1.10.20. Крестимся с именем Иисуса Христа

Деян.8,16

1.10.20. ვინათლებით იესო ქრისტეს სახელით

როგორც წყლით, ასევე - სული წმიდით მათ.28,19 საქ.8,[16]; 10,48; 19,1-6; 1კორ.1,13-15

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 28

19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;

 

საქმე მოციქულთა 2

38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.

 

საქმე მოციქულთა 8

16. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით.

 

საქმე მოციქულთა 10

48 უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.

 

საქმე მოციქულთა 19

1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა.

2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.

3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.

4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.

5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

 

1კორინთელთა 1

13. ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით?

14. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა.

15. რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ნათლისღების საიდუმლოში ყოველ ადამიანს წმიდა სამების სახელით ენიჭება თავისუფლება.

__ წმ. ეფრემ ასური __

 

***

ნათლისღების საიდუმლო წმიდა სამების სახელით აღესრულება, რამეთუ სწორედ სამებისაგან მოგვენიჭა საღმრთო მადლი... ღმერთმა არა როგორც რისამე არმქონემ და ნაკლულოვანმა, არამედ როგორც მამამ, თავისი სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, ყოველივე შეჰქმნა თავისგან არსებული სიტყვით, და წმიდა ემბაზსაც იგი ძითვე აფუძნებს. რასაც არ უნდა იქმოდეს მამა, ყოველივეს იგი ძით იქმს სულისმიერ; ასევე ნათლისღების საღმრთო საიდუმლოშიც მამა ვისაც ნათლავს, ის ძითაც ინათლება, ის სულიწმიდით ნათლდება და იკურთხევა საღმრთო ძალის ზემოქმედებით, რამეთუ წმიდა სამების მოქმედება ერთიანია.

__ წმ. ათანასე ალექსანდრიელი __