4.19.37 Двоякие гири - неверные весы

4.19.37 არ ვიქონიოთ არასწორი, მატყუარა საწონი

ლევ.19,36 რჯ.25,13.15 იგავ.11,1; 20,10.23 ეზეკ.45,10 ოს.12,7 ამ.8,5 მიქ.6,11

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19

36. სწორი სასწორი, სწორი საწონი, ეფა და სწორი ჰინი იქონიეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.

მეორე რჯული 25

13. ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.

15. სრული და სწორი გქონდეს საწონი, სრული და სწორი გქონდეს საწყაო, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

იგავნი 11

1. მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.

იგავნი 20

10. მრუდე საწონი, მრუდე საზომი - ერთიც და მეორეც სისაძაგლეა უფლისთვის.

23. სისაძაგლეა უფლისთვის ორგვარი საწონი, მატყუარა სასწორი არ არის კარგი.

ეზეკიელი 45

10. მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა იქონიოთ.

ოსია 12

7. ყალბი სასწორია ქანაანელის ხელში, უყვარს ჩაგვრა!

ამოსი 8

5. რომ ამბობთ: როდის გაივლის თვე, რომ მარცვლეული გავყიდოთ და შაბათი, რომ ხორბლის ბეღელი გავხსნათ, საწყაო შევამციროთ, შეკელის ფასი გავზარდოთ და მოვატყუოთ ცრუ სასწორებით.

მიქა 6

11. განა ავიტან უმართლო სასწორს და ყალბ საწონებს კალთაში?