1.6.4. Пусть Господь расположится к разуму и чувствам.

Ис.57,15 Рим.15,13 Еф.4,16 Флп.4,7 Кол.2,7,, 3,[15]

Ибо так говорит Высокий и Превознесенный, вечно Живущий, - Святый имя Его: Я живу на высоте небес и во святилище, и также с сокрушенными и смиренными духом, чтобы оживлять дух смиренных и оживлять сердца сокрушенных. (Ис.57,15);

Бог же надежды да исполнит вас всякой радости и мира в вере, дабы вы, силою Духа Святаго, обогатились надеждою. (Рим.15,13);

из Которого все тело, составляемое и совокупляемое посредством всяких взаимно скрепляющих связей, при действии в свою меру каждого члена, получает приращение для созидания самого себя в любви. (Еф.4,16);

Не заботьтесь ни о чем, но всегда в молитве и прошении с благодарением открывайте свои желания пред Богом, (Флп.4,7);

будучи укоренены и утверждены в Нем и укреплены в вере, как вы научены, преуспевая в ней с благодарением. (Кол.2,7);

И да владычествует в сердцах ваших мир Божий, к которому вы и призваны в одном теле, и будьте дружелюбны. (Кол.3,[15]);

 

1.6.4. გონებას და გრძნობებს დაე უფალი წარმართავდეს

ეს. 57,15; რომ. 15,13; ეფ. 4,16; ფლპ. 4,7; კოლ. 2,7; 3,[15]

ბიბლიის მუხლები

 

ესაია 57

15. რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.

 

რომაელთა 15

13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენიმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.

 

ეფესელთა 4

16. ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.

 

ფილიპელთა 4

7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.

 

კოლასელთა 2

7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.

 

კოლასელთა 3

15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.=1.6.4. 

 

__თემაზე წერდნენ__

***

რწმენა ღვთიური ნიჭია. ნუ გგონიათ, თითქოს ჩვენ ვიტყვით, რომ ის ნიჭია აზროვნებისა. სხვა რელიგიები ამნაირად არ ახასიათებენ თავიანთ რწმენას: ისინი მხოლოდ აზროვნებას მიიჩნევენ რწმენისაკენ მიმავალ გზად, თუმცაღა ამ გზას არასოდეს არავინ მიუყვანია რწმენამდე.

__ ბლეზ პასკალი __

 

***

თქვენს დიდ გონებას რაღას შემატებს

სიტყვა და რჩევა,

მაგრამ სიბრძნესაც კი ეჭირვება,

ზეცის თანხმობა და ღვთის კურთხევა.

__აკაკი წერეთელი__