1.9.55 Выход царя Содома на встречу Аврама

***

Быт. 14:17-21. Тут повествуется об одной из наиболее впечатляющих в Ветхом Завете встреч. Два царя встретили Аврама по его возвращении с войны, и эти двое являли собой полную противоположность друг другу. Бера, нечестивый правитель нечестивого Содома (стих 2), и Мелхиседек, царь Салима

Бытие 14 глава — Библия — Комментарии Далласской семинарии

***

14:17, 18 Когда Аврам возвращался домой, его встретил царь Содома. Точно также и сатана искушает верующих, одержавших духовную победу. Но Мелхиседек, царь Салима и священник Бога Всевышнего, вовремя укрепил Аврама, предложив ему хлеб и вино.

14:21-24 Царь Содома говорит, по сути, следующее: "Отдай мне людей, а себе забери все материальные блага". Сатана и сегодня пытается соблазнить нас тленными вещами в то время, как вокруг нас гибнут люди. Аврам ответил, что не возьмет себе ничего — ни нитки, ни ремня от обуви.

Бытие 14 глава — Библия — Комментарии МакДональда

1.9.55 სოდომის მეფის გამოგებება აბრამის წინაშე

დაბ.14,[17]

.

გამარჯვებულ აბრამს ორი მეფე მიეგება:

- სოდომის მეფე, რომლის ქვეშევრდომიც იყო აბრამის ძმისწული ლოტი და რომლის გასანთავისუფლებლადაც იბრძოლა აბრამმა დაბ.14,12-16.[17]

- შალემის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, მელქიცედეკი დაბ.14,18-20

.

ერთი მაცდურია, უსიტყვოდ და უძღვნოდ გამოსული, მეორე - მაკურთხებელი. საკადრის პასუხს აძლევს ამქვეყნიურს არდახარბებული პატრიარქი ერთს და ღმერთის მადიდებელი ალაფის მეათედს აძლევს - მეორეს.

.

სოდომის მეფე, გარკვეულწილად გამარჯვებულს პატივს მიაგებს, მაგრამ უნდა ითქვას, როგორც უკეთური ქედს იდრეკს მართლის წინაშე იგავ.14,19

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

17. გამოეგება სოდომის მეფე შავეს ველზე, რომელსაც ახლა სამეფო ველს უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.

18. და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი.

19. აკურთხა იგი და თქვა: "კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ.

20. კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.

21. უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: "ხალხი მომეცი, ქონება კი შენთვის დაიტოვე”.

22. უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: "აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის მფლობელისადმი,

23. რომ ძაფსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ ავიღებ იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო - მე გავამდიდრეო აბრამი!

24. გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ხვდათ წილად; ყანერმა, ეშქოლმა და მამრემ თავ-თავიანთი წილი წაიღონ”.

იგავნი 14

19. ბოროტეულნი კეთილთა წინაშე მოიდრიკებიან, უკეთურნი კი მართლის კარიბჭეებთან.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.14,17 სოდომის მეფე, შალომის მეფის საპირისპიროდ, უსიტყვოდ და ძღვნის გარეშე გამოვიდა.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***

დაბ.14:17-21. აქ მოთხრობილია ძველი აღთქმის ერთერთ ყველაზე შთამბეჭდავ შეხვედრაზე. ორი მეფე შეხვდა ომიდან გამარჯვებით დაბრუნებულ აბრამს და ეს ორნი ერთმანეთის საპირისპირონი არიან. ბერაყი (მუხლი 2), უწმიდური სოდომის უწმიდური მმართველია, ხოლო მელქიცედეკი უზენაესი ღმერთის მღვდელია (18).

__ დალასის სემინარიის კომენტარი __

***

დაბ.14:17.18 როდესაც აბრამი ბრუნდებოდა სახლში, მას გამოეგება სოდომის მეფე. სწორედ ასევე სატანაც აცდუნებს მორწმუნეს სულიერი გამარჯვების შემდეგ. ხოლო შალემის მეფე და უზენაესი ღმერთის მღვდელი მელქიცედეკი განამტკიცებს აბრამს პურ-ღვინით.

დაბ.14:21-24 სოდომის მეფე არსებითად ამბობს შემდეგს: "ხალხი მომეცი, მატერიალური სიკეთეები კი შენთვის დაიტოვე". სატანა დღესაც ცდილობს გვაცთუნოს ხრწნადი ნივთებით იმ დროს, როდესაც იღუპებიან ადამიანები. აბრამმა უპასუხა, რომ ძაფსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ აიღებს.

__ მაკდონალდის კომენტარი __

***

დაბ.14,17 სოდომის მეფე, როგორც ჩანს, ფისოვან ადგილებში უნდა დაღუპილიყო (დაბ.14,10) და ეს უკვე მისი მემკვიდრე უნდა იყოს. ის შეცდომით ფიქრობდა, რომ აბრამი ისარგებლებდა გამარჯვებულის უფლებით და მის ხალხს დაიტოვებდა (დაბ.14,21).

__ ეპისკ. ბესარიონ ნეჩაევი __

----------------

რაფაელ სანტის ნახატი