1.1.82 Великим в Библии назван

1.1.82 დიდი წმინდა წერილში ეწოდება

დიდია:

- მზე მთვარესთან შედარებით დაბ.1,16

- მდინარე ევფრატი დაბ.15,18

- ხმელთაშუა ზღვა იესნ.1,4

- ქალაქი ნინევე იონ.3,2.3

- უფსკრული სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ლუკ.16,26

- რისხვის დღე გმცხ.6,17

- გასაჭირი გმცხ.7,14

- ქალაქი ბაბილონი გმცხ.14,8

- სამსჯავრო გმცხ.20,11

- ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი გმცხ.20,12

.

დიდად, დიადად არის ხმობილი ღვთის:

- ატრიბუტები რჯ.10,17

- ნიშნები და სასწაულები რჯ.29,3

- საქმეები მსაჯ.2,7 იერ.32,19 ლუკ.1,45

- გამარჯვება, ხსნა 2მფ.23,10.12

- წყალობა 2ნეშ.1,8

- რისხვა 2ნეშ.34,21

- დიდება და ღირსება მის მიერი ფს.20,5

.

დიდად, დიდებულადაა წოდებული ღმერთი ნეემ.9,32 იერ.32,18

.

ქრისტე არის დიდი:

- ღმერთი ტიტ.2,13

- მეფე ლუკ.1,32.33

- წინასწარმეტყველი ლუკ.7,16

- მღვდელმთავარი ებრ.4,14

- მწყემსი ებრ.13,20

.

მორწმუნეებისთვის დიდია მათი:

- საზღაური ზეცაში მათ.5,12

- რწმენა მათ.15,28

- სიხარული საქ.8,8

- შეჭირვებით გამოცდა 2კორ.8,2

- მოშურნეობა, წადილი კოლ.4,13

- სიმტკიცე 1ტიმ.3,13

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

დაბადება 15

18. ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -

მეორე რჯული 10

17. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს.

მეორე რჯული 29

3. დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები.

იესო ნავეს ძე 1

4. უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე ხეთელთა მთელი ქვეყანა. დიდ ზღვამდე და მზის დასავლამდე გექნებათ საზღვრები.

მსაჯულნი 2

7. უფალს ემსახურებოდა ერი იესოს მთელ სიცოცხლეში და უხუცესთა მთელ სიცოცხლეში, რომლებიც იესოს შემდგომ იყვნენ და ნანახი ჰქონდათ ყველა დიადი საქმე, ისრაელისათვის რომ აღასრულა უფალმა.

2მეფეთა 23

10. ადგა იგი და იქამდე მუსრა ფილისტიმელები, ვიდრე არ დაეღალა მარჯვენა ხელი და მახვილს არ მიეწება. დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლის ასაკრეფად გაჰყვა მას ხალხი.

2ნეშტთა 1

8. უთხრა სოლომონმა ღმერთს: დიდად წყალობდი მამაჩემს დავითს. მის ნაცვლად კი მე გამამეფე.

2ნეშტთა 34

21. წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.

ნეემია 9

32. ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, მცირედ ნუ ჩათვლი მთელ იმ უბედურებას, რომელიც გვეწია ჩვენ, ჩვენს მეფეთ, მთავრებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველთ, მამებსა და მთელ შენს ხალხს, აშურის მეფეთა დღეთაგან დღემდე.

ფსალმუნი 20

5. დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას.

იერემია 32

18. სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი.

19. აღმატებულია განზრახვაში და დიდებულია საქმეებში; მისი თვალები ღიაა ადამიანის ძეთა გზების მიმართ, რათა თითოეულს თავისი გზებისა და ნამოქმედარის ნაყოფის მიხედვით მიუზღო.

იონა 3

2. ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.

3. ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევე, სამი დღის სავალი.

მათე 5

12. იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

მათე 15

28. მაშინ მიუგო იესომ პასუხად: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.

ლუკა 1

32. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს.

33. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.

45. ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;

ლუკა 7

16. ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.

ლუკა 16

26. გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ისე რომ, გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან მანდეთ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ.

საქმეები 8

8. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.

2კორინთელთა 8

2. რადგან, მიუხედავად დიდი შეჭირვებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში.

კოლასელთა 4

13. მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის.

1ტიმოთე 3

13. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთი თავებისთვის იმკვიდრებენ პატივსა და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში.

ტიტე 2

13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,

ებრაელთა 4

14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას.

ებრაელთა 13

20. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,

გამოცხადება 6

17. რადგან დადგა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?”

გამოცხადება 7

14. ვუპასუხე: "უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: "ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.

გამოცხადება 14

8. მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა.

გამოცხადება 20

11. მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.

12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები.