет, Он дает достаточно тьмы. — Блез Паскаль французский математик, физик, литератор и философ 1623 - 1662

***

Бог говорит с человеком шёпотом любви, если он не слышит, то голосом совести, если он не слышит — через рупор страданий. — Клайв Стейплз Льюис ирландский писатель и учёный 1898 - 1963

***

Квантовая механика действительно впечатляет. Но внутренний голос говорит мне, что это ещё не идеал. Эта теория говорит о многом, но всё же не приближает нас к разгадке тайны Всевышнего. По крайней мере, я уверен, что Он не бросает кости.) (на V Сольвеевском конгрессе в Брюсселе в октябре 1927). Цитата часто перефразируется как «Бог не играет в кости“ — Альберт Эйнштейн

***

Напрасно перед лицом катастроф XX века многие жалуются: «Как Бог допустил?»… Да. Он допустил: допустил нашу свободу, но не оставил нас во тьме неведения. Путь познания добра и зла указан. И человеку самому пришлось расплачиваться за выбор ложных путей. — Альберт Эйнштейн

1.2.63 მატერიის შესწავლისას აღმოაჩენენ შემოქმედს

__თემაზე წერდნენ__

***

ადამიანური აზროვნების ანალიზს სოკრატე უშუალოდ მიჰყავს ღმერთის აღიარებამდე, ღმერთისა, რომელიც ისეთივე გონივრული და ცხოველმყოფელი საწყისია სამყაროსთვის, როგორც ადამიანის სული მისი სხეულისათვის. "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ", - დეკარტის ეს ცნობილი ფორმულა ოდნავ შესამჩნევად რომ შევცვალოთ, მივიღებთ სოკრატეს მრწამსს: "ვაზროვნებ, მაშასადამე არსებობს", - იგულისხმება არსებობს ღმერთი. გგონია თუ არა, რომ შენ თვითონ გაგაჩნია გონიერების რაღაც ნაწილი? - ეკითხება სოკრატე არისტოტელეს, - ჰოდა, ფიქრობ თუ არა, რომ სხვაგან არსად არავითარი გონიერება არ არსებობს? მაგრამ ხომ იცი, შენს სხეულში რომ მხოლოდ უმცირესი ნაწილია ვრცელი მიწისა და უმცირესი ნაწილი უსაზღვრო წყლისა, რომ ასევე უმნიშვნელო ნაწილებია მასში ყველა დიდი საწყისისა, და მათი ჰარმონიული შეთანხმებითაა შექმნილი იგი? და ამის შემდეგ გგონია, რომ ბედნიერი შემთხვევით მხოლოდ შენ მოგენიჭა სხვაგან არარსებული გონება? ნუთუ ფიქრობ, სიდიდითა და სიმრავლით განუზომელი სამყარო რაღაც უგუნურებითაა მოწესრიგებული?"

პლატონის "სოკრატეს აპოლოგია" გვიმოწმებს, ადამიანური სიბრძნის უმწეობისა და უბადრუკობის შეგნება თავისთავად ნიშნავს ღვთიური სიბრძნის უსასრულობის აღიარებას. კაცს, რომელიც ამტკიცებს, რომ არაფერი არ იცის, ურყევად სწამს ყოვლისმომცველი ცოდნის არსებობა.

__სოკრატეს შესახებ ბ. ბრეგაძე__

 

***

თუ არიან კაცნი, რომლებსაც ნაკლებად სწამთ ღმერთისა და თავიანთი სულების არსებობა ჩემს მიერ მოტანილი არგუმენტების მიხედვით, მე მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ყველა საგანი, რომლებიც მათ, შესაძლოა უფრო სარწმუნონი ჰგონიათ, როგორც მაგალითად, სხეულების, ვარსკვლავების, დედამიწის და სხვა მისთანათა არსებობა, - ნაკლებ

სარწმუნონი არიან ჩვენთვის, რადგან, თუმცა მორალურად ჩვენ გვწამს ამ საგნების არსებობა, რაც გვაიძულებს სისულელედ მივიჩნიოთ დაეჭვება ამ საკითხში, მაინც ყოველთვის, როცა მეტაფიზიკურ უეჭველობაზე მიდგება საქმე, შეუძლებელია, თუკი თანამიმდევრულნი ვიქნებით, უარვყოთ, რომ მათი არსებობის სრული და

ეჭვშეუვალი რწმენა ბათილდება, თუ გულისხმავყოფთ, რომ ძილშიაც გვეჩვენება ხოლმე, თითქოს ვხედავთ სხვა სხეულებს, სხვა მნათობებს, სხვა დედამიწას, თუმცაღა სინამდვილეში არაფერი ამდაგვარი არ არსებობს. რადგან ვინ გვეტყვის დაბეჯითებით, რომ

