2.1.41 Примеры веры в Библие

2.1.41 რწმენის მაგალითები ბიბლიაში

ძველ აღთქმაში:

- აბელი ებრ.11,4

- ენოქი ებრ.11,5

- ნოე ებრ.11,7

- აბრაამი რომ.4,16-20

- სარა ებრ.11,11

- იაკობი ებრ.11,21

- იოსები ებრ.11,22

- მოსე ებრ.11,23-29

- ქალებ იეფუნის ძე იესნ.14,6.12

- რახაბი ებრ.11,31

- იონათანი 1მფ.14,6

- დავითი 1მფ.17,37

- იოშაფათი 2ნეშ.20,5.12

- შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო დან.3,16-18

- იობი იობ.19,25

- და სხვები ებრ.11,32-39

.

ახალ აღთქმაში:

- რომაელი ასისთავი მათ.8,5-10

- სინაგოგის მთავართაგანი, იაიროსი მარ.5,22.23

- ქალი სისხლდენით მარ.5,25-28

- სიროფინიკიელი დედაკაცი მარ.7,26-29

- ბრმა ბარტიმეოსი მარ.10,46-52

- ცოდვილი დედაკაცი, მარიამი ლუკ.7,37.38 იოან.11,2

- ათი განკურნებულიდან ერთერთი ლუკ.17,15.16

- მოხელე იოან.4,50-53

- მართა იოან.11,27

- თომა იოან.20,28

- მრავალი მამაკაცი და დედაკაცი საქ.5,14

- სტეფანე საქ.6,8

- ფილიპე დიაკვანი საქ.8,5.6

- საჭურისი საქ.8,36-38

- ბარნაბა საქ.11,23.24

- ლიდია საქ.16,14.15

- ციხის ზედამხედველი საქ.16,30-34

- პავლე საქ.27,23-25

.

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 14

6. მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ-ბარნეაში.

12. ახლა მომეცი ის მთა, რომელზეც უფალი ლაპარაკობდა იმ დღეს, რადგან შენ გაგებული გქონდა იმ დღეს, რომ ყანაკები იყვნენ იქ და დიდი ციხე-ქალაქები ეჭირათ. იქნებ უფალი შემეწიოს და ავყარო ისინი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.

1მეფეთა 14

6. უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.

1მეფეთა 17

37. თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.

2ნეშტთა 20

5. დადგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში უფლის სახლის ახალი ეზოს წინ

12. ღმერთო ჩვენო! განა არ განიკითხავ მათ?! რადგან უძლურნი ვართ ამოდენა ურდოს წინაშე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოდის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვინაიდან შენკენაა მოპყრობილი ჩვენი თვალი!”

იობი 19

25. მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე;

დანიელი 3

16. მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: "არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

17. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ,

18. მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”

მათე 8

5. კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა.

6. უთხრა: "უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”.

7. იესომ მიუგო: "მოვალ და განვკურნავ”.

8. ასისთავმა კი პასუხად უთხრა: "უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.

9. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”.

10. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.

მარკოზი 5

22. მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი, მის ფერხთით დაეცა.

23. ევედრებოდა და ეუბნებოდა: "ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.

25. და იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი სისხლდენა სჭირდა,

26. მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან, და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, არამედ უარეს დღეში ჩავარდა,

27. მოისმინა რა იესოზე, ზურგიდან მოუარა და მის სამოსელს შეეხო.

28. რადგან ფიქრობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.

მარკოზი 7

26. წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან.

27. იესომ უთხრა: "მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.

28. მან კი მიუგო: "მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს”.

29. უთხრა: "ამ სიტყვის გამო, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისგან”.

მარკოზი 10

46. მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა.

47. როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”

48. ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: "დავითის ძეო, შემიწყალე!”

49. შეჩერდა იესო და თქვა: "დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: "ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.

50. გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.

51. იესომ ჰკითხა მას: "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: "რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.

52. იესომ უთხრა: "წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.

ლუკა 7

37. და აჰა, ცოდვილი დედაკაცი იყო ქალაქში. როგორც კი გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ნელსაცხებელი მოიტანა ალებასტრონით.

38. უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.

ლუკა 17

15. ერთი მათგანი, როცა ნახა რომ განიკურნა, მობრუნდა და მაღალი ხმით განადიდებდა ღმერთს.

16. პირქვე დაემხო იესოს ფერხთით და ჰმადლობდა მას. ის კაცი სამარიელი იყო.

იოანე 4

50. უთხრა მას იესომ: "წადი, ცოცხალია შენი შვილი”. ირწმუნა იმ კაცმა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა.

51. შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი იყო მისი ვაჟი.

52. გამოიკითხა, რომელ საათზე გამოკეთდაო და უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.

53. მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.

იოანე 11

2. ეს სწორედ ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისივე თმით შეუხოცა. მისი ძმა ლაზარე გახდა ავად.

27. უთხრა: "დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, რომელიც მოდის წუთისოფელში”.

იოანე 20

28. მიუგო თომამ და უთხრა მას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”

საქმეები 5

14. სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნენი, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი.

საქმეები 6

8. ხოლო მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.

საქმეები 8

5. ფილიპე სამარიელთა ქალაქში ჩავიდა და მათ უქადაგებდა ქრისტეს.

6. ფილიპეს ლაპარაკს ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, უსმენდა და ხედავდა ნიშნებს, რომლებსაც ის ახდენდა.

36. განაგრძეს გზა და წყალს მიადგნენ. უთხრა საჭურისმა: "აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?”

37. ფილიპემ მიუგო: "თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება”. მან უპასუხა: "მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა”.

38. უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ. ფილიპე და საჭურისი ერთად ჩავიდნენ წყალში, და მონათლა იგი.

საქმეები 11

23. როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.

24. კეთილი კაცი იყო იგი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე, ამიტომ მრავალი ხალხი შეემატა უფალს.

საქმეები 16

14. გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.

15. ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: "თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.

30. გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: "ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?”

31. მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

32. უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს.

33. იმავე ღამეს წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.

34. სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.

საქმეები 27

23. რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,

24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.

25. ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა:

რომაელთა 4

16. ამიტომ რწმენით, რათა მადლით ყოფილიყო, რომ მთელი შთამომავლობისთვის ურყევი ყოფილიყო აღთქმა, არა მარტო მათთვის ვინც რჯულისგანაა, არამედ მათთვისაც, ვისაც აბრაჰამის მსგავსი რწმენა აქვს, აბრაჰამისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მამაა.

17. როგორც წერია: "მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღვთის წინაშე”. ღვთისა, რომელსაც ერწმუნა იგი; ღვთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არარსებულს ყოფად მოუწოდებს.

18. რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: "ასე იქნება შენი თესლი”.

19. არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.

20. და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.

ებრაელთა 11

4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.

5. რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.

7. რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.

11. სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.

21. რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.

22. რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.

23. რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.

24. რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.

25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;

26. ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.

27. რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.

28. რწმენით მოაწყო პასექი და სისხლის პკურება, რათა არ გაკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს.

29. რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.

31. რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რააბი, რომელმაც მშვიდთბით მიიღო მსტოვარნი.

32. კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,

33. რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.

34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,

35. ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.

36. ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.

37. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.

38. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.

39. და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,