4.15.46 Выкидыш - самопроизвольный и умышленный аборт

4.15.46 აბორტი - ნებითი ან უნებლიე მუცლის მოწყვეტა

- კანონები მის შესახებ გამ.20,13; 21,22-25

- ჩივილი უბედურებისას იობ.3,16

- ცხოველთა ჭექაქუხილში ფს.28,9

- უფლის ნებაშია ეს.66,9

- სასჯელი ოს.9,14

- სიმბოლურად უეცარი მოქცევის შესახებ 1კირ.15,8

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20

13. არა კლა.

გამოსვლა 21

22. თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ.

23. თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ.

24. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.

25. დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ.

იობი 3

16. რატომ არ ვარ მკვდრადნაშობივით გადამალული, ჩვილივით, რომელსაც სინათლე არ უნახავს!

ფსალმუნი 28

9. ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.

ესაია 66

9. მივაღწევინებ მშობიარობამდე და არ ვამშობიარებ?” – ამბობს უფალი. – „მე შემიძლია გამოვიწვიო და შევწყვიტო შობა!” – ამბობს შენი ღმერთი. –

ოსია 9

14. მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი.

1კორინთელთა 15

8. ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს.