3.15.6. Молитва при испытании Божьего гнева

Чис.11,1.2

.

Народ стал роптать вслух Господа; и Господь услышал, и воспламенился гнев Его, и возгорелся у них огонь Господень, и начал истреблять край стана.

И возопил народ к Моисею; и помолился Моисей Господу, и утих огонь. (Чис. 11, 1.2).

И сказал весь народ Самуилу: помолись о рабах твоих пред Господом Богом твоим, чтобы не умереть нам; ибо ко всем грехам нашим мы прибавили еще грех, когда просили себе царя. (1-я Царств.12,19)

3.15.6. ლოცვა ღვთის რისხვით მოწეული განსაცდელის ჟამს

დაბ.18,23-32 გამ.32,12-14 რიცხ.11,1.[2]; 14,13-20; 16,45-48; 21,7 რჯ.9,19.20; 1მფ.12,19 ფს.77,34.35; 105,23 ეს.37,4 იერ.42,2 ამ.7,2-6 საქ.8,24 იაკ.5,16; 1ინ.2,1.2; 5,16

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

23 მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?

24 იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?

25 არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.

26 უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.

27 მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:

28 ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.

29 განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.

30 თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.

31 თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.

32 უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.

გამოსვლა 32

12. რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან.

13. გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი, რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონო.

14. გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს.

რიცხვნი 11

1. როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.

2. შეჰღაღადა ხალხმა მოსეს და შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.

რიცხვნი 14

13. უთხრა მოსემ უფალს: შეიტყობს ეგვიპტე, საიდარც შენი ძლიერებით ამოიყვანე ეს ხალხი,

14. და ეტყვიან მაგ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ თვალდათვალ ეცხადები მათ შენ, უფალი; შენი ღრუბელი ადგას მათ, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლის სვეტში.

15. თუ ერთიანად ამოხოცავ ამ ხალხს, იტყვიან ხალები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:

16. ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის შეყვანა აღთქმულ ქვეყნად და უდაბნოში დაკლა.

17. აწ, იდიდოს უფლის ძალმა, როგორც ნათქვამი გაქვს.

18. სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისგან მესამე და მეოთხე თაობაში.

19. შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.

20. თქვა უფალმა: შემინდვია, შენი სიტყვისამებრ.

რიცხვნი 16

45 “მოსცილდით ამ თემს და მოვსპობ მათ წამში.” და პირქვე დაემხნენ ისინი.

46 და უთხრა მოსემ აარონს: “აიღე საცეცხლური, და ჩადე მასში ცეცხლი

სამსხვერპლოდან, და დაადე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისგან, და დაიწყო მუსვრა.”

47 და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ დაიწყო მუსვრა ხალხში. და დაადო საკმეველი და შეუნდო ხალხს.

48 და ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის, და შეწყდა მუსვრა.

რიცხვნი 21

7. მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის.

მეორე რჯული 9

19. რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლალ. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა.

20. ძლიერ გაუწყრა აარონს, დაღუპვა უნდოდა მისი, და მე შევევედრე მაშინ აარონის გამოც.

1მეფეთა 12

19. უთხრა ხალხმა სამუელს: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მორჩილთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.

ფსალმუნი 77

34. როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს.

35. და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.

ფსალმუნი 105

23. დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.

ესაია 37

4. ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.

იერემია 42

2. და უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: გევედრებით, ილოცე ჩვენთვის უფლის, შენი ღვთის მიმართ, მთელი ამ დანარჩომისთვის, რადგან მრავლიდან მცირენი დავრჩით, როგორც საკუთარი თვალით გვხედავ.

ამოსი 7

2. როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.

3. გადაიფიქრა უფალმა, არ მოხდებაო, თქვა უფალმა.

4. ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები.

5. მე ვთქვი: უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.

6. გადაიფიქრა უფალმა, არც ეს მოხდებაო, თქვა უფალმა ღმერთმა.

საქმენი მოციქლთა 8

24. მიუგო სიმონმა და თქვა: შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ თქვენი ნათქვამიდან არა მოიწიოს რა ჩემზე.

იაკობი 5

16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.

1იოანე 2

1. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.

2. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.

1იოანე 5

16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი.