4.15.58 Деторождение

4.15.58 მშობიარობა, შვილების შობა

- ღმერთის ნებისამებრ გამრავლებისთვის დაბ.1,28

- ღმერთი ადევნებს თვალყურს მუცლის ნაყოფს ეს.46,3

- ღმერთია მამშობიარებელი ეს.66,9

- ხის და ქვის კერპების მამშობიარებლად მაღირებლები იერ.2,27

- უშობლობა ცოდვის გამო ოს.9,11

- ყველა ადამიანი დედაკაცის ნაშობია იობ.14,1

- კანონიერი ქორწინების შედეგად 1ტიმ.5,14

- უკანონოდ შობა ოს.5,7

- ახლავს ტკივილები დაბ.3,16

- კივილი მშობიარისა იერ.4,31

- მშობიარობას ესაჭიროება ძალა 4მფ.19,3

- მშობიარობას გადაყოლა დაბ.35,17

- მოაქვს სიხარული იოან.16,21

- იშვა მესია ლუკ.2,7

- გადარჩენა შვილების შობით 1ტიმ.2,15

- მსახურების გამრავლება საკუთარ სახლში დაბ.14,14

- საკუთარ სახლს გარეთ შობა ლევ.18,9

- წინასწარ უწყება შობის შესახებ დაბ.16,11

- შობა სიბერეში დაბ.18,13

- ტყუპების შობა დაბ.25,24

- შობადობის შეწყვეტა დაბ.29,35

- მხევლისგან შობა დაბ.30,3

- მამა შორს იყო მშობიარობის დროს დაბ.38,5

- ახალშობილთა მკვლელობა გამ.1,16

- ახალშობილის გადაგდება ეზეკ.16,5

- ახალშობილის შეცვლა 3მფ.3,21

- ნაადრევად მშობიარობა ფიზიკური ტრავმით გამ.21,22

- ნაადრევად მშობიარობა ფსიქოლოგიური ტრავმით 1მფ.4,19

- მშობიარე უწმიდურია და გაწმენდას საჭიროებს ლევ.12,2

.

ცხოველთა მშობიარობის შესახებ იობ.39,1 ფს.28,9

.

სიმბოლურად:

- სიცრუის შობა იობ.15,35

- ბოროტების შობა ეს.59,4

- მშობიარობის ტკივილებს შედარება ფს.47,6

- ტანჯვა ეს.45,10

- შობის დღის დაწყევლა იერ.20,14

- ტკივილი იერ.22,23

- შიში იერ.48,41

- წუხილი იერ.50,43

- სიშიშვლე ოს.2,3

- უგუნურება ოს.13,13

- ძრწოლა მიქ.4,9

- მეორედ მოსვლა მარ.13,8

- ხორცისგან შობილი იოან.3,6 გალ.4,23

- სულისგან შობილი იოან.3,8

- ცოდვისგან სიკვდილის შობა იაკ.1,15

- ხელახლა შობა - სულისგან შობა 1პეტ.1,23 ტიტ.3,5

- სიმართლის მოქმედი ღმერთისგანაა შობილი 1იოან.2,29

- ღვთისგან შობილი არ სცოდავს 1იოან.3,9

- ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი 1იოან.4,7

- ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთისგან არის შობილი 1იოან.5,1

- სულიერი მშობელი - სახარებით დამმოძღვრავი 1კორ.4,15 გალ.4,19

- ისრაელი - მესიის მშობელი გმცხ.12,2.5

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.

დაბადება 3

16. უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.

დაბადება 14

14. როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე.

დაბადება 16

11. უთხრა უფლის ანგელოზმა: "ორსულად ხარ, ვაჟს შობ და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოხედა უფალმა შენს ტანჯვას.

დაბადება 18

13. და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?

დაბადება 25

24. დადგა მშობიარობის ჟამი და, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.

დაბადება 29

35. კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან ვადიდებ უფალს”. ამიტომ უწოდა სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.

დაბადება 30

3. უთხრა რახელმა: "აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი, შედი მასთან, ჩემს მუხლებზე შობს და მეც მეყოლება მისგან შვილები”.

დაბადება 35

17. მშობიარობის გასაჭირში უთხრა ბებიაქალმა: "ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს შენ”.

დაბადება 38

5. კვლავ ეყოლა ძე, რომელსაც სახელად შელა დაარქვა. ქეზიბში იყო იუდა მისი შობის დროს.

გამოსვლა 1

16. უთხრა: "ებრაელ ქალებს, რომ მოამშობიარებთ, შეხედეთ, თუ ვაჟი იქნება, მოკალით, ხოლო თუ ქალი იქნა - იცოცხლოს”.

გამოსვლა 21

22. თუ ჩხუბისას ორსულ ქალს დაჰკრავენ და ნაადრევად იმშობიარებს იგი, მაგრამ ზიანი არ მიადგება, მაშინ დაეკისროს დამნაშავეს რასაც იმ ქალის ქმარი მოითხოვს და გადაიხადოს მსაჯულების დადგენილებისამებრ.

ლევიანნი 12

2. "უთხარი ისრაელიანებს: თუ დაორსულდება ქალი და შობს მამრს, უწმიდურია იგი მაშინ შვიდ დღეს; როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი.

ლევიანნი 18

9. შენი დის, მამაშენის ან დედაშენის ასულის, სახლში ან გარეთ შობილის სიშიშვლე არ გამოაჩინო.

1მეფეთა 4

19. ყელის რძალი, ფინხასის ცოლი მოსალოგინებელი იყო. როგორც კი ღვთის კიდობნის წაღების, თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი გაიგო, მუხლებზე დაეცა და შვა, რადგან უცაბედად დაეწყო მშობიარობის ტკივილები.

3მეფეთა 3

21. ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.

4მეფეთა 19

3. უთხრეს: "ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღეა ეს დღე, რადგან საშოს კარს მოადგნენ ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.

იობი 14

1. "ადამიანი, დედაკაცის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა წუხილით.

იობი 15

35. დაორსულდებიან სიავით და შობენ სიცრუეს; გული სავსე აქვთ მზაკვრობით!”

იობი 39

1. „თუ უწყი ჟამი ჯიხვთა შობადობისა? ფურირემთა მშობიარობა თუ გინახავს?

ფსალმუნი 28

9. ხმა უფლისა ირმებს მოამშობიარებს და ტყეებს მოაშიშვლებს; ყოველივე მის დიდებაზე მეტყველებს მის ტაძარში.

ფსალმუნი 47

6. ძრწოლამ შეიპყრო ისინი, მშობიარესავით იკლაკნებიან.

ესაია 45

10. ვაი თავის მამისთვის მთქმელს: "რისთვის ჩამსახე?” ან ქალისთვის: "რად ეწამე ჩემზე მშობიარობისას?”

ესაია 46

3. "მისმინე, სახლო იაკობისა და ისრაელის სახლის მთელო ნატამალო! ჩემს მიერ იქენით შობილნი და დედის საშოდანვე მე გატარებდით.

ესაია 59

4. არავინ ჩივის სამართლიანად, არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით, ამაოებაზე დაიმედებულან, ცრუობენ, უსამართლობით ფეხმძიმდებიან და ბოროტებას შობენ.

ესაია 66

9. მშობიარობამდე მივიყვან და არ ვამშობიარებ? - ამბობს უფალი. როგორ დავხშავ, როცა მე ვარ მამშობიარებელი? - ამბობს შენი ღმერთი.

იერემია 2

27. ხეს რომ ეუბნებიან: ჩვენი მამა ხარო, და ქვას: შენ გვშობეო, რადგან ზურგი მაქციეს და არა სახე; ხოლო უბედურება რომ დაატყდებათ, ამბობენ: მოდი და გვიხსენიო!

იერემია 4

31. თითქოს მშობიარე ქალის ხმა მესმა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა; სული ეხუთება, ხელებს იწვდის და ამბობს: "ვაიმე, რადგან ჩემს მოსაკლავად მოდიან!”

იერემია 20

14. წყეული იყოს ის დღე, როცა დავიბადე! დაე, ის დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!

იერემია 22

23. შენ, რომელიც ლიბანში მკვიდრობ და კედრებში ბუდობ, გაიტანჯები, როცა ტკივილი მოგეწევა მშობიარე ქალივით.

იერემია 48

41. დაპყრობილ იქნა კერიოთი, ციხე-სიმაგრენი - აღებული; იმ დღეს მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე ქალის გულივით იქნება.

იერემია 50

43. გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი და ხელები დაუდუნდა, ტანჯვამ და მწუხარებამ შეიპყრო მშობიარე ქალივით.

ეზეკიელი 16

5. არავის თვალს არ შებრალებიხარ, რომ ერთი რამ მაინც გაეკეთებინა შენთვის თანაგრძნობის ნიშნად, ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან მოგიძულეს.

ოსია 2

3. თორემ გავაშიშვლებ და გამოვამზევებ, როგორც შობის დღეს იყო. უდაბნოდ ვაქცევ და გამომშრალ მიწასავით წყურვილით მოვკლავ.

ოსია 5

7. უფალს უღალატეს, რადგან უკანონო შვილები შობეს; ახალმთვარობა შეჭამს მათ და მათ მიწას.

ოსია 9

11. ჩიტივით გაუფრინდება დიდება ეფრემს! არც შობადობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!

ოსია 13

13. მშობიარეს ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, რადგან ახლა იმის დრო არ არის, რომ საშოს კარებთან დაყოვნდეს.

მიქა 4

9. ახლა რაღად მოსთქვამ ხმამაღლა? განა არ არის შენში მეფე? თუ დაიღუპნენ შენი მრჩეველნი, მშობიარესავით რომ შეუპყრიხარ ძრწოლას?

მარკოზი 13

8. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.

ლუკა 2

7. და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა ბაგაში, რადგან ადგილი არ იყო მათთვის სასტუმროში.

იოანე 3

6. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.

8. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.

იოანე 16

21. დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.

იაკობი 1

15. როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.

1პეტრე 1

23. რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან - ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ.

1იოანე 2

29. თუ იცით, რომ მართალია იგი, ისიც იცოდეთ, რომ სიმართლის ყოველი მოქმედიც მისგანაა შობილი.

1იოანე 3

9. ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სცოდავს, რადგან მისი თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისგან არის შობილი.

1იოანე 4

7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან სიყვარული ღვთისგანაა; ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.

1იოანე 5

1. ყოველი, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთისგან არის შობილი, და ყველას, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.

1კორინთელთა 4

15. ვინაიდან, თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამა ბევრი ვერ გეყოლებათ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.

გალატელთა 4

19. ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება.

23. მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული - აღთქმის მიხედვით.

1ტიმოთე 2

15. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ ღირსებით იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში გონიერებით.

1ტიმოთე 5

14. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ.

ტიტე 3

5. მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

გამოცხადება 12

2. ფეხმძიმედ იყო და გაჰკიოდა, მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა.

5. და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით; და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან.