2.15.9. Пророчествуйте нам прятное, лестное

3цар.22,8,, 2Пар.16,10,, 18,7.17.21.23,, 24,19.21,, 25,16 Ис.30,[10.11] Иер.5,31; 26,11,, 38,4 Ам.2,12 Мих.2,6.11,, Ин.7,7,, 8,45,, 15,24 Деян.4,17,, 5,28 Рим.1,28,, 8,7,, 16,18 Гал.4,16

2.15.9. სიმართლის ნაცვლად საამო, სასეირო რამ გვიწინასწარმეტყველეთო

3მფ.22,8,, 2ნეშ.16,10,, 18,7.17.23,, 24,19.21,, 25,16 ეს.30,[10.11] იერ.5,31; 26,11,, 38,4 ამ.2,12 მიქ.2,6.11,, ინ.7,7,, 8,45,, 15,24 საქ.4,17 რომ.1,28,, 8,7-9,, 16,18 გალ.4,16

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 22

8. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქა იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.

2ნეშტთა 16

10. განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს.

2ნეშტთა 18

7. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქაი იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.

17. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.

23. მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და სილა გააწნა მიქაიას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სიტყვამ და შენში მეტყველებს?

2ნეშტთა 24

19. მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ. ამხელდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ.

21. შეითქვნენ მის წინააღმდეგ და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის სახლის ეზოში.

2ნეშტთა 25

16. როცა ამას ეუბნებოდა, უთხრა მას მეფემ: რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე. რისთვის უნდა მოაკლევინო თავი? შეწყვიტა წინასწარმეტყველმა და თქვა: ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ასე გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა.

ესაია 30

10. რომლებიც ეუბნებიან მისნებს: ნურაფერს ხედავთ, და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით საამური სიტყვები, სასეიროდ გვიწინასწარმეტყველეთ!

11. გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო.

იერემია 5

31. ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?

იერემია 26

11. მოახსენეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელს ერს: სასიკვდილოა ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საბოროტოდ ქადაგობს, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ.

იერემია 38

4. უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი იმის გამო, რომ იმედს უკარგავს ამ ქალაქში დარჩენილ მეომრებს და მთელს ხალხს ამგვარი ლაპარაკით. რადგან მშვიდობას კი არ ეძებს ეს კაცი ამ ხალხისთვის, არამედ უბედურებას.

ამოსი 2

12. თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო!

მიქა 2

6. ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს.

11. ოჰ, ერთი მოიტყუებდეს ქარისა და სიცრუის მდევნელი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო. ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი.

იოანე 7

7. თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი.

იოანე 8

45. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი.

იოანე 15

24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.

საქმე მოციქულთა 4

17. მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.

რომაელთა 1

28. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.

რომაელთა 8

7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.

8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს.

9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.

რომაელთა 16

18. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.

გალატელთა 4

16. მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ?