4.20.3. Полюбить тех, кого трудно полюбить и назвать их ближними

1. Полюбит сначала Бога и утвердиться в любви Его Матф.22,37.39 Еф.3,17.19

2. Избавимся от страха для усовершенствования нас в любви 1Ин.4,18

3. Осознаем, что Бог возлюбил нас такими, какими мы были Еф.2,2-4,, 3,18

4.20.3. ძნელად შესაყვარებელი ადამიანის შესაყვარებლად, რათა ვუწოდოთ მოყვასი

- ჯერ უნდა შევიყვაროთ ღმერთი და განვმტკიცდეთ მისდამი სიყვარულში მათ.22,37-39 ეფ.3,17.19

- განვდევნოთ ჩვენგან ყოველგვარი შიში სიყვარულის სრულყოფისთვის 1ინ.4,18

- გავიცნობიეროთ, რომ ღმერთმა შეგვიყვარა ისეთი, როგორიც ვიყავით ეფ.2,2-4,, 3,18

ბიბლიის მუხლები

მათე 22

37. ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.

38. ეს არის პირველი და მთავარი მცნება.

39. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

1იოანე 4

18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.

ეფესელთა 2

2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი;

3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;

4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,

ეფესელთა 3

17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,

18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,

19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.