სიზმარეული აზრები უფრო ყალბია, ვიდრე სიფხიზლისეულნი, მითუმეტეს, რომ პირველნი ხშირად არა ნაკლებ მკაფიონი არიან, ცხადნი, ნათელნი? და რამდენსაც უნდა ჩაჰკირკიტებდნენ ამას ყველაზე დიდი თავები, არა მგონია, რომ მათ შესძლონ მიაკვლიონ ამა თუ იმ საბუთს, რომელიც საკმარისი იქნება

ზემოაღნიშნული ეჭვის გასაქარწყლებლად, თუკი ღმერთის არსებობას არ დაუშვებენ. ვინაიდან ჩემს მიერ ახლახან მიღებული წესი - გვწამდეს, რომ ყველა საგანი, რასაც ცხადად და მკაფიოდ აღვიქვამთ, ჭეშმარიტია, - დაუჯერებელია მხოლოდ იმიტომ, რომ არის ანდა არსებობს ღმერთი, რომ ის არის

სრულქმნილი არსი, და რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფლობთ, მისეულია და მისმიერი. აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენი იდეები, ცნებები თუ წარმოდგენები, როგორც რაღაც რეალურნი და ღმრთისეულნი, რამდენადაც ისინი ცხადნი არიან და ნათელნი, ყველა ამ მხრივ, მხოლოდ ჭეშმარიტნი შეიძლება იყვნენ. ასე რომ, თუ

ჩვენში  მაინც აღიძვრის, და საკმაოდ ხშირადაც მცდარი იდეები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათთვის ნიშნეულია გაურკვევლობა და ბუნდოვანება, იმიტომ რომ, ამ მხრივ, ისინი ეზიარებიან არარსებობას, ე.ი. ისინი მხოლოდ იმიტომ არიან ბუნდოვანნი, რამდენადაც თვითონ ჩვენ ვართ

არასრულქმნილნი. აზრი იმის შესახებ, თითქოს სიყალბე და არასრულქმნილება ღმერთისაგან იღებენ დასაბამს, იმდენადვე ამაზრზენია, რამდენადაც აზრი, თითქოს ჭეშმარიტებისა და სრულქმნილების დასაბამი არარსებობაა. მაგრამ ჩვენ რომ სრულიად არ ვიცოდეთ, რომ ყოველივე ის, რაც ჩვენში

ნამდვილია და ჭეშმარიტი, სრულქმნილი და უსასრულო არსისაგან იღებს დასაბამს, მაშინ, რაგინდ მკაფიო და ნათელიც უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი იდეები, არავითარი საფუძველი არ გვექნებოდა გვემტკიცებინა, თითქოს ისინი სრულქმნილნი არიან და ჭეშმარიტნი.

__დეკარტი__

 

***

ფარდობითობის პრინციპი, მაქსველის განტოლებებთან დაკავშირებით, მოითხოვს, რომ მასა სხეულში არსებული ენერგიის პროპორციული იყოს. სინათლე მასას იტაცებს. ეს მოსაზრება - მხიარული და მომხიბვლელია, მაგრამ დამცინის თუ არა ღმერთი ამაზე და გზას მიბნევს თუ არა - ეს უკვე აღარ ვიცი.

__აინშტაინი__

 

***

გარე სამყაროს მატერიალურობას აინშტაინი იმდენად ძლიერად გრძნობს, რომ ის ხშირად პირდაპირ საწინააღმდეგო ფორმას იღებს. როდესაც აინშტაინი ღმერთზე ლაპარაკობს, მას მხედველობაში მუდამ ბუნების კანონთა შინაგანი კავშირი და ლოგიკური უბრალოება აქვს. მე ამას "ღმერთისადმი მატერიალურ მიდგომას" დავარქმევდი.

__აინშტაინის შესახებ ინფელდი__

 

***

ჩემთვის საკმარისია სიცოცხლის მარადიულ საიდუმლოს ვგრძნობდე, შევიცნობდე და ინტუიციურად ვწვდებოდე ყოველივე არსებულის საუცხოო სტრუქტურას და აქტიურად ვიბრძოდე, რათა ხელი ვტაცო ბუნებაში გამოვლინებულ გონების თუნდაც სულ მცირეოდენ მარცვალს.

__აინშტაინი__

 

***

ღმერთი აირისმაგვარი ხერხემლიანია.

__აინშტაინი__

 

***

შენ გწამს ყომარბაზი ღმერთი. მე კი - სამყაროში ობიექტურად არსებულის სრული კანონზომიერება.

__აინშტაინი მაქს ბორნს__

 

***

მყარი სხეული, აბსოლუტური გაგებით, არ არსებობს. ავიღოთ რკინის მძიმე ბირთვი. იგი ატომებისგან შედგება, ატომები კი ელექტრონებისგან, რომლებიც ერთმანეთს არ ეხებიან. ასე რომ, ბირთვის სიმკვრივე და მთლიანობა სხვა არაფერია, თუ არა შეგრძნებათა ცთომილება. თვალს, რომელიც ამ სხეულის შიგნით შეღწევას, მისი აგებულების დანახვას შეძლებს, ის ზაფხულის თბილ დღეს ჰაერში მოფარფატე ქინქლების გუნდად მოეჩვენება. ბირთვი მყარია, მაგრამ თუ გავახურებთ, დადნება, სითხედ იქცევა; უფრო მეტად თუ გავახურებთ, აორთქლება კიდეც, მაგრამ თავის ბუნებას არ დაკარგავს - რკინად დარჩება.

