3.42.9 Лицемерные и не лицемерные дела

3.42.9 პირფერული და უპირფერო საქმეები

პირფერობის სხვადასხვაობანი:

- ქვეყნიური მათ.23,5-7

- სახარებისეული 2პეტ.2,10-22

- კანონიკური რომ.10,3

- სატანური 2კორ.11,13-15

.

დახასიათებულია როგორც:

- "შენზე წმიდა ვარ” ეს.65,5

- მოჩვენებითი მსახურება ეზეკ.33,31.32

- მოჩვენებითი ქველმოქმედება მათ.6,2.5.16

- მოყვასის განკითხვა მათ.7,3-5

- ტრადიციებთან მიჯაჭვულობა მათ.15,1-9

- ტიტულებისა და ღირსეულად წარმოჩინების სიყვარული მათ.23,6.7

- სიბრმავე მათ.23,17-26

- გაუფრთხილებელი დამოკიდებულება მნიშვნელოვანი ვალდებულებებისადმი მათ.23,23.24

- შინაგანი განუახლებლობა ლუკ.11,39

- სიტყვის და საქმის დაცილება ლუკ.13,14-16

- თვითმართლობა ლუკ.18,11.12

- გარეგნულით დაინტერესებულობა ლუკ.20,46.47

- ანგარება 2პეტ.2,3

.

პირფერული რწმენის მაგალითები:

- იაკობი დაბ.27,18-20

- იაკობის ძეები დაბ.37,31-33

- დალილა მსაჯ.16,19

- ჰეროდე მათ.2,7.8

- იუდა მათე 26,25

- ფარისევლები იოან.8,4-9

- ანანია და საფირა საქ.5,2

- პეტრე გალ.2,11-14

- ცრუმეტყველნი 1ტიმ.4,2

.

უპირფერო რწმენა 2ტიმ.1,5

- ზეციური სიბრძნე არ არის თვალთმაქცი იაკ.3,17

- უთვალთმაქცო სიყვარული 1პეტ.1,22 რომ.12,9; 2კორ.6,6; 1ტიმ.1,5

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 27

18. მივიდა იგი მამასთან და უთხრა: "მამა!” მიუგო: "აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო?”

19. უთხრა იაკობმა მამამისს: "მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა”.

20. უთხრა ისაკმა თავის ძეს: "რა მალე მოგინადირებია, შვილო!” მიუგო: "უფალი, შენი ღმერთი შემეწია”.

დაბადება 37

31. აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.

32. წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”

33. იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”

მსაჯულნი 16

19. კალთაში ჩააძინა სამსონი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; იწყო სამსონმა დაკნინება, და გამოეცალა ძალა.

ესაია 65

5. ამბობენ: "განზე გადექ, ნუ მომიახლოვდები, რადგან შენზე წმიდა ვარ”. ესენი კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლივით ანთია მთელი დღე.

ეზეკიელი 33

31. ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.

32. აჰა, მხოლოდ სასიყვარულო სიმღერა ხარ მათთვის, ადამიანის მიერ მშვენიერი ხმით ნამღერი, რადგან შენს სიტყვებს ისმენენ, მაგრამ არ ასრულებენ.

მათე 2

7. მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა.

8. გაგზავნა ისინი ბეთლემს, თან უთხრა: "წადით და გულმოდგინედ გამოიძიეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას”.

მათე 6

2. როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

5. როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

16. როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

მათე 7

3. რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?

4. ან როგორ ეუბნები შენს ძმას - მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!

5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.

მათე 23

5. ყველაფერს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და სამოსის კალთებს იგრძელებენ.

6. უყვართ ნადიმებზე სათავეში ჯდომა, ხოლო სინაგოგებში - წინა ადგილებზე.

7. მისალმებანი მოედნებზე და რაბის რომ უწოდებენ ადამიანები.

17. უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია - ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?

18. და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო.

19. ბრმანო, რომელი უფრო დიდია - ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს?

20. ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.

21. ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მცხოვრებსაც.

22. ხოლო, ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.

23. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.

24. ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!

25. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით.

26. ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.

მათე 26

25. მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”

ლუკა 11

39. უთხრა მას უფალმა: "ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე.

ლუკა 13

14. სინაგოგის უფროსი კი გაჯავრდა, შაბათს რომ განკურნა იესომ და უთხრა ხალხს: "ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება; ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს - არა”.

15. უფალმა კი უთხრა პასუხად: "თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად?

16. ეს კი აბრაჰამის ასულია, რომელიც აგერ უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრა სატანამ. განა არ შეიძლებოდა ამ ხუნდებიდან შაბათ დღეს მისი გათავისუფლება?”

მათე 15

1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობრები და უთხრეს:

2. "რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას”.

3. მიუგო მათ პასუხად: "თქვენ რაღატომ არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემების გამო?

4. რადგან თქვა ღმერთმა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.

5. თქვენ კი ამბობთ: თავისუფალია თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას, შესაწირიაო, რითაც უნდა დაგხმარებოდი,

6. ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას; და გააუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემების გამო.

7. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა:

8. ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან.

9. ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”.

ლუკა 18

11. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ - მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა.

12. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.

იოანე 8

4. უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;

5. მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”

6. ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.

7. რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”

8. მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.

9. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.

საქმეები 5

2. და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.

იაკობი 3

17. ხოლო მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, პირველ რიგში, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, თავმდაბალი, მორჩილი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.

1პეტრე 1

22. და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.

2პეტრე 2

3. ანგარებით, მაცდური სიტყვებით გამოგიყენებენ საკუთარ თა­ვზე მსჯავრის დასატეხად; არ დააგვიანებს მათი განკითხვა და არ თვლემს მათი დაღუპვა.

10. უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;

11. მაშინ, როცა ანგელოზებიც კი - მათზე მაგარნი და ძლევამოსილნი, არ წარმოთქვამენ უფლის წინაშე, მათ საწინააღმდეგოდ საგმობ ბრალდებას.

12. ისინი კი როგორც პირუტყვნი, ბუნებით შესაპყრობად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ ხრწნილებაშივე ლპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ.

13. და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.

14. მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!

15. სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა;

16. მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.

17. ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.

18. ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.

19. თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა.

20. ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.

21. უმჯებესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისგან.

22. იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.

რომაელთა 10

3. რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.

რომაელთა 12

9. სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.

2კორინთელთა 6

6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,

2კორინთელთა 11

13. რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.

14. თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.

15. მაშ, რაღა გასაკვირია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს ღებულობენ? მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.

გალატელთა 2

11. ჰოდა, როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, საჯაროდ წინ აღვუდექი მას, ვინაიდან საჩივარი იყო მასზე.

12. რადგან ვიდრე იაკობისგან ზოგიერთები მოვიდოდნენ, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე ჩამოშორდა მათ და წინადაცვეთილთა შიშით განზე გადგა.

13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე, რომ ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.

14. მაგრამ, ვიხილე რა, რომ სწორად არ მიჰყვებოდნენ სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ?

1ტიმოთე 1

5. ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული,

1ტიმოთე 4

2. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;

2ტიმოთე 1

5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.

__თემაზე წერდნენ__

***

. . . ხოლო გვწამს ღმერთი, უქმთა წარწყმედი,

ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი,

ღმერთი ტანჯულთა, ღმერთი ჩაგრულთა,

ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი; ორგულობისა, ორპირობისა,

ძირსა დამცემი და დამთრგუნველი, ფარისეველთა, სადუკეველთა,

გამაკიცხველი და გამდევნელი . . .

ზაკვით სავსენო, ავმორწმუნენო,

ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.

__ ილია ჭავჭავაძე __