ჩვენ ახლა სახლში ვიმყოფებით. ჩვენს ირგვლივ ყველაფერი - კედლები, ჭერი, იატაკი, ავეჯი - შედგება ნაწილაკებისგან, რომლებიც ერთმანეთს არ ეხება, გამუდმებით მოძრაობს და ერთიმეორის ირგვლივ ბრუნავს. ასეთივეა ჩვენი სხეულიც. ეს ცეცხლია, რომელიც ჩაუქრობლად ანთია და მუდამ განახლების პროცესშია. ის მდინარესაც წააგავს: დგახარ ნაპირზე და თითქოს ერთსა და იმავე წყალს უყურებ, ის კი მიედინება და ყოველ წამს იცვლება.

ჩვენი სისხლის ყოველი ბურთულა მთელი სამყაროა და ერთ კუბურ მილიმეტრში ხუთი მილიონი ასეთი სამყაროა მოთავსებული. ჩვენს ვენებსა და არტერიებში, მთელ სხეულში ყველაფერი შეუსვენებლად მოძრაობს; ტვინი, თვალები, ნერვები, სისხლი და ხორცი გამუდმებით ახლდება და ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ რამდენიმე თვეში სხეულს ერთი უჯრედიც კი არ რჩება ძველი.

ქინძისთავის თავი 8x1021-მდე ატომს შეიცავს. იცით, ეს რას ნიშნავს? - ამ რიცხვს ყოველ წამს თითო მილიონიც რომ გამოვაკლოთ, თვლა 253 ათასი წელი გაგრძელდება. ასე რომ, წყლის წვეთსა და ქინძისთავის ნამცეცა თავში გაცილებით ბევრი ნაწილაკია, ვიდრე ცაზე - ვარკვლავი, თუნდაც ისინი ყველაზე ძლიერი ტელესკოპით დავითვალოთ. შუალედები კი, რომლებიც ამ ატომებს ერთმანეთს აცილებს, მათზე გაცილებით დიდია.

მაშ, რა აკავებს დედამიწას ამ უსასრულო სიცარიელეში, რა აკავებს მზეს და ყველა სხვა ციურ სხეულს? რას უჭირავს ორ კედელს შორის გადებული რკინის ძელი, რომელზეც მალე ახალი სართული დაშენდება? რა უნარჩუნებს ფორმას ყველა სხეულს?

ძალა.

მთელი ეს უკიდეგანო სამყარო, ყოველი საგანი, ყოველი ცოცხალი არსება, ყველაფერი, რასაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ, უხილავი და უწონო ატომებისგან შედგება. სამყარო ხორცშესხმული დინამიზმია, ამ სამყაროს სული კი ღმერთია, მაგრამ არა პანთეისტური გაგებით, არამედ თეისტული შეხედულებით, რომელიც ცოცხალ, პიროვნულ, ყოვლადბრძენ, ყოვლადმოწყალე და ყოვლისშემძლე შემოქმედს აღიარებს. ჩვენ მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ.

როგორც სული ამოძრავებს სხეულს, ზუსტად ისევე ამოძრავებს სამყაროს ეს მიუწვდომელი არსება! სამყაროს შექმნის წმინდა მექანიკური თეორია ვერასოდეს დააკმაყოფილებს მკვლევარსა და მოაზროვნეს, რომელიც ამ ყოველიეს სიღრმისეულ არსში ჩაწვდომას ცდილობს.

აი ასე აღიქვამდა სამყაროს დიდი ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ასტრონომი და მეცნიერების ისტორიკოსი კამილ ფლამარიონი (1848-1925)

 

***

ღმერთი როგორც ბუნების შემოქმედი ადამიანებს ეცხადება თავის ქმნილებათა და ბუნებაში კანონზომიერებათა მეშვეობით: და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება (რომ. 1, 20). ეს ღმერთის „ბუნებრივი გამოცხადებაა“, განსხვავებით „ზებუნებრივი გამოცხადებისგან“, რომელიც გვეძლევა წმ. წერილის მეშვეობით. ამიტომ მეცნიერება განიმარტება, როგორც ადამიანის ინტელექტუალური მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია ღვთის ბუნებრივი გამოცხადების – ბუნების, შემეცნებისკენ. გამარტივებულად: მეცნიერება – ესაა ბუნების, ღვთის ქმნილების ღვთისმეტყველება. ბუნების შესწავლისას ადამიანი აღმოაჩენს ფარულ შემოქმედს, ისევე, როგორც პოეტს ვხედავთ ლექსების სიტყვებს მიღმა, ან მხატვარს – ფერთა თამაშის უკან

__.ვლადიმერ გომანკოვი__